მოძრაობა KAR.GE გირჩევთ: იყიდეთ მხოლოდ საქართველოში წარმოებული ხარისხიანი ნაწარმი! ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, ავითარებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!
Breaking News
მთავარი > ექსპორტი > Import Goods Fair 2018 (KOIMA) და ქართველების წარმატებული მონაწილეობა. შეჯამება

Import Goods Fair 2018 (KOIMA) და ქართველების წარმატებული მონაწილეობა. შეჯამება

KAR.GE კატალოგში რეგისტრირებული 12 მწარმოებლის ნაწარმი წარმოდგენილია იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილეს ყოველწლიურ გამოფენაზე აღმოსავლეთ აზიაში Import Goods Fair 2018 (KOIMA).

2018 წლის 21-23 ივნისს ქალაქ სეულში, კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს და კორეის იმპორტიორთა ასოციაციის თანაორგანიზებით იმართება იმპორტირებული პროდუქციის უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა აღმოსავლეთ აზიაში Import Goods Fair 2018.

პირველად საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და მოძრაობა KAR.GE-ს ჩართულობით სპეციალურად გამოფენისათვის საქართველოდან გაგზავნილ იქნა 12 მწარმოებლის მრავალფეროვანი პროდუქცია. ადგილზე ეწყობა ქართული ღვინისა და ნატურალური წვენების დეგუსტაცია. უამრავი სტუმარი ჰყავდა ქართულ სტენდს. მათ შორის იყო კორეის იმპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელმაც განსაკუთრებული ინტერესი გამოთქვა ქართული ნაწარმის მიმართ.

ექსპოზე წარმოდგენილია „შატო ნეკრესის“ ქართულ ღვინოები, „ანასეულის კომბინატის“ გურული ხილის ოტკა,„მადლიანი 2017“-ისა და „ბებოს ნობათის“ ჩურჩხელები, „გრეიფის“ თათარა, „ჯააძის თაფლის“ ალპური ზონის თაფლი, „კამპას“ და „ხილარის“ წვენები, „ფარკონის“ ჩაი და სანელებლები, ბარამბოს შოკოლადის ასორტი, „MG – მარიამ გიორგაძეს“ ტყავის ხელნაკეთი საფულეები, „Deka“-ს ქართულ ყაბალახი და ტრადიციული ორნამენტებით გაწყობილი მოსასხამები.

როგორ მოხდა ყველაფრის ორგანიზება?

ძალების გაერთიანებით: მწარმოებლებმა ნიმუშები მოგვაწოდეს, მოძრაობა KAR.GE-მ ორგანიზება გააკეთა და გასაგზავნი პროდუქცია შეკრიბა, რომელიც კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ თავისი ხარჯით ჩაიტანა KOTFA 2018 და KOIMA 2018-ზე გამოსაყენებლად. საორგანიზაციო ნაბიჯები დაახლოებით 3 თვის წინ გადაიდგა.

უღრმესი მადლობა საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში, პირადად ბატონ ელჩს – ოთარ ბერძენიშვილს და საელჩოს მთელ გუნდს ქართული საქმის კეთებისათვის! უღრმესი მადლობა თითოეულ ამ მწარმოებელს, რომელთაც თავისი წვლილი შეიტანეს ამ საერთო საქმეში! მოხარული ვიქნებით, თუ საქართველოს ყველა საელჩოსთან მსოფლიოში გვექნება ასეთი ტიპის ურთიერთობები.

პროდუქციის ფოტოები

 

საერთო ფოტოები

 

 

იხილეთ ვიდეო, რომელიც საქართველოს საელჩომ გამოგვიგზავნა [გადაღებულია 21 ივნისს].

 

ავტორი: ტარიელ ზივზივაძე

ტარიელ ზივზივაძე
კონსულტანტი & ტრენერი & სპიკერი: "მე მეამაყება, რომ ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს კარგ ქართულ საქმეში. მჯერა, რომ ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია!"