მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > მოძრაობა kar.ge > შეჯამება: #1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული”

შეჯამება: #1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული”

Resume

The 1-st International Business Forum – “Buy Georgian” was arranged at the “Hotels & Preference Hualing Tbilisi” on October 10, 2017. 300+ business professionals attended the event that aimed to boost the sales of the quality Georgian products on the domestic and International markets. The event was organized by a pool of 55 organizations led by the KAR.GE Movement. The “Buy Georgian” forum was supported by the Georgian Producers’ Federation (GPF), the Georgian Employers’ Association (GEA) and the Tax Payers’ Union (TPU). The World-OKTA – Overseas Korean Trade Association Tbilisi Branch and EU4BUSINESS – EBRD Credit Line were the International partners of the event. The Business Media Georgia (BM) and IMEDI FM were the media partners of the business forum. Rustavi AZOT was the general sponsor of the event.

The sponsors of the event as well as the participant of the expo component of the forum were 47 local producers: Aqua Geo, Bebos Nobati, Gurieli, Global Beer Georgia, Grape, Greenpack, DE-KA, Design M Georgia, Dila Products, A & T Trading, MCB Georgia, Vestus, Teliani Valley, Tidazini, Iveria tex, Iveria, Izosia, Imereti Greenery, Irinola, Caucaspack, Campa, Kody, Madliani 2017, MG Mariam Giorgadze, Marshe, Meda Bright, Metaltecnika, Winery Khareba, Mzetamze, Nova, Nutrimax, Rustavi Azot, Pharavanperlite, Saperiko, Sakcable, Sighnaghi, Tissupaper, Tkibuli Tea, Qarva, Georgian Olive, Georgian Premium, Chateau Nekresi, Shinauri, Geo Mulch.

The B2B forum – “Buy Georgian” gathered producers, retail & wholesale trading centers / networks / shops, hotels, restaurants, cafes, distributors, wholesale markets, transport / courier / postal companies, certification service providers, exporters and buyers from abroad, Georgian diplomatic mission representatives, emigrants and Diaspora organizations, foreign embassy representatives in Georgia, foreign trade chambers, field related International organizations / projects, Georgian business associations, business media, and the representatives of the ministries and the parliamentary committees. The event hosted the visitors from USA, Israel, Russia, Netherlands and the Republic of Korea.

What was so special about the 1-st International Business Forum – “Buy Georgian”?

1. Greetings & Speeches – 11 speakers welcomed the audience;
2. Panel discussions – 25 panelists participated in 5 panel discussions. Many others engaged from the audience;
3. 47 local producers presented their quality products in the expo component;
4. The B2B zone was more than busy by business negotiations;
5. The forum was live broadcasted on KAR.GE Facebook page through which up to 10,000 viewers had a chance to watch it live;
6. The welcomes and panel discussion videos were specially produced to be available to the audience any time after the event;
7. The contacts generated and the opportunities created will further stimulate the sales of the quality Georgian products on the domestic and export markets;

Special thanks to all the producers, supporters, partners, International partners, speakers, panelists, visitors and the team, who made this event possible. Especially to the 47 producers, who actually funded whole event by their contributions.

 

“იყიდე ქართული“
#1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი
10 ოქტომბერი, 2017, თბილისი
სასტუმრო – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”
ისტორიული ღონისძიება, რომელიც წარმატებით ჩატარდა!

55 პარტნიორი ორგანიზაციისგან შემდგარმა კოალიციამ მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელობით ქართულ საქმეში ერთი მოკრძალებული, მაგრამ დიდად მნიშვნელობის ნაბიჯი გადავდგით წინ და ეს ძალიან გვეამაყება!

რა? სად? როდის?

2017 წლის 10 ოქტომბერს მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივითა / ორგანიზებით 55 ორგანიზაციისაგან შემდგარმა კოალიციამ სასტუმრო – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ში პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული“ ჩაატარდა, რომელშიც 300+ საქმიანი ადამიანის მონაწილეობდა.მხარდამჭერები: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU); საერთაშორისო პარტნიორები: World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი და EU4BUSINESS – EBRD საკრედიტო ხაზი; მედია პარტნიორები: ბიზნეს მედია საქართველო (BM) და IMEDI FM; ღონისძიების გენერალური სპონსორი – სს რუსთავის აზოტი;

“იყიდე ქართული”-ს სპონსორები და იმავდროულად ექსპოს კომპონენტში მონაწილე მწარმოებლები: აქვა გეო, ბებოს ნობათი, გურიელი, გლობალ ბიერ ჯორჯია, გრეიფი, გრინპაკი, დე-კა, დემა, დიზაინ ემ ჯორჯია, დილის პროდუქტები, ეი ენდ თი ტრეიდინგი, ემსიბი ჯორჯია, ვესტუსი, ზედაზენი, თელიანი ველი, თიდაზინი, ივერია ტექს, ივერია, იზოსია, იმერეთი გრინერი, ირინოლა, კავკასპაკი, კამპა, კოოპერატივი კოდი, მადლიანი 2017, MG მარიამ გიორგაძე, მარშე, მედა ბრაითი, მეტალტექნიკა, მეღვინეობა ხარება, მზეთამზე, ნოვა, ნუტრიმაქსი, რუსთავის აზოტი, სამთო კომპანია ფარავანპერლიტი, საფერიკო, საქკაბელი, სიღნაღი, ტისუპეიპერ, ტყიბულის ჩაი, ქარვა, ქართული ზეთისხილი, ქართული პრემიუმი, შატო ნეკრესი, შინაური, ჯეო მულჩი;

ფორუმმა ერთ სივრცეში შეკრიბა მწარმოებლები, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრები / ქსელები / მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და კაფეები, დისტრიბუტორები, საბითუმო ბაზრობები, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიები, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელი კომპანიები, უცხოეთიდან ჩამოსული ექსპორტიორები & buyer-ები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ემიგრანტები და დიასპორული ორგანიზაციები, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში, უცხოური სავაჭრო პალატები, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები / პროექტები, ქართული ბიზნეს გაერთიანებები, ბიზნეს მედია, მთავრობის და პარლამენტის წევრები; სულ 300+ საქმიანი ადამიანი. აქ შედგა 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) 47 მწარმოებლის ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია და 4) B2B შეხვედრები. სპეციალურად საერთაშორისო ფორუმისათვის ჩამოვიდნენ ექსპორტიორები აშშ-დან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ჰოლანდიიდან და სამხრეთ კორეიდან.

 

მიზანი

ქართული ხარისხიანი ნაწარმის გაყიდვების სტიმულირება ქვეყნის შიგნით – შიგა ბაზარზე და გარეთ – ექსპორტზე! შედგა უმნიშვნელოვანესი B2B ღონისძიება. მთავარი ამოცანა იყო საქმიანი ხალხი, ვისაც ერთმანეთი სჭირდება, ერთ სივრცეში შეგვეხვედრებინა ერთმანეთს, რაც მოვახერხეთ კიდეც!

 

რა იყო განსაკუთრებული პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული”?

1) გამოსვლები და მისალმებები – 11 გამომსვლელი მიესალმა ფორუმის დამსწრე აუდიტორიას;
2) ხუთ პანელურ დისკუსიაში 25 პანელისტმა მიღო მონაწილეობა, ათობით ადამიანი კი აუდიტორიიდან ჩაერთო მსჯელობაში;
3) 47 მწარმოებლის ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია 300+ სტუმრის წინაშე ღონისძიების მთავარი გვირგვინი გახლდათ;
4) B2B შეხვედრებისათვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში საქმიანი ხალხი საქმეზე საუბრობდა;
5) ფორუმი “იყიდე ქართული” -პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა Facebook Live-ის მეშვეობით. პირდაპირი ეთერი კი მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან 10,000-მდე ადამიანმა ნახა;
6) ფორუმზე შექმნილი ძალიან საინტერესო დისკუსიების ვიდეო მასალა მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი ინტერნეტით და მას ათიათასობით დაინტერესებული საქმიანი ადამიანი ნახავს;
7) ფორუმზე გენერირებული კავშირები და შექმნილი შესაძლებლობები უფრო მეტად მოახდენენ ქართული ხარისხიანი ნაწარმის გაყიდვების სტიმულირებას ქვეყნის შიგნით – შიგა ბაზარზე და გარეთ – ექსპორტზე!

 

მადლობა ვის?

უღრმესი მადლობა პირველ რიგში მწარმოებლებს. ღონისძიება 47 მწარმოებლის ძალების გაერთიანებით დაფინანსდა, რაც ნამდვილად უპირველესი საამაყო მოვლენაა და ცალსახად გამოირჩევა ფორუმის ყველა მნიშვნელოვან მიღწევას შორის;

უღრმესი მადლობა გამომსვლელებს და პანელური დისკუსიის მონაწილეებს. უაღრესად საინტერესო დისკუსიები მათი მონაწილეობით და აუდიტორიის ჩართულობით ვიდეოების სახით გავრცელდება;

უღრმესი მადლობა მხარდამჭერ ორგანიზაციებს, საერთაშორისო პარტნიორებს და მედია პარტნიორებს, რომელთაც განუზომლად დიდი წვლილი შეიტანეს ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებაში;

უღრმესი მადლობა სტუმრებს, რომელთაც დაგვაფასეს, გვეწვივნენ და ჩაერთენ. ჩვენ მოვიწვიეთ 450-ზე მეტი ადამიანი 19 მიზნობრივი აუდიტორიიდან. ღონისძიებას 300+ ადამიანი დაესწრო;

უღრმესი მადლობა გუნდს, რომელიც ბეჯითად ასრულებდა თავის მოვალეობას ფორუმამდე, ღონისძიების დროს და მის შემდეგაც;

 

“იყიდე ქართული”-ს სპონსორები და ექსპოს კომპონენტის მონაწილე მწარმოებლები

გენერალური სპონსორი: სს რუსთავის აზოტი

სპონსორები:
აქვა გეო
ბებოს ნობათი
გურიელი
გლობალ ბიერ ჯორჯია
გრეიფი
გრინპაკი
დე-კა
დემა
დიზაინ ემ ჯორჯია
დილის პროდუქტები
ეი ენდ თი ტრეიდინგი
ემსიბი ჯორჯია
ვესტუსი
ზედაზენი
თელიანი ველი
თიდაზინი
ივერია ტექს
ივერია
იზოსია
იმერეთი გრინერი
ირინოლა
კავკასპაკი
კამპა
კოოპერატივი კოდი
მადლიანი 2017
MG მარიამ გიორგაძე
მარშე
მედა ბრაითი
მეტალტექნიკა
მეღვინეობა ხარება
მზეთამზე
ნოვა
ნუტრიმაქსი
რუსთავის აზოტი
სამთო კომპანია ფარავანპერლიტი
საფერიკო
საქკაბელი
სიღნაღი
ტისუპეიპერ
ტყიბულის ჩაი
ქარვა
ქართული ზეთისხილი
ქართული პრემიუმი
შატო ნეკრესი
შინაური
ჯეო მულჩი

 

გამომსვლელები და პანელური დისკუსიის მონაწილეები

ბნ. ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE, დამფუძნებელი
ბნ. ელგუჯა მელაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, პრეზიდენტი
ბნ. ლევან სილაგავა, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, პრეზიდენტი
ბნ. ალექსანდრე რატიშვილი, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, პრეზიდენტი
ქ-ნი მარიანა მორგოშია, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, დირექტორი
Mr. Kwang Bok Lee, World-OKTA, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი
ქ-ნი ხათუნა ახალაია, EU4BUSINESS EBRD საკრედიტო ხაზი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
ბნ. ლევან ბურდილაძე, სს რუსთავის აზოტი, დირექტორის პირველი მოადგილე
ქ-ნი იზო გოგოძე, კოსმეტიკური საცხი “იზოსია”, დამფუძნებელი
ბნ. გოჩა ვერტიაკოვი, Eto – IBS LLC (აშშ), პრეზიდენტი
ბნ. ირაკლი ჩავლეიშვილი, მზეთამზე / გემოვანი, პარტნიორი
ბნ. ზვიად ქვლივიძე, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, ექსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი
ქ-ნი ეკა გესლაიძე, შპს დე-კა, დამფუძნებელი
ბნ. ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი
ბნ. ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ქ-ნი ხათუნა ახალაია, EU4BUSINESS EBRD საკრედიტო ხაზი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
ბნ. ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის წევრი
ქ-ნი ნათელა ხურციძე, შპს “მენეჯმენტის სისტემები”, საერთაშორისო ექსპერტ აუდიტორი
ბნ. ირაკლი ჩავლეიშვილი, მზეთამზე / გემოვანი, პარტნიორი
ბნ. სოსო ღუდუშაური, უნივერსამი / ნემო / უნი, დამფუძნებელი
ბნ. ვახო ელისაბედაშვილი, ქართული კალათა, დამფუძნებელი
ბნ. მიხეილ ჭკუასელი, შპს გეოპლანტი, დამფუძნებელი
Mr. Mikel Honders, იმერეთი გრინერი, FoodVentures პროექტის მენეჯერი
ბნ. შალვა ჯაფარიძე, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, გენერალური დირექტორის მოადგილე
ბნ. თამაზ მეგრელიშვილი, მეტალტექნიკა, დამფუძნებელი
ბნ. ბექა ბაციკაძე, ბიზნეს მედია საქართველო, გადაცემა “საქმის კურსი”-ს წამყვანი
ბნ. ივა ჭყონია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, პრეზიდენტი
ბნ. ლევან ბურდილაძე, სს რუსთავის აზოტი, დირექტორის პირველი მოადგილე
ბნ. გიორგი ქანანაშვილი, მიკროსაფინანსო კომპანია “მონლაინ”, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ბნ. ედიშერ მამალაძე, სს საქკაბელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
ქ-ნი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს სავაჭრო პალატა, პრეზიდენტი
ბნ. ლევან სილაგავა, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, პრეზიდენტი
ბნ. დავით ბიძინაშვილი, შპს ივერია ტექს, დამფუძნებელი
ბნ. ლევან დადიანი, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი

 

ფოტო გალერეა

 

შექმნილი ვიდეო პროდუქცია

გახსნა. #1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული”
გამომსვლელები (რიგითობის მიხედვით):
1. ბნ. ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE, დამფუძნებელი
2. ბნ. ელგუჯა მელაძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, პრეზიდენტი
3. ბნ. ლევან სილაგავა, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, პრეზიდენტი
4. ბნ. ალექსანდრე რატიშვილი, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, პრეზიდენტი
5. ქ-ნი მარიანა მორგოშია, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, დირექტორი
6. Mr. Kwang Bok Lee, World-OKTA, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი
7. ქ-ნი ხათუნა ახალაია, EU4BUSINESS EBRD საკრედიტო ხაზი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
8. ბნ. ლევან ბურდილაძე, სს რუსთავის აზოტი, დირექტორის პირველი მოადგილე
9. ქ-ნი იზო გოგოძე, კოსმეტიკური საცხი “იზოსია”, დამფუძნებელი
10. ბნ. გოჩა ვერტიაკოვი, Eto – IBS LLC (აშშ), პრეზიდენტი
11. ბნ. ირაკლი ჩავლეიშვილი, მზეთამზე / გემოვანი, პარტნიორი

 

პანელი #1: ქართული ნაწარმის ექსპორტი: გამოწვევები და დაძლევის გზები
პანელური დისკუსიის მონაწილები:
1. მოდერატორი: ბნ. ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა KAR.GE, დამფუძნებელი
2. ბნ. ზვიად ქვლივიძე, სააგენტო “აწარმოე საქართველოში”, ექსპორტის მიმართულების ხელმძღვანელი
3. ქ-ნი ეკა გესლაიძე, შპს დე-კა, დამფუძნებელი
4. ბნ. ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი
5. ბნ. ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
6. ქ-ნი ხათუნა ახალაია, EU4BUSINESS EBRD საკრედიტო ხაზი, საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი
7. ბნ. ირაკლი მეზურნიშვილი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის წევრი

 

პანელი #2: ქართული ნაწარმის შეტანა საცალო ქსელებში: გამოწვევები და დაძლევის გზები
პანელური დისკუსიის მონაწილები:
1. მოდერატორი: ბნ. ალექსანდრე რატიშვილი, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, პრეზიდენტი
2. ქ-ნი ნათელა ხურციძე, შპს “მენეჯმენტის სისტემები”, საერთაშორისო ექსპერტ აუდიტორი
3. ბნ. ირაკლი ჩავლეიშვილი, მზეთამზე / გემოვანი, პარტნიორი
4. ბნ. სოსო ღუდუშაური, უნივერსამი / ნემო / უნი, დამფუძნებელი
5. ბნ. ვახო ელისაბედაშვილი, ქართული კალათა, დამფუძნებელი

 

პანელი #3: ქართული ნაწარმის შეტანა HORECA ქსელებში: გამოწვევები და დაძლევის გზები
პანელური დისკუსიის მონაწილები:
1. მოდერატორი: ბნ. მიხეილ ჭკუასელი, შპს გეოპლანტი, დამფუძნებელი
2. Mr. Mikel Honders, იმერეთი გრინერი, FoodVentures პროექტის მენეჯერი
3. ბნ. შალვა ჯაფარიძე, საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, გენერალური დირექტორის მოადგილე
4. ბნ. თამაზ მეგრელიშვილი, მეტალტექნიკა, დამფუძნებელი

 

პანელი #4: ქართული ნაწარმის დისტრიბუცია: გამოწვევები და დაძლევის გზები
პანელური დისკუსიის მონაწილები:
1. მოდერატორი: ბნ. ბექა ბაციკაძე, ბიზნეს მედია საქართველო, გადაცემა “საქმის კურსი”-ს წამყვანი
2. ბნ. ივა ჭყონია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, პრეზიდენტი
3. ბნ. ლევან ბურდილაძე, სს რუსთავის აზოტი, დირექტორის პირველი მოადგილე
4. ბნ. გიორგი ქანანაშვილი, მიკროსაფინანსო კომპანია “მონლაინ”, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

 

პანელი #5: ქართული ნაწარმის სახელმწიფო შესყიდვები: გამოწვევები და დაძლევის გზები
პანელური დისკუსიის მონაწილები:
1. მოდერატორი: ბნ. ედიშერ მამალაძე, სს საქკაბელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
2. ქ-ნი ნინო ჩიქოვანი, საქართველოს სავაჭრო პალატა, პრეზიდენტი
3. ბნ. ლევან სილაგავა, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, პრეზიდენტი
4. ბნ. დავით ბიძინაშვილი, შპს ივერია ტექს, დამფუძნებელი
5. ბნ. ლევან დადიანი, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი

 

მედია მასალები

B2B ღონისძიება სპეციფიკური თემაა. მას პირველ რიგში სჭირდება ბიზნეს მედიაში გაშუქება, ამიტომ აქცენტი თავიდანვე გავაკეთეთ მცირე ოდენობით მედია პარტნიორების მოზიდვაზე. შედეგად ბიზნეს მედია საქართველო და IMEDI FM ჩვენი მედია პარტნიორები გახდნენ და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაგვიკეთეს ღონისძიების მზადების პროცესშიც და უშუალოდ ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული”-ს დროსაც, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ.

მიუხედავად ბიზნეს მედიაზე აქცენტისა, უარი არ გვითქვამს სხვა მედია ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე. სხვადასხვა დროს (29 აგვისტო, 25 სექტემბერი, 9 ოქტომბერი) გავავრცელეთ 3 ანონსი და უშუალოდ ბიზნეს ფორუმის დღეს გავავრცელეთ პრეს რელიზი. გთავაზობთ შექმნილ მედია მასალას ქრონოლოგიურად:

2017-08-29 – ანონსი commersant.ge-ზე

2017-08-29 – ანონსი fortuna.ge-ზე

2017-08-29 – ანონსი etanews.ge-ზე

2017-08-30 – ანონსი imedinews.ge-ზე

2017-09-18 – საქმის კურსი TV პირველზე. სტუმრად ბნ. ლევან სილაგავა და ბნ. ტარიელ ზივზივაძე

2017-09-25 – ანონსი fortuna.ge-ზე

2017-09-25 – ანონსი sputnik-georgia.com-ზე

2017-09-27 – ანონსი bm.ge-ზე

2017-10-05 – ფორუმ „იყიდე ქართული“-ს ცოცხალი ანონსი IMEDI FM-ის „დილის სამინისტრო“-ში

2017-10-09 – ანონსი agrokavkaz.ge-ზე

2017-10-10 – სიახლე jako.fm-ზე

2017-10-10 – რადიო კომენტარი sputnik-georgia.com-ს

2017-10-10 – რომან ბადალიანის კომენტარი sputnik-georgia.ru-ს

2017-10-10 – სიახლე bpi.ge-ზე

2017-10-10 – პირდაპირი ჩართვა ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“-დან „საქმიან დილა“-ში

2017-10-10 – რეპორტაჟი საზოგადოებრივ მაუწყებელზე: #1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“

2017-10-10 – სიახლე agronews.ge-ზე

2017-10-10 – სიახლე ghn.ge-ზე

2017-10-11 – „საქმიანი დილა“. რეპორტაჟი. ბიზნეს ფორუმი – „იყიდე ქართული“ შედგა

2017-11-06 – ბიზნეს ფორუმის შეჯამება TV “iberia”-ზე, გადაცემაში  – “ბიზნეს კოდი”

2017-11-06 – ძალიან მაგარი რეპორტაჟია კომპანია NOVA-ს პირველ საერთაშორისო ბიზნეს ფორუმში – “იყიდე ქართული” ჩართულობასთან დაკავშირებით! ყოჩაღ ნოვას და უშუალოდ გუნდს, ვინც ეს რეპორტაჟი ასე გემრიელად ააწყო (y)

 

#1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი “იყიდე ქართული”-ს შემაჯამებელი კლიპი

იხილეთ 🎉 10 ოქტომბერს 55 ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიციის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული #1 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი “იყიდე ქართული”-ს შეჯამება 2 წუთში 👌

 

შემდგომი ნაბიჯები

10 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში მოინიშნა იმით, რომ ჩვენ ერთად დავაფუძნეთ ყოველწლიური ღონისძიება, საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი – “იყიდე ქართული”. ეხლა კი, 2018 წლის ფორუმის ჩატარებამდე, ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს პირველი ბიზნეს ფორუმის შედეგებს და ეტაპობრივად გავაშუქებთ მათ kar.ge-ზე.

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე

კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: “მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!”