ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მთავრობამ მერძევეობის ახალი პროგრამა 21-ში დაიწყო, მაგრამ 22-ში საიტიდან გააქრო

21 აპრილს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. მთელი მასალები შევისწავლე და მოკლე სტატიაც კი დავწერე ამ თემაზე გუშინვე.

პროგრამა ითვალისწინებდა მერძევეობის მიმართულებით თანადაფინანსებას. როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას. დასაშვები იყო მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება.

დღეს კი, 22 აპრილს ჰოი საოცრებავ … მთელი მასალები ARDA-ს საიტიდან გამქრალია. ტექნიკური გაუმართაობის გამო ავიღეთო განმარტეს. არადა მშვენივრად დალაგებული და გაშარაშინებული პროგრამა იდვა საიტზე.

მოდით ჩემეულ ახსნას შემოგთავაზებთ …

24-ში აქვთ დიდი დღე – ეკონომიკური გეგმების გამოქვეყნების დღე და პიარ მოსაზრებების გამო გადაწყვიტეს გადადება. ეროვნული წარმოების დახმარების ახალი პროგრამა სათანადოდ ხომ უნდა შეფუთონ? არადა ტიპიური საბჭოური აზროვნების ნაჟური პროგრამაა (ამ შეფასებას უფრო ვრცლად პროგრამის გამოქვეყნების შემდეგ მოგახსენებთ)

მთავრობა, გენაცვალე თანმიმდევრულობაში!

ასე გინდათ თქვენ ეკონომიკას მიხედოთ?