ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის შესარჩევი რაუნდი მოძრაობა KAR.GE-ს მხარდაჭერით შედგა

საერთაშორისო ფესტივალის საქართველოს შესარჩევი რაუნდის მხარდამჭერებიც გავხდით.  მოძრაობა KAR.GE-ს მხარდაჭერით 2018 წლის 26 ივნისს K-POP-ის მსოფლიო ფესტივალის საქართველოს შესარჩევი რაუნდი ჩატარდა … ისევე როგორც 94 სხვა ქვეყანაშიც …

ღონისძიების მასპინძელი იყო კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო, KBS, საერთაშორისო კულტურისა და ინფორმაციის სამსახური. ორგანიზატორი: World OKTA-ს ფილიალი საქართველოში, სპონსორები და მხარდამჭერები: კორეის რესპუბლიკის საელჩო სააქართველოში, ჩანგვონიში, კორეის ასოციაცია საქართველოში, მოძრაობა KAR.GE, რესტორანი სეული, K2-Caucasus, KB Tour, მოკოჯი. ფესტივალის 2 გამარჯვებული გაემგზავრება K-POP-ის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად სამხრეთ კორეაში.

ეს იყო წმინდა ახალგაზრდული ღონისძიება, სადაც სცენაზე ნამდვილი ცეცხლის დანთებამდე მეც მერგო პატივი მოკლე სიტყვით მიმემართა ახალგაზრდებისათვის (ძირითადში სკოლის მოსწავლეებისათვის). ამ ვიდეოში კი მოკლედაა ნაჩვენები რა ჟრიამული იყო ადგილზე.