2016 წლის 29 ნოემბერს 17:30-ზე სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა. 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების ქართული და უცხოური წვენები 50-მდე მოწვეულმა დეგუსტატორმა [რესტორატორი, ჰოტელიერი, ჟურნალისტი, მეწარმე, დაინტერესებული საზოგადოება] ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასა. შედეგები ადგილზე გაანალიზდა და გამოცხადა ღონისძიების დასრულებისთანავე.
ბრმა დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა KAR.GE – https://kar.ge . პარტნიორები კი საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია – http://horeka.ge და ხარისხის ლაბორატორია – http://qlab.ge .
მონაწილე და გამარჯვებული წვენის ბრენდები:
პრემიუმ სეგმენტი:
- პრემიუმ სეგმენტის ატმის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ატამი.
- პრემიუმ სეგმენტის ალუბლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი,სანტალი, სანდორა, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ალუბალი.
- პრემიუმ სეგმენტის ვაშლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია კამპა ვაშლი.
- პრემიუმ სეგმენტის ბროწეულის წვენები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია კამპა ბროწეული.
- პრემიუმ სეგმენტის ფორთოხლის წვენები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [რაუხი, სანდორა, სანტალი, კამპა]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია სანდორა ფორთოხალი.
საბიუჯეტო სეგმენტი:
- საბიუჯეტო სეგმენტის ატმის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სადაჩოკი, ჩვენი,რაუხი]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია ჩვენი ატამი.
- საბიუჯეტო სეგმენტის მულტიფრუქტის ნექტარები. 3 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [სადაჩოკი, ჩვენი, მაია სემია]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია ჩვენი მულტიფრუქტი.
- საბიუჯეტო სეგმენტის ფორთოხლის ნექტარები. 4 ბრენდის ბრმა დეგუსტაცია ჩატარდა [ჩვენი, სადაჩოკი, მაია სემია, რაუხი]. პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებულია ჩვენი ფორთოხალი.
საერთო ჯამში, ბრმა დეგუსტაციის 8 რაუნდიდან 5-ში ქართულმა ბრენდებმა გაიმარჯვეს, 3-ში უცხოურმა.
ბრმა დეგუსტაციების პროექტი მოძრაობა KAR.GE-ს ახალი ინიციატივაა, რომელი 2016 წლის თებერვალში დაანონსდა. ხანგრძლივვადიანი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ დაინიშნა პირველი – ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაცია, რომელიც 29 ნოემბერს ჩატარდა.
რამოდენიმე დღეში, როცა სრულად შევკრებთ ყველა მედია მასალას, დავწერთ და გამოვაქვეყნებთ დეტალურ ანგარიშს, სადაც ამ უპრეცედენტო ღონისძიების მზადების და ჩატარების ყველა ეტაპს დეტალურად აღვწერთ.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც დრო გამოყო ამ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.