ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

Facebook იწყებს 100 მლნ USD მცირე გრანტების პროგრამას 30+ ქვეყანაში 30,000-მდე COVID-19 დაზარალებული მცირე ბიზნესებისთვის

Facebook იწყებს 100 მლნ USD მცირე გრანტების პროგრამას 30+ ქვეყანაში 30,000-მდე COVID-19 დაზარალებული მცირე ბიზნესებისთვის. აქვე “დაგამშვიდებთ”: საქართველოს არ შედის იმ 30+ ქვეყანაში. მაშ რატომ ვარეკლამებთ? ეს შეიძლება იყოს შესაძლებლობა ქართველების იმ მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც ამ 30+ ქვეყანაში არიან. როგორც აღწერაში წერია ეს გრანტი იქნება ქეშისა და სარეკლამო პაკეტის კომბინაცია. ეწვიეთ ამ ბმულს, See Available Location-ით გადადით სათანადო ქვეყნის გვერდზე …

განაგრძე კითხვა »

მთავრობამ მერძევეობის ახალი პროგრამა 21-ში დაიწყო, მაგრამ 22-ში საიტიდან გააქრო

21 აპრილს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. მთელი მასალები შევისწავლე და მოკლე სტატიაც კი დავწერე ამ თემაზე გუშინვე. პროგრამა ითვალისწინებდა მერძევეობის მიმართულებით თანადაფინანსებას. როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას. დასაშვები იყო მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება. დღეს კი, 22 აპრილს ჰოი საოცრებავ … მთელი მასალები ARDA-ს საიტიდან გამქრალია. ტექნიკური გაუმართაობის გამო ავიღეთო …

განაგრძე კითხვა »

რა უნდა ქნა როცა მოსავალს ვერ ყიდი, გილპება, და თან გშია? რატომ “იფეთქა” მარნეულმა?

მარნეულში ფერმერების “აფეთქებას” და მათ მიერ გზის გადაკეტვას აქვს მარტივი ახსნა: 1. მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან ჩაკეტილია კატანტინიდან გამომდინარე და 12 ბლოკპოსტის საშუალებით მიმდინარეობს ყველა შემსვლელ-გამომსვლელის მკაცრი კონტროლი 2. 6 აპრილიდან საქართველოში აგრარული ბაზრების დაკეტვა მარნეულელი ფერმერებისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, ვინაიდან მათი ნაწარმი ძირითადში სწორედ აგრარულ ბაზრებზე იყიდებოდა 3. სადისტრიბუციო მანქანებით კი გამოჰქონდა პროდუქცია, მაგრამ ბაზრების გაჩერებამ მოთხოვნა ძალიან დააგდო, …

განაგრძე კითხვა »

ეს 2 სასწრაფო ცვლილებაა საჭირო ეკონომიკის საკითხებზე მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიაში

დღეს ბრძოლა ორ ფრონტზე წარმოებს!ორივე ბრძოლაში გადამწყვეტია კომუნიკაცია! დააკვირდით როგორ მუშაობს პანდემიის საკითხებზე კომუნიკაციის სისტემა კომუნიკაციის “ფრონტის ხაზზე” არიან საქმის პროფესიონალები: გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია, რატიანი და ა.შ.. სწორედ ისინი გვიხსნიან იმას, რისი პროფესიონალებიც თავად არიან და მთელი სათქმელის 95% ისინი ამბობენჩვენი ექიმები საზოგადოებას უკიდურეს წვრილმანებამდე ყველაფერს უხსნიან და ხშირ შემთხვევაში ვიზუალურ ელემენტებსაც შესანიშნავად იყენებენ (პალატების, ექიმების ვიდეო/ფოტო მასალები პრობლემის …

განაგრძე კითხვა »

რატომ “გაიჭედა“ მთავრობა ბიზნესების შემოწმებაში? იდეების კონკურსი დაიწყო

ქვემორე ტექსტი რამდენიმე დღის წინ დავწერე ჩემთვის, არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად. ამის საფუძველზე უკვე წარვადგინე პრობლემის მოგვარების გეგმაც მთავრობის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში. ვაზიარებ მათთვის, ვისაც აინტერესებს. მსოფლიო გამოწვევა: დღეს მსოფლიოში ახალი მოთხოვნაა ბიზნესის წინაშე: საქონლისა და მომსახურების მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებს ახალი განზომილება დაემატა – ინფექციური უსაფრთხოებაპანდემიის პიკში ბევრ ქვეყანაში დაიხურა ბიზნესები. როცა მათი გახსნის დრო მოვა, გახსნილმა ბიზნესმა ახალი მოთხოვნები …

განაგრძე კითხვა »

STOP COVID აპლიკაცია – ფუჭი უსაფრთხოების იმედი! საფუძვლიანი კრიტიკა

პრობლემა საქართველოს მთავრობის მიერ ავსტრიული ვერსიიდან ადაპტირებული STOP COVID აპლიკაცია დადებიდან 2 საათში 60,000+ ადამიანმა უკვე ჩამოტვირთა და ჩამოტვირთვების რაოდენობა ახლაც იზრდება. ათობით ათას ადამიანს ჰგონია, რომ ეს აპლიკაცია შეატყობინებს როგორც კი კოვიდ ინფიცირებულთან სიახლოვეში აღმოჩნდება. ყველა ცდება! სწორედ ამიტომ ვწერ ამ სტატიას. დავიწყოთ შესავლით მთავრობამ დღეს დიდი სიხარულით გვახარა STOP COVID აპლიკაციის გაშვება, რომლის მიზანი Covid-19-ის 1) ადრეული გამოვლენა …

განაგრძე კითხვა »

მწარე სიმართლე: რას გვიმალავენ 150 ლარიანი და 3,447 მლრდ USD-იანი დაპირებების მიღმა?

150 ლარიანი დახმარების თემას რაც შეეხება: გუშინ აი აქ გამოჩნდა პირველად, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარით დაეხმაროსო. ეს IMF-ის საიტია, რომელიც ყველა ქვეყანაში მთავრობების მიერ გაკეთებულ ქმედებებს ერთ ადგილას უყრის თავს ანალიტიკური მიზნებისთვის და მუდმივ რეჟიმში ახლდება. მართლა თუ გგონიათ, რომ იქ რამე ტექსტი (ძველი თუ ახალი) ჩვენი მთავრობის ნებართვის გარეშე მოხვდა, მაშინ “ბარაქალა თქვენს მიხვედრილიობას”…დარწმუნებული …

განაგრძე კითხვა »

შიმშილის “თამაშები”: რატომ ვერ დებს მთავრობა ეკონომიკურ გეგმას?

ორ ომში ვართ: ერთი სამედიცინო, მეორე ეკონომიკურში. პირველს პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს. აქ აუგს ვერ ვიტყვი მთავრობის და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის გამო (ჯერჯერობით). ეკონომიკის ფრონტზე კი კატასტროფული ჩავარდნაა! დღეს, 13 აპრილს, 1 თვე გავიდა 13 მარტს მთავრობის მიერ ეკონომიკის მხარდამჭერი 6 სასწრაფო ნაბიჯის დაანონსების დღიდან, თუმცა არც კრიზისული და არც პოსტკრიზისული გეგმა დღემდე არ არის დადებული. ყველაზე ცუდი კი ისააა, …

განაგრძე კითხვა »

გასკდა მთავრობის აფიორა, ტყუილები და უჭკუობა: პირბადეების წარმოება შეწყვიტეს და ჩინეთში შეუკვეთეს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონი პირბადე უნდა შეიძინოს. თან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პირიდან გავრცელდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ კომპანია შპს “ქართულ ტექსტილთან” 500 ათასი პირბადის 570 ათას ლარად შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 26 მარტს დადო, მოგვიანებით კი მოთხოვნილი ოდენობა შეამცირა და 500 ათასი პირბადის ნაცვლად 100 ათასი პირბადის 114 ათას ლარად შესყიდვა …

განაგრძე კითხვა »

კორონავირუსი საქართველოში 75,000-100.000-მდე ადამიანს შეიწირავს. კორონომიკა … უფრო მეტს?

? ? კორონავირუსის რეალური საფრთხე: დღევანდელი (ბზობა) დღის ხალხმრავლობები კონკრეტულ შედეგს დადებენ 2 კვირის შემდეგ (აპრილის ბოლოს). ცხადია ვგულისხმობ ეპიდემიის აფეთქებას. მასშტაბი იქნება ძალიან სერიოზული19-20 აპრილის სააღმდგომო ხალხმრავლობები კი თავის სავალალო შედეგებს დადებენ მაისის დასაწყისში. ოფიციალურმა რიცხვებმა არ მოგატყუონ, აღრიცხვა/ტესტირება უბრალოდ ვერ დაეწევა ინფექციის გავრცელების ტემპსმაისის პირველ რიცხვებში მოხდება ეპიდემიის აფეთქება, რაც პიკისკენ გაგვაქანებს მაისის შუა რიცხვებში და ამ დროს …

განაგრძე კითხვა »