ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

#ესპროდუქციაჩვენია – 2019 მაისის 1 თვიანი კამპანია: შედეგები

2019 წლის 1-31 მაისში მოძრაობა KAR.GE-მ ჩაატარა რიგით მეორე კამპანია #ესპროდუქციაჩვენია, რომელიც ქართული ნაწარმის და წარმოების სტატიების, ვიდეოების, პოსტერების და სათანადო აქტიურობის მეშვეობით პოპულარიზებას ისახავდა მიზნად. შედეგად ხარისხიანი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის მეშვეობით 1-1,5 მილიონამდე ადამიანთან მივიდა.

გთავაზობთ იმ 56 პოსტერს, რომელიც ჩვენი 56 პარტნიორი კომპანიისთვის კამპანიის ფარგლებში გავაკეთეთ (ორიგინალებისგან განსხვავებით ესენი ზომაშია შემცირებული).

არ ჩამოვყვებით თუ რა ეფექტი ჰქონდა ერთ თვიანი კამპანიის თითოეულ პოსტს. მხოლოდ პირველ დღეს დადებული 5 პოსტის შედეგს გიჩვენებთ (გაშალეთ სურათი და რიცხვებს დააკვირდით). თუ ამ სტატისტიკაში ერკვევით, მაშინ არ გაგიჭირდება წარმოიდგინოთ მასშტაბი. დანარჩენი შეგიძლიათ kar.ge-ზე და KAR.GE-ს FB გვერდზე ნახოთ.

თანდართული 5 სკრინი აღებულია 2 მაისს დილით, დაახლოებით 11:00. ანუ, 1 მაისს პოსტების დადება-გაზიარებიდან გასული იყო 11-12 საათი. ჯამში 5 პოსტით 12 საათში Facebook-ზე ხმა მივაწვდინეთ 45,000-მდე ადამიანს. 45,000 წვდომა 12 საათში ცუდია თუ კარგი? რა ღირს? რა დაჯდა? ვისაც ეს საკითხი ესმის, დამეთანხმება, რომ 100$ მაინც უნდა ამ ეფექტის მიღებას FB-ზე. მაისის ბოლოს კი ჩვენ დაავაყენეთ სისტემა, რომელიც ორჯერ მეტს წერს მინიმუმ.

და რაც მთავარია, დავიწყეთ და აღარ ვჩერდებით …