ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

STOP COVID აპლიკაცია – ფუჭი უსაფრთხოების იმედი! საფუძვლიანი კრიტიკა

პრობლემა

საქართველოს მთავრობის მიერ ავსტრიული ვერსიიდან ადაპტირებული STOP COVID აპლიკაცია დადებიდან 2 საათში 60,000+ ადამიანმა უკვე ჩამოტვირთა და ჩამოტვირთვების რაოდენობა ახლაც იზრდება. ათობით ათას ადამიანს ჰგონია, რომ ეს აპლიკაცია შეატყობინებს როგორც კი კოვიდ ინფიცირებულთან სიახლოვეში აღმოჩნდება. ყველა ცდება! სწორედ ამიტომ ვწერ ამ სტატიას.

დავიწყოთ შესავლით

მთავრობამ დღეს დიდი სიხარულით გვახარა STOP COVID აპლიკაციის გაშვება, რომლის მიზანი Covid-19-ის 1) ადრეული გამოვლენა და 2) პრევენციაა. აპლიკაცია მეც ( ტარიელ ზივზივაძე ) ჩამოვტვირთე და დავაყენე. ოღონდ ასევე გავაკეთე ცოტა უფრო მეტი:

  1. შევისწავლე მთელი დოკუმენტაცია, რომელიც აპლიკაციაშია
  2. შევისწავლე აპლიკაციის ხდკ – ხშირად დასმული შეკითხვების ფაილი
  3. შევისწავლე კვალიფიციური პროგრამისტის მიერ დაწერილი ტექნიკური მიმოხილვა (კოდის), რომელიც მან medium-ზე დაწერა და შემდეგ FB-ზე დააკოპირა (ეს საეჭვოდ წაშალა ერთ საათში)
  4. ვნახე უამრავი გაზიარებული აღტკინება + სტატია + FB პოსტი ამ თემაზე (ეჭვებიც მათ შორის)

დასკვნა: ეს აპლიკაცია თავისი ორი მიზნიდან [ინფექციის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა] პირველს ნაწილობრივ, ისიც ბევრი “თუ”-ს დაკმაყოფილების შემთხვევაში შეასრულებს, მეორეს კი ვერანაირად!

თანმიმდევრულად მივუყვეთ …

ჯერ გავარკვიოთ როგორ მიცავს:

თუ მე მაგალითად სმარტფონში ჩართული აპლიკაციით ვმოძრაობ ქალაქში, აპლიკაცია “იმახსოვრებს” კონტაქტებს, ვისთანაც “ვიკვეთები” (ოღონდ მათაც დაინსტალირებული დაა ჩართული უნდა ჰქონდეთ ეს აპი სმარტფონში).

აპლიკაციაში ინახება ბოლო 5 დღის “კონტაქტები” მხოლოდ. თუ “კვეთიდან” 5 დღის ვადაში ამ კონტაქტს დაუფიქსირდა კოვიდი, მას თავისი ნებით (ვერავინ აიძულებს) შეუძლია შეიყვანოს თავისი მონაცემი თავისი ტელეფონის თავისივე აპლიკაციაში რომ დაინფიცირდა და მე (და სხვებს, ვისთანაც კონტაქტში იყო) მომივა შეტყობინება.

ასე მე დავასკვნი, რომ თურმე ბოლო 5 დღის განმავლობაში ვინმე ისეთთან მქონია კონტაქტი (ამაზე ქვემოთ), ვინც დაინფიცირდა (ოღონდ ეს ჩემთან კონტაქტამდე იყო თუ მერე მაინც გაურკვეველია). მერე რას ვიზამ ეს ცალკე თემააა …

მცირე პრობლემები:

  1. ადამიანს თუ არა აქვს სმარტფონი, იგი მოკვეთილია სისტემიდან. რამდენია ასეთი საქართველოში? ბევრი!
  2. ადამიანმა თუ გამორთო ლოკაციაზე წვდომის სერვისი ან ბლუთუსი ან მიკროფონი, ის 100% დამალულია სისტემისგან
  3. ადამიანმა თუ საერთოდ გამორთო ტელეფონი (ან დარჩა და ისე გავიდა სახლიდან), ის 100% დამალულია სისტემისგან
  4. ადამიანმა თუ წაშალა აპლიკაცია, ის 100% დამალულია სისტემისგან
  5. ადამიანმა თუ არ შეიყვანა, რომ კოვიდ ინფიცირებულია, ვერავინ გაიგებს. ვინ დაავალდებულებს მას ეს გააკეთოს? რეალურად ვერავინ! მხოლოდ მისი შეგნება
  6. ბლუთუსის მუდმივად ჩართვა მალე ცლის ბატარეას და გზაში ეს პრობლემაა ბევრ ტელეფონზე.
  7. სახლის wifi-ზე არ მუშაობს, მხოლოდ მობილური ოპერატორის ინტერნეტით მუშაობს. კი, გზაში მაინც მობილური ოპერატორის ინტერნეტზე ვარ, მაგრამ დავუშვათ და გამომელია? დავუშვათ და შენობაში ვარ მარკეტში და გადაიყვანე ადგილობრივ wifi-ზე? არ უნდა მუშაობდეს?

ახლა სერიოზული პრობლემები:

  1. აპლიკაცია მყისიერად არ გატყობინებს ხარ თუ არა კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტში იმ მომენტში. როცა მაგალითად დგახარ მარკეტის რიგში, შენს გვერდით ვინც დგას არის თუ არა ინვიცირებული ვერ გებულობ. ამას მხოლოდ “მერე” იგებ (მაქსიმუმ 5 დღემდე ვადაში), რომ თურმე კონტაქტში იყავი “ვიღაცასთან”, რომელსაც ვინაა ვერც კი ამოიცნობ რომ გინდოდეს, ვინაიდან ინფორმაცია არაა შენთვის ხელმისაწვდომი (კოდირებულია). მაშ, ვინ ამოიცნობს? შესაბამისი ორგანოები … თუ საერთოდ ჰქონდა იმ ადამიანს ტელეფონი, თუ იმ ტელეფონში გაშვებული იყო ეს აპი, თუ იმ ადამიანს დაემართა კოვიდი, თუ იმ ადამიანმა შეიყვანა აპში მისი ინფიცირების ინფორმაცია და ა.შ.

ახლა დააკვირდით …

  1. პირთან 10 წუთი მაინც 2 მეტრზე ნაკლებ მანძილზე უნდა ვიყოფებოდე, რომ აპლიკაციამ კონტაქტი “აიღოს”. ადამიანს კარფურის რიგში ტუჩებში რომ კოცნიდე 9 წუთი და მეათე წუთზე 3 მეტრით მოცილდე, აპლიკაცია ვერც კი აიდენტიფიცირებს ამ ურთიერთობას და არ შეინახავს მას (ასე უწერიათ ხდკ-ში. ნახხეთ სკრინი). ა.გ. რეალური კონტაქტების 95%-ს ვერც კი “აიღებს” ეს აპლიკაცია! ვინაიდან მე ამ აპლიკაციით ვერანაირად ვერ ავიცილებ თავიდან ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს, სწორედ ამიტომ ეს აპლიკაცია კოვიდის პრევენციას ვერანაირად მოახდენს ჩემთვის. ადრეულ გამოვლენას კი ბატონო (5 დღემდე ვადაში).
  2. აპლიკაცია ადამიანების “კვეთა”-ში არ ითვალისწინებთ ფიზიკურ ფაქტორს, როცა მე მაგალითად ვზივარ იმ სკამზე და ხელი მიდევს მაგიდაზე, რომელზედაც 2 საათის წინ კოვიდ ინფიცირრებული ადამიანის იჯდა. ხომ არის შანსი, რომ მე გადამედოს მის მიერ სკამზე და/ან მაგიდაზე დატოვებული ინფექცია? ეს ფუნდამენტური მინუსია!
  3. აპლიკაციის გამომშვებმა, ანუ მთავრობამ, იცის ვინ ვარ, სად ვარ, და შეუძლია მომისმინოს (აუდიოზე წვდომა აქვთ). ეს უკვე არის თვალთვალი (არ მითხრათ ახლა ისედაც გვითვალთვალებენო). მომავალში კიდევ შეიძლება დაემატოს სხვა ბევრი თვალთვალის ფუნქცია. თუმცა ეს ფუნქცია ამ მომენტში ჩავთვალოთ არაა მთავარი.

რომ შევაჯამოთ

აპლიკაცია წავშალე ტელეფონიდან!

გაუმარჯოს დისტანცირებას, ჰიგიენას, წესიერ პირბადეს და საღ აზრს!!!