ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

IFFE 2018: ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

25-29 ოქტომბერი, 2018 …
კორეის რესპუბლიკა, ქალაქი ჯონჯუ …
IFFE 2018 – ფერმენტირებული საკვების რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა …
ჩავედით, ჩავერთეთ, ვივაჟკაცეთ!

რა? სად? როდის?

2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა (International Fermented Food Expo 2018 – http://www.iffe.or.kr/), რომელშიც საქართველოს დელეგაცია მოძრაობა KAR.GE-სა და World-OKTA-ს ხელმძღვანელობით უკვე მესამედ მიიღო მონაწილეობა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

IFFE 2018-ზე ორგანიზატორებმა შემდეგი ადგილობრივი მწარმოებლის პროდუქცია წარვადგინეთ:
შპს „ამოჭამე“-ს წარმოებული „წიწაკის მურაბა“ და „ხახვის მურაბა“;
შპს „ანასეული კომბინატი“-ს წარმოებული „გურული ხილის ოტკა“ და „ანასეულის ჩაი“;
შპს „გრინტეჩი“-ს წარმოებული სეზამის ზეთი;
შპს „ფარკონი“-ს წარმოებული სანელებლები და დაფნა;
ი.მ. „შაკო ქარჩავა“-ს წარმოებული კოლხური თაფლი;
შპს „სკა“-ს წარმოებული აკაციის, წაბლის, მაისის და ცაცხვის თაფლები;
შპს „სუბკულტურა“-ს წარმოებული თაფლის დისტილატი „მიდამო“;
შპს „კორი“-ს წარმოებული ლიქიორი „ბაბალე“ და მატონიზებული სასმელი „ჭოჭი“;
შპს „კამპა“-ს წვენები;
ი.მ. „ეკა დოჯურიშვილი“-ის წარმოებული დამბალხაჭო;
ი.მ. „ლევან მიქელაძის“ მიერ წარმოებული თუშური ქუმელი;
ბაქმაზი;
შპს „დიასახლისი“-ს წარმოებული ჩურჩხელა „Merry” და ღვინო „კარდუელი“;
Geomusicbox-ის წარმოებული სუვენირები;
ჯააძის თაფლი (მაისის თაფლი);

რა იყო წელს განსაკუთრებული?

წასვლამდე რაფინირებულად ჩავატარეთ პრე კამპანია, სადაც 2 კვირის მანძილზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ დაინტერესებულ საზოგადოებას თუ რა გამოცდილება დავაგროვეთ გასული ორი მონაწილეობის შედეგად და რას ველით მესამე ჯერზე. შედეგად მივიღეთ 15 მწარმოებლის მონაწილეობა, რაც ფრიად კარგი შედეგია.

 

საკუთარი თვალით ნახეთ ექსპოს გახსნა და გუბერნატორისა და ელჩის ვიზიტი ქართულ პავილიონთან.

საერთაშორისო ექსპოს გახსნა ვიცი მე ასეთი :)?? ️საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ბნ. ოთარ ბერძენიშვილი ჯოლაბუკ-დოს…

Posted by მოძრაობა KAR.GE on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018

 

ასეთი იყო ჩვენი საპრეზენტაციო სტენდი

თქვენს წინაშეა IFFE 2018-ზე ჩვენს პავილიონში არსებული სპეციალურად მოწყობილი საპრეზენტაციო კუთხე, სადაც დალაგებული…

Posted by მოძრაობა KAR.GE on ოთხშაბათი, 07 ნოემბერი, 2018

 

ასეთი სტუმრიანობა იყო ქართულ პავილიონთან

2018 წლის 25-29 ოქტომბერს კორეის რესპუბლიკის ქ. ჯონჯუში გაიმართა ფერმენტირებული საკვების მე-16 საერთაშორისო გამოფენა…

Posted by მოძრაობა KAR.GE on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

 

გუნდმა ქიმჩის მომზადებაში მიიღო მონაწილეობა

?? სამხრეთ კორეაში ?? IFFE 2018-ზე ჩასული ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი "შემჩნეულია" კორეული ნაციონალური კერძის – "ქიმჩის"…

Posted by მოძრაობა KAR.GE on პარასკევი, 09 ნოემბერი, 2018

 

ჩვენი გოგონებით იწყება, შემდეგ ქართული პროდუქტებით გრძელდება და ისევ ჩვენი გოგონების სიტყვებით სრულდება IFFE 2018-ის შესახებ კორეის რეგიონული არხის მიერ გაკეთებული ეს ვიდეოკოლაჟი 🙂

[짠 뉴스] 제16회 전주국제발효식품엑스포에 가다

세계 각 나라의 고유 철학과 문화가 담긴 다양한 발효식품을 맛볼 수 있고 기업에는 판로 개척의 기회가! /촬영·편집=한승정 PD관련기사 : http://www.jjan.kr/news/articleView.html?idxno=2021126

Posted by 전북일보 on პარასკევი, 26 ოქტომბერი, 2018

 

სიახლე საელჩოს საიტზე

ინგლისური, ქართული

 

კორეული მედია ჩვენს შესახებ:
http://www.jjan.kr/news/articleView.html?idxno=2021126

 

განსაკუთრებული დაფასება ორგანიზატორების მხრიდან. ბევრნი ნიუანსს შორის განსაკუთრებით გამოვყოფდით 25-ში, ექსპოს მთავარ მიღებაზე, ტარიელ ზივზივაძის განთავსებას მთავარ მაგიდასთან და გუბერნატორის ორგანიზატორის სიტყვების შემდეგ სადღეგრძელოს თქმა. ანალოგიური შარშანაც მოხდა. როგორც ჩანს ისე მოეწონათ, რომ წელსაც გადაწყვიტეს. წარმოთქმული სადღეგრძელსო შემდეგ მგონი გაისადაც თამადად დამნიშნავენ:

თამადობა IFFE 2018-ის Welcome Party-ზე 25 ოქტომბერს (y)

წელს, ისევე როგორც შარშან, IFFE-ზე პირველი დღის მიწურულს VIP სტუმრებისათვის გამართული Welcome Party-ს მთავარ მაგიდასთან ვიჯექი და თან თამადად ამირჩიეს. პირველი სიტყვა თქვა პროვინციის გუბერნატორმა, მეორე ექსპოს ორგანიზატორმა, მესამე მე. ისეთი სიტყვა ვთქვი, მგონი გაისადაც გარანტირებული მაქვს თამადობა :)PSშემიფასეთ სიტყვა 🙂

Posted by მოძრაობა KAR.GE on ხუთშაბათი, 08 ნოემბერი, 2018

 

ვესტუმრეთ საქართველოს საელჩოს სეულში

IFFE 2018-ში ჩვენი ჩართულობის მეტად მნიშვნელოვანი შედეგი მინდა გაგანდოთ. ასეთ სიახლეებს დიდი ზარზეიმით აანონსებენ ხოლმე,…

Posted by მოძრაობა KAR.GE on სამშაბათი, 30 ოქტომბერი, 2018

 

მადლობა ვის?

უღრმესი მადლობა IFFE 2018 ორგანიზატორებს, საქართველოს საელჩოს კორეის რესპუბლიკაში და პირადად ბნ. ელჩს – ოთარ ბერძენიშვილს, თითოეულ იმ კომპანიას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით ჩაერთო საერთაშორისო ექსპოში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს. განსაკუთრებული მადლობა Tbilisi-OKTA-ს წარმომადგენელს, ბნ. Kwang Bok Lee-ს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ქართული დელეგაცია ღირსეულად წარმოჩენილიყო IFFE 2017-ზე.

წელს IFFE 2018-ზე საქართველოდან 9 ადამიანი ჩავედით 🙂 უღრმესი მადლობა თითოეული მათგანს გაწეული ძალისხმევისთვის და…

Posted by მოძრაობა KAR.GE on შაბათი, 10 ნოემბერი, 2018

 

ფოტო გალერეა

 

შემაჯამებელი ვიდეო

 

2019 წლისთვის უკვე ვემზადებით …