2019 წლის 1 დეკემბერიდან 30 დეკემბერის ჩათვლით უკვე მერვედ შედგა #30დღიანიგამოწვევა. გამოწვევის ფარგლებში მე, ტარიელ ზივზივაძე, პირადად ვყიდულობდა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას და წარმოვაჩენდა მათ KAR.GE-ს FB გვერდზე პოსტერების სახით. 42 პოსტერი შევქმენი და გავაზიარე გამოწვევის ფარგლებში, რომელთაც ჯამური ორგანული Reach 2 მილიონს გადაცილდა.
თუმცა, ამის პარალელურად უმნიშვნელოვანესი ექსპერიმენტი ჩატარდა და სწორედ მისი მოკლე შეჯამებაა ქვემოთ წარმოდგენილი.
შესავალი
ეს ექსპერიმენტი 2 წელი მზადდებოდა. გრძელი და რთული გზა გავიარეთ. 2017 წელს დავიწყე ქმედითი სისტემის აგება, რომელის საშუალებას მომცემდა ქართულის ყიდვა გამეხადა დაჯილდოვებადი, რომ მწარმოებლისათვის მიმეცა ინსტრუმენტი, რომ მისი მიზნობრივი მყიდველი დაეჯილდოვებინა. უამრავ მწარმოებელთან შედგა პირადი და ჯგუფური შეხვედრა იდეის რაფინირების მიზნით, უამრავ პოტენციურ ინვესტორთან მქონდა pitch. მათი პასუხი იგივე იყო – “დაიწყე და შევხედავთ”.
2018-ში უკვე სტარტაპის გუნდი შევქმენი და რამდენიმე კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100,000 საგრანტო პროგრამაში. ყველგან უარი გვითხრეს სხვადასხვა მიზეზის გამო, ძირითადში იმიტომ რომ ან ვერ გაიგეს ან დასახვეწი იყო. უამრავ საერთაშორისო მომწოდებელს ვესაუბრე (აშშ, ევროპა, კანადა, საფრანგეთი, ჩინეთი და ა.შ.), რომ შემემოწმებინა ტექნიკური გადაწყვეტები. ბოლოს, უკვე 2019 წელს, საერთაშორისო სტარტაპ აქსელერატორი Venture Elevator გავიარე აქსელერაცია და იდეა უკიდეგანოდ დავხვეწე. 2019 წლის აგვისტოში იდეა უკვე მზად იყო დასატესტად. პირველი ექსპერიმენტი პირადად ჩავატარე ოქტომბერ-ნოემბერში.
დეკემბერი 2019
დადგა ყველაფრის რეალურ პირობებში დატესტვის დრო. მომხმარებლისთვის ჩემი სათქმელი და მისი საკეთებელი ასეთი იყო: 1) ყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ნებისმიერ ბრენდირებულ პროდუქტს (რასაც ისედაც ყიდულობთ ოჯახში); 2) ტელეფონით ფოტოს უღებთ პროდუქტებს და ჩეკებს ერთად (პროდუქტი უნდა ჩანდეს. ჩეკზე ჩამონათვალი და ფასები უნდა იკითხებოდეს); 3) მიგზავნით ფოტოს მე, ტარიელ ზივზივაძე-ს FB Messenger-ში ან Viber-ში ან WhatsApp-ში; 4) თქვენი ყოველი შესყიდვა სპეციალურ პროგრამაში გატარდება და მოგემატებათ შესაბამისი რეპუტაცია; 5) დეკემბერის ბოლოს დაგროვილი რეპუტაციის მიხედვით აირჩევთ საჩუქრების სიიდან თქვენთვის სასურველს, რომელსაც უმოკლეს დროში მიიღებთ;
შედეგები
36-მა ადამიანმა საქართველოს 6 ქალაქიდან საერთო ჯამში განახორციელა 162 მწარმოებლის 572 პროდუქტის 1437 შესყიდვა და ამაში დახარჯა 4,456.89 ლარი; შესყიდვების საშუალო რაოდენობა 1 მონაწილეზე – 42,26; საშუალო ხარჯი ერთ შეძენილ პროდუქტზე – 3,1 ლ; 17 მონაწილე (9 ქალი, 8 კაცი) გამოვლინდა ტოპ მყიდველი, რომელთაც თითოეულმა დღეში 1+ შესყიდვა გააკეთეს (საშუალოდ თითომ 73 შესყიდვა მთელი პერიოდის განმავლობაში); 19-მა დანარჩენმა ნაკლებად აქტიურმა მონაწილემ საშუალოდ 10 შესყიდვა გააკეთა თითომ.
აღარ ვისაუბრებ იმ უამრავ ინსაითზე, რჩევაზე, და ა.შ. სასარგებლო აღმოჩენაზე, რომელიც გაკეთდა. ეს კონფიდენციალურია.
გაგრძელება
მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება აღვწერო ის, რასაც 2017 წელს ჩავუყარეთ საფუძველი და 2019 წლის დეკემბერში დავტესტეთ … რა თქმა უნდა ხარისხიანი ქართული ნაწარმის პოპულარიზების საქმეში: რ ე ვ ო ლ უ ც ი ა!