ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიღნაღი, 26 ივნისი, ფესტივალი – „გურმანი საქართველო 2016“

თავიდანვე ვაცხადებ: 225 უმაგრესი ფოტო მაქვს, მაღალი ხარისხის და თუ ღონისძიებაში მონაწილე რომელიმე კომპანიას/ადამიანს თქვენი ფოტოების მიღების სურვილი გაქვთ, მომწერეთ/მაცნობეთ/გამაგებინეთ და უდიდესი სიამოვნებით მოგაწვდით.
კი მართალია მზემ არ დაგვინდო ისე დაგვბრაწა, მაგრამ მაინც …
„გურმანი საქართველო 2016“ შედგა!!!
რა თქმა უნდა დიდი მადლობა სტუმრებს, მონაწილე კომპანიებს და ორგანიზატორებს. მადლობები პირველ რიგში ტრიფექტას, გენერალურ სპონსორს ნატახტარს და პარტნიორებს – საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას.

geo (1) eng (1)
ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო ასევე მოძრაობა KAR.GE, რაც ნამდვილად მეამაყება. აი ასეთი ძალიან მაგარი ღონისძიების პარტნიორობა ამდიდრებს ჩვენს ისტორიას.

ეს 60 ფოტო სპეციალურად შევარჩიე, რომ სიღნაღში 26 ივნისის აურა გადმომეცა.