ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

22-24 დეკემბერს თბილისში დოკდოს კინოფესტივალი გაიმართა

22-24 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა ფესტივალის “ულამაზესი კორეა”-ს მესამე ღონისძიებას უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იყო არაერთი საინტერესო კორეული ფილმი (ქართული სუბტიტრებით), მოეწყო დოკდოს ფოტოების გამოფენა, ფოტოზონა, საქველმოქმედო აქცია და ასევე გათამაშდა უამრავი კორეული წარმოების პროდუქცია. ფესტივალის მასპინძლები იყვნენ საქართველოს კორეული ასოციაცია, დოკდოს ფონდი, თავისუფალი უნივერსიტეტი. ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ კორეის რესპუბლიკის საერთაშორისო ფონდი, კორეის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, კორეის კულტურის ცენტრი, მოძრაობა KAR.GE და  W-OKTA. ღონისძიების ანონსი ჩვენ, როგორც მხარდამჭერმა ჯერ კიდევ ნოემბერის ბოლოს გამოვაქვეყნეთ.

დასკვნითი ღონისძიება გამორჩეული იყო. მნიშვნელოვან პირებთან ერთდ მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა მისასალმებელი სიტყვა ვთქვი სავსე აუდიტორიის წინაშე. შემდეგ კი გაიმართა ნამდვილი მუსიკალური რინგი, სადაც ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი “პატარა ვარსკვლავები” და კორეული K-POP-ის შემსრულებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ აუდიტორიის გულის მოსაგებად.

დიდებული საღამო შედგა!

ჩვენ გვეამაყება, რომ კორეელი და ქართველი ხალხის მეგობრობის დიდ საქმეში ჩვენი წვლილი შევიტანეთ და ფესტივალს მხარი დავუჭირეთ.