ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

KAR.GE ქართული ქარვასლა #2 – შეჯამება

2015 წლის 18-20 დეკემბერი
უკვე მეორე, ოღონდ ამჯერად სამდღიანი “გასროლა” მიზანში …
თან წინასაახალწლოდ …
ქართული ხარისხიანი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა …
და ეს ნამდვილად გვეამაყება!

 

რა? სად? როდის?
18-20 დეკემბერს სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში ხარისხიანი ქართული პროდუქტების სამ დღიანი წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვა – “KAR.GE ქართული ქარვასლა“ შედგა. მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით ეს უკვე მეორედ მოხდა, ამჯერად წინასაახალწლოდ. ორგანიზატორებმა მონაწილე კომპანიებთან ერთად არა მხოლოდ გასაყიდად წარმოადგენენ ქართული ხარისხიანი პროდუქტები, არამედ კარგი ღონისძიებათა ცეცხლიც დაანთეს. მოეწყო დეგუსტაციები და შედგა კარგი ქართული წინასაახალწლო დღესასწაული.

pressbanner

ღონისძიებას 3 კონკრეტული მიზანი ჰქონდა:
1. კიდევ ერთხელ აგორდა თემა, რომ ქართული ხარისხიანი ნაწარმი უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყიდოთ;
2. გავაკეთეთ კარგი ღონისძიება, რომელიც იქნება დასამახსოვრებელი ყოველი მონაწილისათვის;
3. გავაკეთეთ ბევრი დეგუსტაცია და შედგა გაყიდვების ნამდვილი ზეიმი;

 

მადლობა
KAR.GE ქართული ქარვასლა 12 ნოემბერს დაანონსდა და მას შემდეგ მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ. მადლობა პირველ რიგში სტუმრებს/მყიდველებს. ჩვენ მოვინდომეთ, მაგრამ თქვენ თქვენი მოსვლით დაგვაფასეთ. მადლობა პარტნიორებს მხარდაჭერისათვის. მადლობა მონაწილე კომპანიებს ჩვენთან ერთად გარჯისთვის და მადლობა მედია მხარდამჭერებს ჩვენს გვერდში დგომისათვის და ჩვენი გზავნილის გაჟღერებისათვის. ძალა ნამდვილად ერთობაშია!

 

პარტნიორები [3]
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია – http://gfa.ge
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია – http://employers.ge
სარეკლამო კომპანია პატიოარტი – http://patioart.ge

 

მედია მხარდამჭერები [22]
ტელეკომპანია მაესტრო – საქმიანი დილა
ტელეკომპანია იბერია – ბიზნეს კოდი
ტელეკომპანია ახალი საქართველო – საზოგადოებრივი არჩევანი
რადიო აფხაზეთის ხმა
რადიო დარდიმანდი
რადიო პოზიტივი
CBW.ge – Caucasus Business Week
ABW.ge – Ajara Business Week
ჟურნალი ექსკლუზივი
Business Georgia
Agrokavkaz.ge
Ibusiness.ge
Georgia24.ge
Ipress
Vitube.ge
Myvideo.ge, Tbilisi Color Fest
FB რაჭა
MyRest
Kulinaria.ge
Editori.ge
TV Starvision

 

მონაწილე კომპანიები [22]
AG მიკროელექტრონიკა
თექამიქსი
ნიკორა
ღვინის მარანი მანაველი
ქართული ჩიფსი Frixx
ბებოს ნობათი
ქართული წინდა
კომპანია BPC – ასკილის წვენი
ბადაგი
კოკლოზინას ბაქლავა
ქართული ყავა ჩერი
ნახევარფაბრიკატების საწარმო ჩვენებური
დელიკატო
საირმე
მედა ბრაითი
ქართული სიგარილა “RAMONA”
წყალტუბოს სიროფი
კარაქი „ნაგემი“
სს საქართველოს სათბურის კორპორაცია
ჩირკოლადი
ლიმონათი ხილიანი
ნეარტი

 

სურათების გალერეა

 

ღონისძიებები
შედგა მონაწილე კომპანიების პროდუქციის დეგუსტაციები, პრეზენტაციები და სხვა სადღესასწაულო აქტივობები. დაჯილდოვდა თითოეული მონაწილე კომპანია, მხარდამჭერი და მედია მხარდამჭერი. მონაწილე კომპანიებმა სტუმრებისთვის უამრავი საჩუქარი დაარიგეს. ეს იყო სრული წარმატება, რომელიც ქართული საქმის ყველა გულშემატკივარმა გაიზიარა.

 

როგორ გააშუქეს ჩვენი ღონისძიება ჩვენმა მედია მხარდამჭერებმა?
ამ საქმეში მონაწილე ყველა მხარის ინტერესია შედგეს დიდებული ღონისძიება. ეს კი მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად კომპანიებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება, რაც ჩვენი მედია მხარდამჭერების დამსახურებაა. ჩვენ არ ვპირდებით არცერთ კომპანიას, რომ ის მოხვდება ამა თუ იმ პირდაპირ ეთერში თუ სიუჟეტში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ სწორედ საამისოდ. სწორედ იმიტომ: 1) სადაც შესაძლებელი იყო სიუჟეტები გაკეთდა, 2) სადაც შესაძლებელი იყო პირდაპირ ეთერში პროდუქცია წავიღეთ, 3) სადაც შესაძლებელი იყო კომპანიის წარმომადგენელიც წავიყვანეთ, და 4) სადაც შესაძლებელი იყო “სრული პაკეტი” შევკარით. შედეგად, ჩვენ ყველას იმაზე მეტი გავუკეთეთ, ვიდრე დავპირდით. და ასეც გაგრძელდება მომავალში [ამ ფონზე KAR.GE-ზე რაც გავაკეთეთ ეს კიდეც ცალკე საქმეა, რომელიც არ ჩანს].

ტელევიზიები

2016-01-15 – ქართული წინდას რეპორტაჟი ბიზნეს კოდში 01:10-დან [მთლიანი გადაცემა]

 

2016-01-14 – სიგარილა რამონას რეპორტაჟი ბიზნეს კოდში 01:50-დან [მთლიანი გადაცემა]

 

2016-01-04 – ლიმონათი ხილიანის რეპორტაჟი ბიზნეს კოდში 04:30-დან [მთლიანი გადაცემა]

 

2015-12-25 – დიდი რეალური სივრცე ქართულ თემაზე. 14 კომპანიის პროდუქცია პირდაპირ ეთერში.
სტუმრები: გიორგი მიშელაძე – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე; მამუკა კვარაცხელია – სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე; მაია გაბულდანი – „ეუ-ჯორჯიას“ მკვლევარი; მარიამ ჯორჯაძე – ბიომეურნეობათა ასოციაციის “ელკანა” დირექტორი; ლევან დადიანი – “ოქსფამის” სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი; ლევან კალანდაძე – ეკონომისტი; ტარიელ ზივზივაძე – მოძრაობა “კარ.ჯი”; რატი კოჭლამაზაშვილი – ISET კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი; ზურა უჩუმბეგაშვილი – მეფრინველეობის ასოციაცია; ერეკლე გამყრელიძე – „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების“ გენერალური დირექტორი; სოსო მაზმიშვილი – კომპანია „ეიჯი ტელეკომის“ ფინანსური მენეჯერი; გიორგი კეპაშვილი – მეფუტკრეთა გილდიის დირექტორი; ედიშერ მამალაძე – „საქკაბელის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ლია ჩეკურიშვილი – კოოპერატივი ,,ალვანის“ თავმჯდომარე; იზოლდა ქიტესაშვილი – ფერმერი; გიორგი მჭედლიძე – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ნიქოზის“ დირექტორი; ხატია წილოსანი – სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.

 

2015-12-24 – ბიზნეს კოდში ასკილის წვენი, ბებოს ნობათი, ხილიანი, სათბური, სიროფის რეპორტაჟები [მთლიანი გადაცემა]

 

2015-12-22 – ასკილის წვენის შესახებ სიუჟეტი ბიზნეს კოდში

 

2015-12-21 – ბადაგი და ბებოს ნობათის შესახებ სიუჟეტი ბიზნეს კოდში

 

2015-12-18 – AG მიკროელექტრონიკსის [მიხეილ ღლონტი] ჩართვა რეალურ სივრცეში

 

2015-12-18 – პარტნიორების ინტერვიუ ეკონომეტრის სიუჟეტში

 

2015-12-18 – ბიზნეს კოდის სიუჟეშია ბაქლავა, თექამიქსი, ნეარტი

 

2015-12-18 – ბიზნეს კოდი. თექამიქსი და AG მიკროელექტრონიქსი პირდაპირ ეთერში. სიუჟეტშია ბაქლავა, თექამიქსი, ნეარტი

 

2015-12-17 – წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვის ანონსი ბიზნეს კოდში

 

2015-12-17 – საქმიანი დილა, მაესტრო. სტუმრად ტ. ზივზივაძე, ნ. საგინაშვილი, მ. გაბათაშვილი, ნ. გვანცელაძე

 

რადიო

2015-12-19 – საზოგადოებრივ რადიო. პირდაპირი ეთერი. მოძრაობა KAR.GE და დელიკატო

 

2015-12-17 – jako FM. აღმოაჩინე საქართველო

 

ვებ გამოცემები და ინტერნეტ მედია

 

 

შემაჯამებელი ვიდეო

 

წინ დიდი საქმეები გველოდება …

ძალა ერთობაშია!