ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

2017 წლის დეკემბერის #30დღიანიგამოწვევა #მევყიდულობქართულს. შეჯამება

უღრმესი მადლობა თითოეულ იმ ადამიანს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რომელიც 2017 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში ჩაერთო მოძრაობა KAR.GE-ს ორგანიზებით გამართულ რიგით მეექვსე #30დღიანიგამოწვევა -ში #მევყიდულობქართულს რა თქმა უნდა ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზების მიზნით.

რა იყო ამჯერად განსხვავებული?

1. 2014 წლის შემდეგ ჩატარებული 5 ანალოგიური 30 დღიანი გამოწვევის გამოცდილების საფუძველზე [პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე] მოვიფიქრეთ შემდეგი სქემა, რომელიც 23 ნოემბერს დავაანონსეთ: 1 დეკემბრიდან ვყიდულობთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერ ქართულ ბრენდირებულ ნაწარმს, ტელეფონით ვიღებთ ორიგინალურ ვიდეოს რომელშიც ვიწვევთ 3 Facebook მეგობარს, ვიდეოს ვტვირთავთ საკუთარ Facebook პროფილზე და ვთაგავთ გამოწვეულ მეგობრებს. მათ აქვთ 24 საათი იგივეს გასაკეთებლად. გაზიარებისას ვიყენებთ ჰეშტეგებს – #30დღიანიგამოწვევა, #მევყიდულობქართულს და #ძალაერთობაშია. ვიდეოს ჩაწერა ბევრს გაუჭირდა და ბევრი სურათით “გამოძვრა”, მაგრამ აშკარად დამტკიცდა ეფექტური FB Live-ების უპირატესობა ტალღის აგორების კუთხით.

2. 14 დეკემბერს ოფიციალურად გამოვიწვიე საქართველოს 150 პარლამენტარი. მეტიც, ფსონებიც კი დავდეთ მოქალაქეებმა, თუ რამდენი პარლამენტარი ჩაერთვებოდა გამოწვევაში თვის ბოლომდე. შედეგები 1-5 იანვრის პერიოდში შეჯამდება მაგრამ 31 დეკემბერს იწერება ეს ანგარიში და სახეზე მხოლოდ ერთ პარლამენტარის – ბნ. სიმონ ნოზაძის ჩართლობაა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას! არა უშავს, გადავდებთ სხვებსაც … თუმცა აქ ერთიცაა, არაერთი შემთხვევა ვიცი, როცა გასაკეთებელი გაკეთდა დეპუტატის მიერ, მაგრამ ვიდეო არ ჩაწერეს და საჯარო სახე არ მისცეს ამ ნაბიჯს.

3. თვის დასაწყისიდანვე ჩვენი მედია პარტნიორის – 4MEDIA-ს მხარდაჭერით გავაკეთეთ პიქტოგრამა, რომელიც ყველას შეეძლო პროფილზე განეთავსებინა. უღრმესი მადლობა 4MEDIA-ს. ეს პიქტოგრამა კიდევ ბევრჯერ გააკეთებს თავის საქმეს ქართული თემის პოპულარიზებაში.

4. გამოწვევის დასაწყისიდანვე აქტიურად მოვუწოდეთ მწარმოებლებს, რომ ჩართულიყვნენ და აეგორებინათ სათანადო კამპანიები. ზოგმა გააკეთა ეს, ზოგმა არა, მაგრამ ფაქტი ერთია: ეცოდინებათ და მომავალი წლისთვის უკეთ მოემზადებიან. სპეციალური რჩევებიც კი დავწერე მწარმოებლებისათვის, თუ როგორ ეხეირათ 1 თვიანი გამოწვევისგან.

მეამაყება, რომ ჩვენ ეს შევძელით და მთელი თვე ტემპი არ დაგვიგდია!
აი დასტურიც:

30 დეკემბერი
——————————-

30-ე დღეს „ქართული კალათა“ მოვინახულე და „მადლიანი 2017“-ის ჩურჩხელა ვიყიდე

29 დეკემბერი
——————————-

დღეს ლიდერფუდის მოხარშულ-შებოლილი შაშხი „ბავარიული“ ვიყიდე სუპერმარკეტ ზღაპარში

28 დეკემბერი
——————————-

მე ვიყიდე ქართული შოკოლადები ბარამბოსგან! ყველა სხვა იმპორტულ შოკოლადს ვივიწყებთ!

27 დეკემბერი
——————————-

გინდა ასეთი ძაღლუკა? მაშინ ეხლავე ეწვიეთ #აჩუქექართული საშობაო ბაზრობას აღმაშენებელზე

ლელას მაჩაბლიშვილის თემატური სტატია
https://machablishvili.wordpress.com/2017/12/21/ოკუპანტის-კანფეტები/

26 დეკემბერი
——————————-

მზეთამზეს გემოვანი თეთრი ლომთაგორა და წითელი დოლის პური. გამოწვევის 26-ე დღე

სუპერ ნოვაცია: გემუანი კრისპი – 100% ნატურალური ყინვით გამომშრალი ხილი

25 დეკემბერი
——————————-

“ჩერი“-ს მიერ წარმოებული ქართული ჩაი GOLD ჩემი 25-ე დღის შენაძენია

ბნ. სიმონ ნოზაძის გამოწვევა

ბნ. სიმონ ნოზაძე – საქართველოს პარლამენტარი ქართულ ნაწარმს საჯაროდ ყიდულობს!

24 დეკემბერი
——————————-

დედა რა იყო ეს, ჰა? უმაგრესი ჩიპსის და ბურბუშელას ახალი ბრენდი – ჩიპა!

ვიპკო – ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე, რომელიც ბევრ იმპორტულს „ჩააჩოჩებს“!

23 დეკემბერი
——————————-

„ჩირი ქენდი“-ს ტყლაპების ასორტი! უმშვენიერესი და უგემრიელესი! დღე 23

22 დეკემბერი
——————————-

დღეს 22-ე დღეა! და ჩვენი ქართული კალათის შიგთავსი უნდა გენახათ … გამოტენილი იყო!

21 დეკემბერი
——————————-

იოგურთი სანტისიმო ამორე ვიყიდე გამოწვევის 21-ე დღეს

20 დეკემბერი
——————————-

GNP-ის წარმოებული ვაშლის ძმარი „ოდა“ ჩემი მე-20 დღის შენაძენია

19 დეკემბერი
——————————-

“ოკეანე“-ს ცივად შებოლილი სკუმბრია ჩემი მე-19 დღის შენაძენია

18 დეკემბერი
——————————-
http://kar.ge/მთიულური-მაწონი-თიხაში/

17 დეკემბერი
——————————-

ნიკორა XL-ში შეძენილი კამეჩის მაწონით გიწვევთ ბარბარობა დღეს 🙂

16 დეკემბერი
——————————-

DOTS & DASHES -ის ეს საახალწლო სათამაშო ჩემს ნაძვის ხეს (არაბუნებრივს რა თქმა უნდა) დაამშვენებს

“თამაშობანა“-ს მიერ წამოებული ეს სათამაშო ჩემი გამოწვევის მე-16 დღის შენაძენთა შორისაა

15 დეკემბერი
——————————-

„ნუგეში“-ს ქსელში შეძენილი „ჩვენი ფერმერი“-ს დღის კარაქი ჩემი მე-15 დღის პროდუქტია!

კონკურსის KAR.GE სტატია

კონკურსი: დაწერეთ რიცხვი და მოიგეთ უმაღლესი ხარისხის ქართული ნაწარმი!

14 დეკემბერი – პარლამენტარების გამოწვევა
——————————-

გურიელის საშობაო ჩაი (ლიმიტირებული მოცულობით წარმოებული) ჩემი მე-14 დღის შენაძენია

13 დეკემბერი
——————————-

გურული მჭადის ფქვილი ოზურგეთის რაიონის სოფ. დვაბზუდან გამოწვევის მე-13 დღის შენაძენია

12 დეკემბერი
——————————-

“ბაია“-ს შვრიის ფქვილი გარგარით და ალუბლით ჩემი გამოწვევის მე-12 დღის შენაძენია

11 დეკემბერი
——————————-

კახური არარაფინირებული ზეთი “სიღნაღი” გამოწვევის მე-11 დღის შენაძენია

10 დეკემბერი
——————————-

გასინჯეთ „START” – ახალი ქართული ენერგეტიკული სასმელი!

9 დეკემბერი
——————————-

დღე 9: ფრესკოში შეძენილი გალბიას მწვანე ტყემალი

„ფრეკო“-ს კარტოფილი ფრი გაგისინჯავთ?

Frixx რაც ბაზარზე შემოვიდა, მას შემდეგ იმპორტული ჩიპსი არ მიყიდია!

8 დეკემბერი
——————————-

დღე 8: ჯორჯიტაში შეძენილი „დემა“-ს 100% ნატურალური ხელნაკეთი საპონი

დღე 8: ნენა, ლეღვის მურაბაააააა … თითებს ჩაიკვნეტთ ნენა …

დიეტური და დიაბეტური კვებისათვის: ნექტარინის სალსა!

7 დეკემბერი
——————————-

დღე 7: ვინიფერას ეს უგემრიელესი ყურძნის მურაბა „ალფონსო“ აუცილებლად უნდა მეყიდა!

დღე 7: დღეს მე „კაიზერი“-ს ორიგინალური სალიამი ვიყიდე „სუპერმარკეტ ნიკორა“-ში

6 დეკემბერი
——————————-

დღე 6: მე ვიყიდე კულას ალუბლის 100% ნატურალური წვენი!

დღე #6: ალუმინის ქილაში ჩამოსხმული ბორჯომი!

5 დეკემბერი
——————————-

დღე5: ბეიქჰაუსის წარმოებული ბლითები ვიყიდე კარფურში

ზედაზენი კრაფტი – ქართული ლუდის კომპანიის საჩუქარი ლუდის მოყვარულებს

თათარა ასორტი – ხელის დამშვენება გნებავთ სტუმრად მისვლისას?

პირველი ქართული ზეთისხილის ზეთი – უკვე ვიყიდე!

4 დეკემბერი
——————————-

დღე4: უნივერსამში ნაყიდი კამპას ბროწეულის წვენი – ჩემპიონი ბროწეულებს შორის!

დღე4: უნივერსამში ნაყიდი ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი – წლის ჩემპიონი ნოვაცია!

3 დეკემბერი
——————————-

დღე3: “ტყიბულის ჩაი“-ს პირველი ხარისხის შავი ბაიხის ჩაი ვიყიდე დიღმის გუდვილში

დღე3: დღეს “მარშე“-ს საქონლის სოსისი ყველით ვიყიდე დიღმის გუდვილში

დღე3: „ქარვა“-ს წარმოების ქართული მზესუმზირის ზეთი.

დღე3: ლიმონათი “ბერიკა” გამოსულა 🙂 ისიამოვნეთ სიახლით (y)

დღე3: სნო ქიდს – სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი ნაწარმი!

2 დეკემბერი
——————————-

დღე2: საფერავის ჩაი Saperico-საგან. ეს ნამდვილი ინოვაციაა!

დღე1: მე ვიყიდე ქართული უგემრიელესი ხორცპროდუქტები “ბლაუენშტაინ საქართველო“-ს საფირმო მაღაზიაში

დღე2: კოოპერატივი კოდის თაფლი – ალპური ზონის თეთრი სამყურა და ოროვანდი

დღე2: უკვე გასინჯეთ ქართული ლუდი აისი?

1 დეკემბერი
——————————-

დღე1: მე ვიყიდე ქართული უგემრიელესი ხორცპროდუქტები “ბლაუენშტაინ საქართველო“-ს საფირმო მაღაზიაში

 

პიქტოგრამა, რომელიც 4MEDIA-ს დახმარებით გაკეთდა
https://www.facebook.com/karge.movement/posts/1792469194111094

 

რაც მთავარია …
გამოწევა გრძელდება თავისუფალ რეჟიმში …
ვიყიდოთ ქართული და ვაჩვენოთ!!!