ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

შესრულებული პროექტები

გაეცანით ჩვენს განსაკუთრებულ მიღწევებს. აქ არ შედის სხვადასხვა ციფრული სერვისები, რომელთაც ჩვენს პარტნიორ მწარმოებლებს ვაწვდით მუდმივ რეჟიმში უკვე მრავალი წელია!


2020 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით შედგა რიგით მეცხრე #30დღიანიგამოწვევა. გამოწვევის ფარგლებში KAR.GE-ს დამფუძნებელი ბნ. ტარიელ ზივზივაძე პირადად ყიდულობდა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და წარმოაჩენდა მათ KAR.GE-ს FB გვერდზე პოსტერების სახით. გამოწვევის ფარგლებში ჯამურად ყველა პოსტერზე [30] ჯამური Reach 1 მილიონს გადაცილდა (ორგანული). მოკლე შეჯამება იხილეთ აქ.


2020 წლის განმავლობაში კატალოგის რამდენიმე კომპანიას გავუკეთეთ Facebook კამპანიით მხარდაჭერა … ფრიად უნიკალური შედეგებით. ეს ანგარიში უნდა ნახოთ და მიხვდებით რატომ არის სასარგებლო ჩვენთან მეგობრებო!


2020 წლის 9 მარტს დაიწყო კამპანია #ძალაჩვენშია. მიზეზი? პანდემია! გამოწვევა, რომელიც ახალი იყო მსოფლიოსა და საქართველოსთვის ფრიად სერიოზული გამოდგა. რამდენიმე ამოცანა დავისახეთ: 1) მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე რაც იყო მნიშვნელოვანი, 2) მთავრობის ქმედებების შეფასებები, 3) ინფორმაციის შეკრება. მოკლე შეჯამება იხილეთ აქ.


2020 წლის 1 აპრილს ოფიციალურად გაეშვა 2020 წლის ელექტრონული KAR.GE კატალოგი (პანდემიის გამო ამჯერად პრეზენტაციის გარეშე). პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. KAR.GE კატალოგის პირველი ვერსია 2016 წელს შეიქმნა. დღეს კი უკვე მე-5 გაახლებაა ჩვენს წინაშე. კატალოგის ნახვა შესაძლებელია kar.ge-ზე. მოკლე შეჯამება იხილეთ აქ.


2019 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით უნიკალური ექსპერიმენტი შედგა. 36-მა ადამიანმა საქართველოს 6 ქალაქიდან საერთო ჯამში განახორციელა 162 მწარმოებლის 572 პროდუქტის 1437 შესყიდვა და ამაში დახარჯა 4,456.89 ლარი. თითოეული შესყიდული პროდუქტის და სათანადო ჩეკების სურათები გამოიგზავნა ჩვენთან და ანალიზირდა. შესყიდვების საშუალო რაოდენობა 1 მონაწილეზე – 42,26; საშუალო ხარჯი ერთ შეძენილ პროდუქტზე – 3,1 ლ; 17 მონაწილე (9 ქალი, 8 კაცი) გამოვლინდა ტოპ მყიდველი, რომელთაც თითოეულმა დღეში 1+ შესყიდვა გააკეთეს (საშუალოდ თითომ 73 შესყიდვა მთელი პერიოდის განმავლობაში); 19-მა დანარჩენმა ნაკლებად აქტიურმა მონაწილემ საშუალოდ 10 შესყიდვა გააკეთა თითომ. ექსპერიმენტის შეჯამება იხილეთ აქ.


2019 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით შედგა რიგით მერვე #30დღიანიგამოწვევა. გამოწვევის ფარგლებში KAR.GE-ს დამფუძნებელი ბნ. ტარიელ ზივზივაძე პირადად ყიდულობდა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და წარმოაჩენდა მათ KAR.GE-ს FB გვერდზე პოსტერების სახით. გამოწვევის ფარგლებში ჯამურად ყველა პოსტერზე [42] დაფიქსირებული Reach 2 მილიონს გადაცილდა (ორგანული). გამოწვევის შეჯამება იხილეთ აქ.


2019 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით KAR.GE და World-OKTA Tbilisi ორგანიზებით 10 მწარმოებლის ქართული ნაწარმი სამხრეთ კორეაში ჩატარებულ IFFE 2019 – International Fermented Food Expo -ზე იყო წარმოდგენილი. IFFE 2019 რიგით მე-17-ჯერ გაიმართა, ქართველები კი მასში უკვე მეოთხედ მონაწილეობდნენ. IFFE 2019-ში ჩვენს მონაწილეობას აქტიურად მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო ექსპოს გახსნას და Jeollabuk-do ოლქის გუბერნატორი ქართულ პავილიონთან მოიწვია. დიპლომატიური ფოსტით ტვირთის გაგზავნის საქმეში მხარდაჭერისათვის განსაკუთრებული მადლობა სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფოსტას. იხილეთ ქართული დელეგაციის მონაწილეობის სრული ანგარიში.


2019 წლის ივნისში KAR.GE-მ დაინტერესებულ დამკვეთებს ახალი მომსახურება – “Facebook გვერდის მართვა” წარუდგინა. მომსახურების გაწევა მოხდება მხოლოდ მწარმოებლებისათვის. დეტალური შეთავაზება იხილეთ აქ.


2019 წლის 1-31 მაისის პერიოდში KAR.GE-მ ჩაატარა რიგით მეორე კამპანია #ესპროდუქციაჩვენია, რომელიც ქართული ნაწარმის და წარმოების სტატიების, ვიდეოების, პოსტერების და სათანადო აქტიურობის მეშვეობით პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. შედეგად ხარისხიანი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის მეშვეობით 1-1,5 მილიონამდე ადამიანთან მივიდა. იხილეთ შეჯამება.


2019 წლის 19 აპრილს, 11:00-ზე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტისათვის KAR.GE-ს დამფუძნებელმა – ბნ. ტარიელ ზივზივაძემ ჩაატარა საჯარო ლექცია (მასტერკლასი) თემაზე – „ბიზნეს იდეების გენერირება“. იხილეთ შეჯამება.


2019 წლის 11 აპრილს, ხუთშაბათს, 19:30, ღვინის ბარში – “ვინერია“ (თბილისი, ნ. ბარათაშვილის 2) KAR.GE-ს ყოველწლიური გამოცემის – “KAR.GE Export Catalogue 2019”-ს პრეზენტაცია შედგა. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მონაცემები ასევე შევიტანეთ Tradewithgeorgia.com-ზე და უკვე მეოთხედ გავაახლეთ 2016 წლიდან არსებული ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით 30 დღის განმავლობაში უკვე მეშვიდედ შედგა #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს, რომლის ფარგლებში ძალიან ბევრი ადამიანი ტარიელ ზივზივაძესთან ერთად ყოველ დღე ყიდულობდა ადგილობრივი წარმოების ბრენდირებულ ქართულ ხარისხიან ნაწარმს, FB-ზე დებდა ვიდეოს და/ან სურათს და იწვევდა მეგობრებს. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2018 – http://www.iffe.or.kr/), რომელშიც საქართველოს დელეგაცია KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით. IFFE 2018-ზე ორგანიზატორებმა შემდეგი ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია წარადგინეს: შპს „ამოჭამე“-ს წარმოებული „წიწაკის მურაბა“ და „ხახვის მურაბა“; შპს „ანასეული კომბინატი“-ს წარმოებული „გურული ხილის ოტკა“ და „ანასეულის ჩაი“; შპს „გრინტეჩი“-ს წარმოებული სეზამის ზეთი; შპს „ფარკონი“-ს წარმოებული სანელებლები და დაფნა; ი.მ. „შაკო ქარჩავა“-ს წარმოებული კოლხური თაფლი; შპს „სკა“-ს წარმოებული აკაციის, წაბლის, მაისის და ცაცხვის თაფლები; შპს „სუბკულტურა“-ს წარმოებული თაფლის დისტილატი „მიდამო“; შპს „კორი“-ს წარმოებული ლიქიორი „ბაბალე“ და მატონიზებული სასმელი „ჭოჭი“; შპს „კამპა“-ს წვენები; ი.მ. „ეკა დოჯურიშვილი“-ის წარმოებული დამბალხაჭო; ი.მ. „ლევან მიქელაძის“ მიერ წარმოებული თუშური ქუმელი; ბაქმაზი; შპს „დიასახლისი“-ს წარმოებული ჩურჩხელა „Merry” და ღვინო „კარდუელი“; Geomusicbox-ის წარმოებული სუვენირები; ჯააძის თაფლი (მაისის თაფლი). იხილეთ ქართული დელეგაციის მონაწილეობის სრული ანგარიში.


2018 წლის 30 ივნისიდან, ყოველ შაბათს, თბილისში, ქარვასლაში შარდენზე, 10:00-დან 16:00-მდე დაგხვდებათ გენეტიკურად ქართული ნატურალური ნაწარმი. “პროექტი გემოვანი” პირველია, რომელმაც გადაწყვიტე სისტემატურად ჩაატაროს ასეთი ღონისძიება! KAR.GE პერიოდული გაშუქებით მხარს დაუჭერს გემოვანი ბაზრის განვითარებას. იხილეთ ანონსი.


2018 წლის 26 ივნისს თბილისში K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის საქართველოს შესარჩევი რაუნდი ჩატარდა. ღონისძიების მასპინძელი იყო კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, KBS, საერთაშორისო კულტურისა და ინფორმაციის სამსახური. ორგანიზატორი: World OKTA-ს ფილიალი საქართველოში, სპონსორები და მხარდამჭერები: კორეის რესპუბლიკის საელჩო სააქართველოში, ჩანგვონიში, კორეის ასოციაცია საქართველოში, KAR.GE, რესტორანი სეული, K2-Caucasus, KB Tour, მოკოჯი. ფესტივალის 2 გამარჯვებული გაემგზავრება K-POP-ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სამხრეთ კორეაში. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 23 ივნისს 18:00-დან თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარდა „ნატურალური ღვინისა და საკვების ფესტივალი“. მასპინძელი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის გ. ჩიტაიას ეთნოგრაფიული მუზეუმი; გენერალური სპონსორი: ღვინის რესტორანი g.Vino; მთვარი მხარდამჭერი და მზღვეველი: ჯიპიაი ჰოლდინგი; ფესტივალის მეგობარი: KAR.GE. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 21-23 ივნისს ქალაქ სეულში, კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თანაორგანიზებით იმართება იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა აღმოსავლეთ აზიაში Import Goods Fair 2018 (KOIMA). პირველად კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და KAR.GE-ს ჩართულობით სპეციალურად გამოფენისათვის საქართველოდან გაგზავნილ იქნა 12 მწარმოებლის მრავალფეროვანი პროდუქცია. ადგილზე ეწყობა ქართული ღვინისა და ნატურალური წვენების დეგუსტაცია. უამრავი სტუმარი ჰყავდა ქართულ სტენდს. მათ შორის იყო კორეის იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვა ქართული ნაწარმის მიმართ. ექსპოზე წარმოდგენილია „შატო ნეკრესის“ ქართულ ღვინოები, „ანასეულის კომბინატის“ გურული ხილის ოტკა,„მადლიანი 2017“-ისა და „ბებოს ნობათის“ ჩურჩხელები, „გრეიფის“ თათარა, „ჯააძის თაფლის“ ალპური ზონის თაფლი, „კამპას“ და „ხილარის“ წვენები, „ფარკონის“ ჩაი და სანელებლები, ბარამბოს შოკოლადის ასორტი, „MG – მარიამ გიორგაძეს“ ტყავის ხელნაკეთი საფულეები, „Deka“-ს ქართულ ყაბალახი და ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილი მოსასხამები. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 20 ივნისს Radisson Blu Iveria Hotel -ში გაიმართა Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018, რომლის მხარდამჭერი იყო KAR.GE. ღონისძიების ორგანიზატორი იყო საერთაშორისო კომპანია Smile-Exp. კონფერენციას უამრავი სპონსორი და მონაწილე ჰყავდა მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 14-17 ივნისს ქ. სეული მასპინძლობს აზიაში ერთ-ერთ უმსხვილეს ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას – KOTFA 2018, რომელშიც საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ტრადიციულად იღებს მონაწილეობას და მხარს უჭერს გამოფენაზე ასევე წარმოდგენილ ქართულ ტურისტულ კომპანიებს. KAR.GE-თან თანამშრომლობით გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მწარმოებლების მრავალფეროვანი პროდუქცია, მათ შორის: „შატო ნეკრესი“-ის ქართული ღვინოები, „ანასეულის კომბინატი“-ის გურული ხილის ოტკა, „მადლიანი 2017“-ისა და „ბებოს ნობათი“-ს ჩურჩხელები, „გრეიფი“-ს თათარა, „ჯააძის თაფლი“-ს ალპური ზონის თაფლი, „კამპა“-ს და „ხილარი“-ს წვენები, „ფარკონი“-ს ჩაი და სანელებლები, ბარამბოს შოკოლადის ასორტი, “MG – მარიამ გიორგაძეს” ტყავის ხელნაკეთი საფულეები, „Deka“-ს ქართული ყაბალახი და ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილი მოსასხამები. სტენდზე აგრეთვე განთავსდა ქვეყანაში უკვე იმპორტირებული სხვადასხვა ქართული პროდუქცია. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 1-31 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით KAR.GE-მ წარმოებლებთან ერთად და საზოგადოების ფართო ჩართულობით გახორციელა 1 თვიან კამპანია – “ეს პროდუქცია ჩვენია”. მიზანი: საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთ გაგვეცნო ხარისხიანი ქართული ნაწარმი და მათი მწარმოებლები. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 9 მაისს 10:00-დან 16:00-მდე ”ფილარმონიის ივენთ ჰოლში” უკვე მეორედ გაიმართა ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების მიზანი – ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია. გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორი გახლდათ “პური მზეთამზე”. ჩვენ, KAR.GE, ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი ვიყავით, რაც ძალიან გეამაყება. ჩვენ 2 კვირით ადრე დავაანონსეთ ღონისძიება, უშულოდ 9-ში კი ვეწვიეთ FB Live ტრანსლაცია მოვაწყეთ ადგილიდან. იხილეთ შეჯამება.


2018 წლის 3 აპრილს, სამშაბათს, 19:30, სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018”-ს პრეზენტაცია შედგა. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირება! “KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018” უკვე მეორედ გამოიცა. ასევე გაახლდა ქართულენოვანი “KAR.GE ინტერნეტ კატალოგი”, რომელიც არსებობს 2016 წლიდან. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტის შეჯამება იხილეთ აქ. საექსპორტო კატალოგში 42 კომპანიის 400 ჩანაწერია განთავსებული, თითოეული სურათით, აღწერით და კომპანიის საკონტაქტო ინფორმაციით. KAR.GE EXPORT CATALOGUE 2018 ჩამოტვირთეთ აქ


2018 წლის 27 მარტს სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა, უკვე მეორედ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო KAR.GE. თანაორგანიზატორები იყვნენ ჰიპერმარკეტი „გუდვილი“ და „საქართველოს კულინართა ფედერაცია“. 8 კატეგორიად დაყოფილი 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენი / ნექტარი 50-მდე მოწვეულმა სტუმარმა ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე, დეგუსტაციის პარალელურად გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე. შეჯამება იხილეთ აქ.


2017 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში KAR.GE-ს ორგანიზებით გამართულ რიგით მეექვსე #30დღიანიგამოწვევა -ში #მევყიდულობქართულს უამრავი ადამიანი ჩაერთო საქართველოდან და საზღვარგარეთიდან. რა თქმა უნდა ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით. შეჯამება იხილეთ აქ.


2017 წლის 22-23 დეკემბერს KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ – ქარვასლას ორგანიზებით და 35 ორგანიზაციის ჩართულობით წინასაახალწლო – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017“ ჩატარდა (რიგით მე-4). მიზანი: საქართველოში 2017 წელს შექმნილი ახალი ქართული ნაწარმის პოპულარიზება და გაყიდვების წახალისება. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: გადაცემა “ბიზნეს კოდი”, TV “კავკასია”, TV “ობიექტივი”, სტარვიზია, 4MEDIA, რადიო “კომერსანტი”, GEOMEDIATV, SPUTNIK, რადიო “არ დაიდარდო”, თრიალეთის ექსპრესი, იმედი FM, რადიო “პოზიტივი”. ფესტივალზე საკვები და არასაკვები ნაწარმი წარმოადგინეს გამორჩეულმა ადგილობრივმა მწარმოებლებმა. ესენი არიან: გამა, გემუანი, გურიელი, გრეიფი, ვიპკო, კამპა, კახური ზეთი “სიღნაღი”, მარშე, ნიკორა, სან სოლუშენ, სტარტი, ტყიბულის ჩაი, ქართული ზეთი “ქარვა”, ქართული ყავა “ჩერი”, ქართული პრემიუმი, შენი მწვანე სათამაშო, ჩიპსი და ბურბუშელა “ჩიპა”, ჩირი ქენდი და ჯააძის თაფლი. ფესტივალზე იყო გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაციები, შედგა უამრავი გათამაშება, იყო ცეკვები / სიმღერები და ოჯახის ყველა წევრისთვის საინტერესო სხვა აქტივობები. შეჯამება იხილეთ აქ.


2017 წლის 22-24 დეკემბერს KAR.GE ფესტივალის – “ულამაზესი კორეა”-ს მესამე ღონისძიების მხარდამჭერია. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო არაერთი საინტერესო კორეული ფილმი (ქართული სუბტიტრებით), მოეწყო დოკდოს ფოტოების გამოფენა, ფოტოზონა, საქველმოქმედო აქცია და ასევე გათამაშდა უამრავი კორეული წარმოების პროდუქცია. ფესტივალის მასპინძლები იყვნენ საქართველოს კორეული ასოციაცია, დოკდოს ფონდი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ კორეის რესპუბლიკის საერთაშორისო ფონდი, კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კორეის კულტურის ცენტრი, KAR.GE და W-OKTA.


2017 წლის 18 ნოემბერს 10:00-დან 18:00-მდე ”ფილარმონიის ივენთ ჰოლში” პირველად ისტორიაში ქართული ჯიშის (გენეტიკის) სურსათის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიების მიზანია ნიშანი ”გემოვანი”-ს წარდგენა ქართველი მომხმარებლისთვის და ადგილობრივ ბაზარზე გენეტიკურად ქართული წარმომავლობის პროდუქტების პოპულარიზაცია. ”გემოვანის” ნიშნის პრეზენტაციის და გამოფენა-გაყიდვის გენერალური სპონსორი გახლდათ “პური მზეთამზე”. ღონისძიების მხარდაჭერები იყვნენ KAR.GE, ვიზარდ ივენთი და ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება. მედია მხარდაჭერები იყვნენ რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, პალიტრა ნიუსი, ბიზნეს მედია საქართველო, ჯორჯია თუდეი და ალმა. KAR.GE-ში ძალიან გეამაყება ასეთი ღონისძიების გვერდში დგომა და მხარდაჭრა. ჩვენ 1 კვირით ადრე დავაანონსეთ ღონისძიება, უშულოდ 18-ში კი FB Live ტრანსლაცია მოვაწყეთ ადგილიდან. იხილეთ შეჯამება.


2017 წლის 19-23 ოქტომბერი. KAR.GE-მ და World-OKTA Tbilisi Branch-მა ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში 2017 წლის 19-23 ოქტომბერს ჩატარებულ საერთაშორისო ექსპოზე IFFE 2017 – International Fermented Food Expo წარადგინეს. IFFE 2017 კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში წელს მე-15-ჯერ გაიმართა, ქართული დელეგაცია კი მასში მეორედ იღებდა მონაწილეობას. მონაწილეობას აქტიურად მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო ექსპოს გახსნას და სტუმრები, მათ შორის Jellbuk-do ოლქის გუბერნატორი ქართულ პავილიონთან მოიწვია. IFFE 2017-ზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქართული პროდუქციის ნაკრები: Only Good Wine-ის 10-მდე დასახელების ღვინოები და მაგარი სასმელები, კორეის ბაზრისთვის სპეციალურად ბრენდირებული 3 სახის ჩურჩხელა – “Churub”, 3 კომპანიის თაფლის 6 სახეობა 8 სხვადასხვა შეფუთვაში (ჯააძის თაფლი, კოდის თაფლი, თაფლი “Kartuli”), წყალი “სნო” სხვადასხვა მოცულობის ბოთლებში, ჩეროს 10-მდე სახეობის წვენები, მეგრული აჯიკა, ენერგეტიკული სასმელები START და ROCK N ROLL, გურიელის ჩაის 10-მდე სახეობა. პირველად საქართველოდან საერთაშორისო ექსპოზე წარდგენილი იყო ბაქმაზი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა. იხილეთ ქართული დელეგაციის მონაწილეობის დეტალური ანგარიში.


2017 წლის 10 ოქტომბერს KAR.GE-ს ინიციატივით / ორგანიზებით 55 ორგანიზაციისაგან შემდგარმა კოალიციამ სასტუმრო – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული“ ჩაატარა, რომელშიც 300+ საქმიანი ადამიანის მონაწილეობდა. მხარდამჭერები: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU); საერთაშორისო პარტნიორები: World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი და EU4BUSINESS – EBRD საკრედიტო ხაზი; მედია პარტნიორები: ბიზნეს მედია საქართველო (BM) და IMEDI FM; ღონისძიების გენერალური სპონსორი – სს რუსთავის აზოტი; სპონსორები და იმავდროულად ექსპოს კომპონენტში მონაწილე მწარმოებლები: აქვა გეო, ბებოს ნობათი, გურიელი, გლობალ ბიერ ჯორჯია, გრეიფი, გრინპაკი, დე-კა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ეი ენდ თი ტრეიდინგი, ემსიბი ჯორჯია, ვესტუსი, ზედაზენი, თელიანი ველი, თიდაზინი, ივერია ტექს, ივერია, იზოსია, იმერეთი გრინერი, ირინოლა, კავკასპაკი, კამპა, კოოპერატივი კოდი, მადლიანი 2017, MG მარიამ გიორგაძე, მარშე, მედა ბრაითი, მეტალტექნიკა, მეღვინეობა ხარება, მზეთამზე, ნოვა, ნუტრიმაქსი, რუსთავის აზოტი, სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, საფერიკო, საქკაბელი, სიღნაღი, ტისუპეიპერ, ტყიბულის ჩაი, ქარვა, ქართული ზეთისხილი, ქართული პრემიუმი, შატო ნეკრესი, შინაური, ჯეო მულჩი; პროექტის სრული ანგარიში იხილეთ აქ.


2017 წლის 11 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში KAR.GE-ს ინიციატივით მიმდინარეობა ინტერნეტ აქცია #იყიდეატამი. აქცის მიზანი გახლდათ საქართველოს მოსახლეობის სტიმულირება ეყიდათ ქართული ატამი და ვაშლამატამა. ჩვენ ვართ მომხმარებლები, მყიდველები და ჩვენს ხელში არის რეალური ძალა, რომლის ატმის მიმართულებით ამოქმედებას ისახავდა მიზნად ჩვენი კამპანია. Facebook-ის მეშვეობით ჩვენ საერთო ჯამში 200,000-მოქალაქემდე მივიტანეთ ინფორმაიცა. აქციის შეჯამება იხილეთ აქ.


2017 წლის 17 ივნისს სიღნაღში KAR.GE-ს მხარდაჭერით “გურმან ფესტი 2017” შედგა! ღონისძიების ორგანიზატორი: კულტურისა და ხელოვნების სფეროში, ღონისძიებების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანია „არტიარდ კო“. მხარდამჭერები: ქ. სიღნაღის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, KAR.GE. შეჯამება იხილეთ აქ. ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული ხარისხიანი ნაწარმის პოპულარიზაციას. კიდევ ერთხელ წარმატებით გავაჟღერეთ ქართული თემა!


2017 წლის 31 მაისს სულხან-საბას უნივერსიტეტში სტუდენტებისათვის KAR.GE-ს დამფუძნებელმა – ბნ. ტარიელ ზივზივაძემ ჩაატარა ღია ლექცია თემაზე: “მზარდი ეკონომიკური ოკუპაცია საქართველოში. გამოსავალი?”. სტუდენტებს მოკლედ განემარტა თუ რაშია ეკონომიკური ოკუპაციის აზრი, სად ჩანს იგი და რა მასშტაბისაა იგი საქართველოში. შეჯამება იხილეთ აქ.


2017 წლის 22 მაისს “კვირის პალიტრა”-ს უფასო დანართის სახით 25,000 ოჯახს და ორგანიზაციას საქართველოს მასშტაბით საჩუქრად დაურიგდა საგაზეთო გამოცემა – #ქართულიადაკარგია, რომელიც სპეციალურად 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 2017 წლის აპრილ-მაისში შეიქმნა. ამ უპრეცედენტო მასშტაბის თემატურ 12 A3 გვერდიან საგაზეთო გამოცემაში განთავსდებულია 28 მწარმოებლის ხარისხიანი ქართული ნაწარმი ფოტოებით, აღწერით, მწარმოებლის საკონტაქტო ინფორმაციით, ფასებით და ყიდვის ადგილებით. კატალოგი არის ფერადი და დაიბეჭდა უმაღლესი ხარისხის პრიალა ცარცის ქაღალდზე. იხილეთ პროექტის შეჯამება. ჩამოტვირთეთ გამოცემის pdf ვერსია (39 მბ). 25,000 ოჯახში და სახელმწიფო/კერძო ორგანიზაციაში მისული საგაზეთო კატალოგი ერთი კვირაში 100,000, ერთ თვეში კი 300,000-მდე ინფორმირებულ მყიდველს ნიშნავს. თანმხლები Facebook კამპანიით კი კატალოგის ელექტრონულ ვერსიას მინიმუმ 1,000,000 პოტენციური მყიდველი გაეცნობა, რომელთა 20-25% ქართული პროდუქციით დაინტერესებული აუდიტორიაა. ანუ, ჯამურად მინიმუმ 500,000 ქართული ნაწარმით რეალურად დაინტერესებული მყიდველი გაეცნობა საგაზეთო გამოცემას და მასში წარმოდგენილ პროდუქციას.


2017 წლის 25 აპრილი – დღე როცა საქართველოს პრეზიდენტის – ბნ. გიორგი მარგველაშვილის მიერ KAR.GE-ს გადაგდება (დიახ გადადება ჰქვია ამას) ოფიციალურად გაფორმდა. სრული ინფორმაცია და საზოგადოების უმწვავესი რეაქცია ნახეთ აქ. ჩვენც, ვინც წელში ვწყდებით ქართული საქმის კეთებით, ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდით!


2017 წლის 6 აპრილს სასტუმროში – ”ლაერტონ თბილისი“ KAR.GE-ს მიერ გამოცემული “KAR.GE საექსპორტო კატალოგი 2017”-ს პრეზენტაცია შედგა. იგი პირველი ქართულ-ინგლისურენოვანი ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემაა, რომელშიც 54 რჩეული ქართული კომპანიის 65 ბრენდი და 389 ნაწარმია თავმოყრილი ფოტოებით, აღწერილობებით და საკონტაქტო ინფორმაციით. პროექტზე მუშაობა 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. ბეჭდური ვერსია წელიწადში ერთხელ გამოიცემა და მიზნობრივად გავრცელდება. http://kar.ge -ზე განთავსებულ ინტერნეტ ვერსიას კი მუდმივად დაემატება ახალი ჩანაწერები. კატალოგის სპონსორები არიან სს “ნიკორა” და შპს “კამპა”. პროექტის ანგარიში იხილეთ აქ. კატალოგის ელექტრონული ვერსიები ჩამოტვირთეთ აქ.


2017 წლის 13 მარტს საქართველოს პრეზიდენტის კამპანია “მოითხოვე ქართული” კახეთით გრძელდება. გავრცელებულ მედია მასალათა უმრავლესობაში მოხსენიებულია, რომ პრეზიდენტი KAR.GE-ს წამოწყებას უერთდება. იხ. შეჯამება.


2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის კამპანია “მოითხოვე ქართული” აჭარით გრძელდება. გავრცელებულ მედია მასალათა უმრავლესობაში მოხსენიებულია, რომ პრეზიდენტი KAR.GE-ს წამოწყებას უერთდება და ასეც არის. 2016 წლის დეკემბერში KAR.GE-ს აგორებულ 30 დღიან გამოწვევას მოჰყვა ქართული ნაწარმის მასიური გაყიდვები. იხ. შეჯამება.


2017 წლის 26 იანვარს KAR.GE-ს უშუალო ხელშეწყობით ქართული ნაწარმის ექსპორტი პირველად განხორციელდა. საქმე ეხება საქართველოში წარმოებულ პომიდორს, რომელიც რუსეთის მიმართულებით დაიძრა. მოკლე შეჯამება იხილეთ აქ.


2017 წლის 12 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალურად დაიწყო ქართული პროდუქციის პოპულარიზების კამპანია “მოითხოვე ქართული“. იგი შეუერთდა KAR.GE-ს და გოგა ჩანადირის აქტივობას და პირველი გასვლა შიდა ქართლის 4 საწარმოში შედგა. იხ. შეჯამება.


2016 წლის 30 დეკემბერს KAR.GE-ს დამფუძნებელი ბნ. ტარიელ ზივზივაძე მიწვეულ იქნა სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან სპეციალურ მიღებაზე, რომელიც პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა. გვეამაყება, რომ KAR.GE-ს და ძალიან ბევრი ადამიანის საქმიანობამ ასეთი ყურადღება მიიპყრო. 2016 წელი ნამდვილად ღირსეულად დასრულდა. 2017 წლისათვის კი შესანიშნავი სასტარტო პოზიცია გამოიკვეთა. დეტალურად იხილეთ აქ.


2016 წლის 26 დეკემბერს და 29-30 დეკემბერს KAR.GE ორ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. პირველის იდეა 23-24 დეკემბერს ქარვასლაში მიმდინარე “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016”-ზე დაიბადა. შეკრებილი ფულით და ნობათით კათარზისს დავეხმარეთ. 29 დეკემბერს, 15-დან 18 საათამდე, დიდი დიღმის Goodwill-ში 2030-ისა და KAR.GE-ს ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კი შევკრიბეთ ძირითადში ქართული ნაწარმი და შეჭირვებულ ოჯახებს ჩავუტანეთ იმავე საღამოს და მეორე დილით. შეჯამება იხილეთ აქ.


2016 წლის 28 დეკემბერს შედგა ღია ლექცია უნივერსიტეტში – ალმა მატერი. KAR.GE-ს დამფუძნებელმა – ბნ. ტარიელ ზივზივაძემ უნივერსიტეტის მაგისტრატურის 30-მდე სტუდენტს დეტალურად აუხსნა თუ რა რაციონალური დასაბუთება დევს მოწოდების „იყიდე ქართული“-ს უკან, კონკრეტულად როგორი ზეგავლენა აქვს ქართული ნაწარმის ყიდვას ქართულ ეკონომიკაზე, ქართულ ბიზნესზე და კონკრეტულ მოქალაქეზე. დეტალურ ინფორმაცია ნახეთ აქ.


2016 წლის 26 დეკემბერს ორი ფაქტი მოხდა, ერთი ძალიან კარგი ქვეყნისთვის და მეორე ძალიან ცუდი KAR.GE-სთვის. 1) საქართველოს პრეზიდენტი უპრეცედენტი სვლას აკეთებს, ქართული ნაწარმის ყიდვის აქციაში ერთვება და ქართულ ნაწარმს საჯაროდ ყიდულობს, და 2) ქართული ნაწარმის შესყიდვის აგორებული გამოწვევა, რომელიც რეალურად KAR.GE-მ 1 დეკემბერს წამოიწყო, მიაკუთვნეს გოგა ჩანადირს. ამის თაობაზე იხილეთ KAR.GE-ს უმწვავესი რეაქცია, რომელსაც მყისიერად მოჰყვა რეაგირება, თანაც მეტად სერიოზული რეაგირება ჩვენს გამოწვევაში ჩართული საზოგადოების მხრიდან!


2016 წლის 25 დეკემბერს აგრარულ უნივერსიტეტში ფესტივალის „ულამაზესი კორეა 2016“ შედგა KAR.GE-ს დამფუძნებლის, ბნ. ტარიელ ზივზივაძის გამოსვლა თემაზე: “Georgian Products Aiming at the Korean Market”. ნახეთ შეჯამება აქ.


2016 წლის 23-24 დეკემბერს KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით ქარვასლაში, ც. დადიანის #7, წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. მედია მხარდამჭერები: TV მაესტრო – ბიზნესკონტაქტი, TV მაესტრო – დამზადებულია საქართველოში, TV ახალი საქართველო, TV კავკასია, TV ობიექტივი, GEOMEDIATV, რადიო პოზიტივი, FB გვერდი „რაჭა“. მომხმარებლის წინაშე თავიანთი პროდუქცია წარმოადგენეს მწარმოებლებმა: AG მიკროელექტრონიკსი, კამპა & ჩვენი, Izosia – კოსმეტიკური კრემი, სიგარილა RAMONA, ნეოფარმი, სს ივერია, BakeHouse, გრინპაკი, საქართველოს სათბურის კორპორაცია, ლიმონათი იბერია, ესპრესო ჯორჯია, UNIFISH, GAMA, ქართული ყავა ჩერი, ქართული ნატურალური ნობათი, ნიკორა, გრეიფი, პატარიძეების “რაჭული”, ბებოს ნობათი, სიღნაღი – ქართული მზესუმზირის ზეთი. ადგილზე წარმოდგენილი იყო როგორც საკვები [ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ჩურჩხელა, ღვინო და ა.შ.], ისევე არასაკვები პროდუქცია [ქართული LED ტელევიზორები, ნათურები, კოსმეტიკური კრემები, მედიკამენტები, ჰიგიენური ნაწარმი, შამპუნები და ა.შ.]. დეტალური ანგარიშის ნახვა შესაძლებელია აქ.


2016 წლის 9 დეკემბერს პერიოდში KAR.GE-ს მიერ და ასობით თანამოაზრის ჩართულობით შეიქმნა სტიკერი “მე ვყიდულობ ქართულს” მანქანის, ლეპტოპისა და ტელეფონისათვის. იდეა 2017 წლის დეკემბრის 30 დღიანი გამოწვევის მიმდინარეობისას – 6 დეკემბერს გავაჟღერეთ. გამოხმაურება იმდენად პოზიტიური იყო, რომ 9 დეკემბერისთვის უკვე პირველი ესკიზი შევქმენით და შესაფასებლად ღიად დავდეთ KAR.GE-ს დამფუძნებლის – ტ. ზივზივაძის FB პროფილზე. პოზიტიური შეფასების შემდეგ კი დავბეჭდეთ და 23-24-ში ჩვენს მიერ ორგანიზებულ “ახალი ქართული ნაწარმის ფესტივალზე” პირველად დავარიგეთ. ამიერიდან ყოველ ჩვენს ღონისძიებაზე და არა მხოლოდ გავავრცელებთ სტიკერს – “მე ვყიდულობ ქართულს”.


2016 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში KAR.GE-ს ორგანიზებით და ათასობით  ადამიანის უპრეცედენტო ჩართულობით ჩატარდა რიგით მეხუთე #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზება. 23 ნოემბერს დაანონსებულმა გამოწვევამ ქართული პროდუქციის შესყიდვის იმდენად მასიური ტალღა ააგორა, რომ 26 დეკემბერს საქართველოში წარმოებული პროდუქცია თვით საქართველოს პრეზიდენტმაც კი იყიდა საჯაროდ. ნახეთ გამოწვევის სრული შეჯამება აქ.


2016 წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა. 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენები 50-მდე მოწვეულმა დეგუსტატორმა [რესტორატორი, ჰოტელიერი, ჟურნალისტი, მეწარმე, დაინტერესებული საზოგადოება] ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე. ბრმა დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო KAR.GE – http://kar.ge . პარტნიორები კი საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია – http://horeka.ge და ხარისხის ლაბორატორია – http://qlab.ge. დეტალური ანგარიში იხილეთ აქ.


2016 წლის 20-24 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-14 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2016), რომელშიც კორეელი ორგანიზატორის – World-OKTA-ს მოწვევით ქართულმა დელეგაციამ პირველად მიიღო მონაწილეობა. IFFE 2016-თვის მზადება 4 თვის მანძილზე მიმდინარეობდა. გამოფენაზე საქართველოში 46 მწარმოებლის მიერ წარმოებული 124 სხვადასხვა სახის ნაწარმი პროდუქტების 17 კატეგორიაში 6 სტენდიან ქართულ პავილიონში იყო წარმოდგენილი. IFFE 2016-ში ქართული დელეგაციის მონაწილეობის ორგანიზატორები იყვნენ Tbilisi-OKTA, World-OKTA-ს თბილისის ოფისი [OKTA – მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელი 30 წლიანი ისტორიით და 70 ქვეყანაში 137 ოფისით, http://www.okta.net/) და KAR.GE (საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის მისიაა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის, გაყიდვებისა და ექსპორტის ზრდა, http://kar.ge). ქართული დელეგაციის კორეაში მხარდაჭერა უზრუნველყვეს IFFE 2016-ის ორგანიზატორებმა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ. თავად IFFE 2016-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ: http://www.iffe.or.kr/2016_english/. იხილეთ ქართული დელეგაციის მონაწილეობის დეტალური ანგარიში.


2016 წლის ივლისი-ოქტომბერი – KAR.GE-მ წერილობით შეაფასა და გამოაქვეყნა 7 ძირითადი პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო ეკონომიკური პროგრამა. შეფასებები იდებოდა საშუალოდ კვირაში ერთხელ. თითოეული შეფასება მიეწოდა ფართო აუდიტორიას: მედია საშუალებებს, ექსპერტებს, პარლამენტარებს, პოლიტიკურ სუბიექტებს. ამან გამოიწვია ფართო მედია ინტერესი. ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა 20-ზე მეტ პირდაპირ ეთერში გვეთქვა ჩვენი სათქმელი, მათ შორის დებატების ფორმატშიც. ინიციატივის შეჯამება იხილეთ აქ.


2016 წლის 1-30 ივნისი – ეროვნული 30 დღიანი გამოწვევა – „მე ვყიდულობ ქართულს“ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით 2016 წლის 1-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა და მასში მომხმარებლები ღებულობდნენ მონაწილეობას. ჩვენ ვყიდულობდით საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და ამ ქმედების აფიშირებით მაგალითს ვაძლევდით ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ გაეკეთებინათ იგივე. გამოწვევა უკვე რიგით მე-4 იყო. იხილეთ შეჯამება.


2016 წლის 26 ივნისი – KAR.GE-ს პარტნიორობით სიღნაღში ჩატარდა ფესტივალი “გურმანი საქართველო 2016”. ფესტივალის მიზანი იყო ქართული და ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ზრდა, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის – ღვინის, ლუდის, ყველის, ხილის, ჩირების, და უამრავი სხვა პროდუქტის წარმოჩენა და უცხოელი ტურისტებისათვის შეთავაზება, ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენა, საერთო ინტერესების მქონე ადამიანების და ორგანიზაციების ურთიერთდაკავშირება და გაცნობა. შეჯამება იხილეთ აქ.


2016 წლის 22 ივნისი – ამიერიდან KAR.GE დაინტერესებულებს სთავაზობს ფასიან მომსახურებას – ბიზნეს გეგმის დაწერა. ეს არის გზა, რომ გავაკეთოთ ის რაც შეგვიძლია. მეორე მხრივ კი მცირე შემოსავალი გაჩნდება ჩვენი საქმიანობის დასაფინანსებლად (ჩვენ არავინ გვაფინანსებს).


2016 წლის 29 მარტი – თითქმის 3 თვიანი მზადების შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა KAR.GE კატალოგი – ერთადერთი ინტერნეტ კატალოგი, რომელიც სრულფასოვნად წარმოაჩენს 1) საქართველოში მოქმედ საწარმოებს, 2) ქართულ ბრენდებს, 3) საქართველოში წარმოებულ ხარისხიან ქართულ პროდუქციას, 4) სავაჭრო ობიექტებს, 5) ბიზნეს მომსახურებების მიმწოდებლებს და 6) დისტრიბუტორებს. 29 მარტს გამართული პრეზენტაციის შეჯამება იხილეთ აქ. ამ დღიდან მიმდინარეობს KAR.GE კატალოგის აქტიური განვითარება. ეს KAR.GE-ს პირველი ფასიანი მომსახურებაა [იხ. შეთავაზება].


2015 წლის 18-20 დეკემბერი – kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას თაოსნობით მეორედ ჩატარდა საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”, რომელშიც 22 ქართული კომპანია ასობით პროდუქტით ჩაერთო და 3000-ზე მეტ სტუმარს წინასაახალწლოდ ქართული პროდუქცია დაახვედრა. გამოფენა-გაყიდვა სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში [ც.დადიანის 7] ჩატარდა და დატვირთული იყო წინასაახალწლო სადღესასწაულო აქტივობებით. იხილეთ შეჯამება.


2015 წლის 1-30 დეკემბერი – 2015 წლის დეკემბერის 30 დღიანი მასიური გამოწვევა, რომელშიც ასობით მოხალისემ მიიღო მონაწილეობა. #30დღიანიგამოწვევა 25 ნოემბერს დაანონსდა და 1-30 დეკემბერს განხორციელდა. იხილეთ შეჯამება.


2015 წლის ოქტომბერი – kar.ge-ს რებრენდინგი. მომზადდა ახალი ბრენდ პლატფორმა და ახალი ბრენდბუქი. სათანადო ცვლილებები განხორციელდა მოძრაობის ყველა ინტერნეტ რესურსზე.


2015 წლის 26-27 სექტემბერსKAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას თაოსნობით ჩატარდა საქართველოში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა”, რომელშიც 22 ქართული კომპანია ასობით პროდუქტით ჩაერთო და 2000-ზე მეტ სტუმარს ქართული პროდუქცია დაახვედრა. გამოფენა-გაყიდვა სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში [ც.დადიანის 7] ჩატარდა და დატვირთული იყო თემატური სადღესასწაულო აქტივობებითაც. იხილეთ შეჯამება.


2015 წლის 29 მარტიდან – დაიწყო აგრესიული ინტერნეტ აქტივობა რომელიც მიზნად ისახავდა 1) kar.ge შინაარსის დივერსიფიცირებას, 2) კონტრიბუტორების / მხარდამჭერების რაოდენობის / ხარისხის ზრდას და 3) kar.ge ვებსაიტის და Facebook გვერდის რეიტინგის ზრდას!


2015 წლის 8 თებერვალი -11 მარტი –  30 დღიანი მეგა გამოწვევა – „ქართულია & kar.ge-ა!“, რომელშიც 10 ადამიანი მონაწილეობდა როგორც კონტრიბუტორი და 40-მდე ადამიანი როგორც მხარდამჭერი. გამოწვევის ფარგლებში მთლიანობაში 200-მდე ქართული წარმოების პროდუქტის შესახებ შეიკრიბა და დაიდო ინფორმაცია kar.ge-ზე. გამოწვევის წარმატებით დასრულების შემდეგ დაიგეგმა შემდეგი აქტივობის დაწყება.


2015  წლის 23 იანვარიტ. ზივზივაძის გამოსვლა Nx-ზე თემაზე – „როგორ გავაკეთოთ კარგი ქართული საქმე“. გამოსვლაში კიდევ ერთხელ შეჯამდა მთავარი იდეები და გაკეთდა კარგი ქართული საქმის გაკეთების მოწოდება;


2015 წლის იანვარიდაანონსდა შემდეგი რაუნდის დაწყება. შევიკრიბეთ მცირე გუნდი, გავაკეთეთ საიტი – http://kar.ge, გავწერეთ მოქმედების სტრატეგია & ტაქტიკა, დავგეგმეთ დაწყება. იანვრის ბოლოს შეიქმნა მოძრაობის ვებსაიტი – KAR.GE;


2014 წლის 1-30 დეკემბერი – ტ. ზივზივაძის 30 დღიანი გამოწვევა – „ქართული ყველაფერი კარგია!“. გამოწვევა გულისხმობდა 30 დღის განმავლობაში 30 სხვადასხვა ქართული ბიზნესის 30 სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტის შეძენას, დაგემოვნებას, სურათის გადაღებას, სტატიის დაწერას, http://tarielzivzivadze.ge/-ზე სტატიის და სურათის გამოქვეყნებას და შემდეგ Facebook-ით მასიურად გაზიარებას. გამოწვევამ გაამართლა, ჩართულობაც გამოიწვია და მეტად საინტერესო გამოცდილებაც დააგროვა;


2014 წლის პირველი ნახევარი – შეხვედრები, თემატურ აქტივობებზე დასწრება, იდეის დახვეწა, სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ყველაფერი ერთი მიზნით: განსაზღვრულიყო სწორი სამოქმედო სტრატეგია;


2013 წლის 30 დეკემბერიტ. ზივზივაძის გამოსვლა -„დაილოცა ქართულიNx-ზე. გამოსვლაში თავი მოეყარა იდეის მთავარ პოსტულატებს. გამოსვლის კონკრეტული მიზანი იყო იდეის „შემოწმება“: რამდენად აქტუალურია ქართული წარმოებული პროდუქციის ყიდვის პოპულარიზება და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მოსახლეობაში ამ საქმიანობის წამოწყება;


2013 წლის შემოდგომა – ქართული წარმოების პროდუქციის მხარდაჭერის ინიციატივის იდეის ფორმირება. გარემოს/ბაზრის ანალიზი, წარმატების წინაპირობების შესწავლა ტარიელ ზივზივაძის მიერ;