1 ივლისიდან სახელმწიფო მთლიანად ცვლის აგრობიზნესის თანადაფინანსების წესებს.
ახალი პროგრამით ერთ პროექტზე 2,000,000 ₾-მდე (ზოგ შემთხვევაში მეტიც) აგროთანადაფინანსება შეგიძლიათ მიიღოთ.
მაგრამ …
ერთი შეცდომაც კი შეიძლება საბოლოოდ თანადაფინანსების დაკარგვად დაგიჯდეთ.
სანამ პროექტზე მუშაობას დაიწყებთ, ეს 3 ცვლილება აუცილებლად უნდა იცოდეთ:
აქამდე: დაფინანსების საკითხს ძირითადში წყვეტდა ბანკი.
ახლა: ჯერ სახელმწიფო “ფილტრი” უნდა გაიაროთ.
აქამდე: პროგრამის მხარდაჭერას თავიდანვე იღებდით.
ახლა: 100% თქვენს (ან სესხს) ფულს როცა დახარჯავთ და ბიზნესს გამართავთ, ამის შემდეგ შეიძლება მიიღოთ აგროთანადაფინანსება.
აქამდე: ბიზნეს გეგმა მეტწილად ფორმალობა იყო.
ახლა: ზოგ შემთხვევაში ბიზნეს გეგმა აუცილებელი მოთხოვნაა. ყველა სხვა ნაწილში ბიზნესის სწორად დაგეგმარება კრიტიკულად აუცილებელი ხდება.
აგროთანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობისთვის მარტო სურვილი არ კმარა. სერიოზული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგიწევთ.
თუმცა, ამ მომენტში 5 კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე ხართ:

1. პროექტს საერთოდ დამიფინანსებენ?
გადასაწყვეტია ისეთი რეალისტური პროექტი/თემა, რომელიც სახელმწიფოს ფილტრსაც გაივლის, საჭიროების შემთხვევაში საბანკო ფილტრსაც და ისე განხორციელებადია, როგორც დაიგეგმება.
არასწორი პროექტის არჩევა ყველაზე ძვირი შეცდომაა.
შედეგად:
🔴 ან ვერ გაივლით სახელმწიფო ფილტრს.
🔴 ან სახელმწიფო ფილტრს გაივლით, მაგრამ ბანკისას ვერა.
🔴 ან გაივლით, მაგრამ ვეღარ განახორციელებთ გეგმის მიხედვით, რის გამოც აგროთანადაფინანსება დაიკარგება.
🔴 და თუ ბანკის სესხი გექნებათ აღებული, ის 100% თქვენი ტვირთი გახდება.
მომწერეთ WhatsApp-ზე, პროექტს თავიდანვე შეგიფასებთ და გაჩვენებთ არის თუ არა რეალისტური!
🟩 ⬜ ⬜ ⬜ ⬜
2. ღირს კი საერთოდ ამ პროექტში ფულის ჩადება?
ალბათ უმთავრესი გადაწყვეტილებაა აქვს თუ არა აზრი ბიზნესში ასობით ათასის ან მილიონობით ლარის, და რეალურად 3+ წლის ინვესტირებას.
ამ დროს ყველაზე ძვირიანი შეცდომები დაგეგმვაში ხდება: საინვესტიციო ხარჯების არასწორი შეფასება, ბაზრის არასწორი შეფასება, არასწორი ფინანსური პროგნოზები და ა.შ.
შედეგად:
🔴 საინვესტიციო რესურსი თავიდანვე არ გეყოფათ.
🔴 საქმე გაგიჩერდებათ, დაკარგავთ დროს/ფულს.
🔴 საქმეს ვერ შეასრულებთ გეგმის მიხედვით, დაიკარგება აგროთანადაფინანსება.
🔴 ბოლოს აღმოაჩენთ, რომ ბიზნესი წამგებიანია.
ამიტომაც კრიტიკულია, რომ გათვლები იყოს რეალური, რაც ჩემი პასუხისმგებლობაა.
🟩 🟩 ⬜ ⬜ ⬜
3. შევძლებ ყველაფრის შესრულებას ისე, როგორც პროგრამა მოითხოვს?
აქ მთავარი გადაწყვეტილებაა ბიზნეს გეგმის მომზადება; თან ისე, რომ შესრულებადი იყოს თქვენი და თქვენი გუნდის მიერ; განსაკუთრებით იმ კომპონენტში, სადაც ბიზნეს გეგმა სავალდებულოა.
ეს “ხაფანგია”.
ყველაზე ძვირი შეცდომა აქ საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებული შეფასებაა.
შედეგად:
🔴 ვეღარ განახორციელებთ დაგეგმილს.
🔴 ვერ შეასრულებთ პროგრამის წინაშე აღებულ ვალდებულებებს.
🔴 შეიძლება პარტნიორის / ინვესტორის წინაშე აღებული ვალდებულებაც ვერ შეასრულოთ.
🔴 დაკარგავთ აგროთანადაფინანსებას.
პროექტი თქვენი და თქვენი გუნდის მიერ გაკეთებადი უნდა იყოს, და არა მხოლოდ დამტკიცებაზე გათვლილი.
🟩 🟩 🟩 ⬜ ⬜
4. ბიზნეს გეგმა სწორად მაქვს მომზადებული?
აქ მთავარი გადაწყვეტილებაა ბიზნეს გეგმა პროფესიონალის დახმარებით გააკეთოთ, თუ მისი მომზადება თავად სცადოთ.
ყველაზე ძვირიანი შეცდომა კი არის – ან ბიზნეს გეგმა საერთოდ არ გააკეთოთ, ან ჩათვალოთ, რომ თავადაც შეგიძლიათ დაწერა (იმ შაბლონით, რომელიც გამოქვეყნებული აქვს სააგენტოს).
შედეგად:
🔴 გექნებათ არასწორად მომზადებული ბიზნეს გეგმა ან არ გექნებათ საერთოდ.
🔴 სახელმწიფო ფილტრსაც კი ვერ გაივლით.
🔴 პარტნიორებს / ინვესტორებს ვერ დაარწმუნებთ.
🔴 მოგიწევთ პროცესის თავიდან დაწყება.
ეს დასაწყისში.
ბოლოში კი:
🔴 აუდიტი შეაფასებს თქვენს შედეგებს და შეადარებს მას თავდაპირველ ბიზნეს გეგმას.
🔴 აღმოაჩენს აცდენას და დაიკარგება აგროთანადაფინანსება.
ამიტომ საჭიროა, რომ ბიზნეს გეგმა მოამზადოთ ნებისმიერ შემთხვევაში და ეს საქმე პროფესიონალმა გააკეთოს, რომელიც დაგეგმავს სწორად, და თან ისე, რომ თქვენს მიერ იყოს შესრულებადი.
🟩 🟩 🟩 🟩 ⬜
5. ხომ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გავითვალისწინე?
შეგიძლიათ თუ არა ასიათასობით და მილიონობით ლარი მშვიდად ჩადოთ საქმეში, სადაც ყველა რისკი თქვენზეა?
დიახ, ამ ახალი პროგრამით ბანკისთვის პრინციპული არაფერი იცვლება; სახელმწიფო მხოლოდ შედეგში იხდის.
და ვინ რისკავს ყველაზე მეტს?
თქვენ!
და ყველაზე მთავარი შეცდომაა იფიქროთ რომ ყველაფერი გაითვალისწინეთ და სადმე საბედისწერო შეცდომას არ უშვებთ.
შედეგად:
🔴 დაგეგმვაში დაშვებული იქნება კრიტიკული შეცდომები.
🔴 შეცდომებს აღმოაჩენთ მაშინ, როცა გამოსწორება უკვე გვიანაა.
🔴 გვერდით მრჩეველიც კი არ გეყოლებათ, ვინც შეკითხვაზე კომპეტენტურ პასუხს გაგცემთ.
მზად ხართ ასიათასები და მილიონებიც კი დაკარგოთ “რაღაც წვრილმანის” გაუთვალისწინებლობის გამო?
ერთი სწორი გადაწყვეტილება ხშირად ბევრად მეტს ზოგავს, ვიდრე მისი მიღება გიჯდებათ.
🟩 🟩 🟩 🟩 🟩
როგორ დაგეხმარებით მე – ტარიელ ზივზივაძე?
✅ შეგიფასებთ თქვენს პროექტს/თემას.
✅ აგიხსნით როგორ მიიღოთ აგროთანადაფინანსება თქვენს შემთხვევაში.
✅ დაგანახებთ რეალურ რისკებს.
✅ მოგიმზადებთ პროფესიონალურ ბიზნეს გეგმას.
✅ გიჩვენებთ სწორ და უმოკლეს გზას შედეგამდე.
✅ და თქვენს გვერდით ვიქნები კომპეტენტური მრჩეველი.
მომსახურების ღირებულება:
3,000 – 5,000 ₾ + დღგ
4,000 – 6,000 ₾ + დღგ (გადამამუშავებელი წარმოების შემთხვევაში)
(სირთულის მიხედვით)
📲 მომწერეთ WhatsApp-ზე და 5 წუთში გეტყვით:
✅ რამდენად რეალისტურია თქვენი პროექტი.
✅ რა რისკებია თქვენს წინაშე.
✅ რა არის თქვენი შემდეგი სწორი ნაბიჯი.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც რეალურად სოფლის განვითარების სააგენტოს რამდენიმე ძველი პროგრამა საერთო ქუდის ქვეშ ახალი პირობებით გააერთიანა.
მისი მიზანია აგრობიზნესის თანადაფინანსება – პირველადი წარმოება, შენახვა და გადამუშავება.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.
სამი მთავარი ცვლილებაა:
- აქამდე: დაფინანსების საკითხს ძირითადში წყვეტდა ბანკი.
- ახლა: ჯერ სახელმწიფო “ფილტრი” უნდა გაიაროთ.
- აქამდე: პროგრამის მხარდაჭერას თავიდანვე იღებდით.
- ახლა: 100% თქვენს (ან სესხს) ფულს როცა დახარჯავთ და ბიზნესს გამართავთ, ამის შემდეგ იღებთ თანადაფინანსებას.
- აქამდე: ბიზნეს გეგმა მეტწილად ფორმალობა იყო.
- ახლა: ზოგ შემთხვევაში ბიზნეს გეგმა აუცილებელი მოთხოვნაა. ყველა სხვა ნაწილში ბიზნესის სწორად დაგეგმარება კრიტიკულად აუცილებელი ხდება.
- 1.
- 2
- 3
ეს ნიშნავს, რომ სწორად დაგეგმვასა და შესრულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
პროგრამა განკუთვნილია ფერმერებისა და აგრობიზნესებისთვის, რომლებიც გეგმავენ ინვესტიციას შემდეგი მიმართულებებით:
- მრავალწლოვანი კულტურების გაშენება.
- სასათბურე მეურნეობები.
- მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმები.
- გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოები.
- მეფუტკრეობა.
- აკვაკულტურა და მარიკულტურა.
- სასაკლაოების მოწყობა და მოდერნიზაცია.
- პროგრამით განსაზღვრული სხვა მიმართულებები.
ბიზნეს გეგმა მოითხოვება მაგალითად გადამამუშავებელი წარმოების კომპონენტში. სხვა შემთხვევაში ფორმალურად არ მოითხოვება, მაგრამ იმდენად დიდი რისკია, რომ ბოლოში ვერ მიიღოთ თანადაფინანსება, გარისკვაც კი არ ღირს თუ თავიდანვე არ გაიაზრეთ პროცესები სწორად.
ანუ, დიახ – რეალურად აუცილებელია. ბიზნეს გეგმა წარმოადგენს იმ საკვანძო დოკუმენტს, რომელიც არის საფუძველი რომ პროექტი გეგმის მიხედვით განახორციელოთ. სახელმწიფო ჯერ აფასებს პროექტს და იღებს გადაწყვეტილებას; შემდეგ კი განხორციელების შედეგს დაგეგმილს შეადარებს და ასე წყვეტს მოგეცეთ თუ არა აგროთანადაფინანსება სულ ბოლოს, როცა 100% ფული გექნებათ დახარჯული.
1 ივლისიდან ბიზნეს გეგმა:
- აგრო მეწარმის მიერ ამოდენა რისკზე წასვლის მთავარი დამზღვევი ხდება. რამე რომ “ისე არ წავიდეს”, აგროთანადაფინანსებას დაკარგავთ.
- შეფასების მთავარი დოკუმენტია სახელმწიფოსთვის, პარტნიორებისთვის, ინვესტორებისთვის, ბანკისთვის.
- განსაზღვრავს როგორ უნდა განხორციელდეს პროექტი.
- შესრულების საფუძველზე წყდება მიიღებთ თუ არა თანადაფინანსებას. ამიტომ თავიდანვე გააზრება აუცილებელია, რომ შემდგომში ძვირი არ დაგიჯდეთ.
‘Pay-for-results’ პრინციპი ნიშნავს, რომ სახელმწიფო თანადაფინანსებას მხოლოდ მას შემდეგ მოგცემთ, რაც პროექტს ბიზნეს გეგმის შესაბამისად შეასრულებთ.
თუ განხორციელებული პროექტი განსხვავდება ბიზნეს გეგმაში დაგეგმილისგან, აგროთანადაფინანსებას ვერ მიიღებთ. დაგეგმილი პროექტებიც კი ხშირად ცვლილებებით ხორციელდება. დაუგეგმავი რა იქნება თავად წარმოიდგინეთ.
ანუ, სახელმწიფო არ აფინანსებს დაპირებას – აფინანსებს შედეგს
უშუალოდ თანადაფინანსების მისაღებად, მას შემდეგ რაც პროექტს 100% განახორციელებთ და ინვესტიციას სრულად გააკეთებთ, საჭირო იქნება განაცხადის წარდგენა.
სახელმწიფოსთვის – ნაკლები წარუმატებელი პროექტი და მეტი კონტროლი. სახელმწიფო ყველაზე მეტს იგებს.
ბანკებისთვის – ნაკლები გაურკვევლობა სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით. თუმცა დიდად მათთვის არაფერი იცვლება.
აგრო ბიზნესისთვის – მნიშვნელოვნად იზრდება რისკები და პასუხისმგებლობა, რადგან შეცდომის ფასი შეიძლება საბედისწეროც კი აღმოჩნდეს და ბიზნესმა თანადაფინანსება ვერ მიიღოს.
WhatsApp ღილაკს ხომ ხედავთ?.
დააწკაპუნეთ, მომწერეთ, დამირეკეთ და 5 წუთში გავარკვევთ:
- ✅ რამდენად რეალისტურია თქვენი პროექტი.
- ✅ რა რისკებია თქვენს წინაშე.
- ✅ და რა არის თქვენი შემდეგი სწორი ნაბიჯი.
და შევუდგეთ საქმეს.
KAR.GE