ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რა უნდა ქნა როცა მოსავალს ვერ ყიდი, გილპება, და თან გშია? რატომ “იფეთქა” მარნეულმა?

მარნეულში ფერმერების “აფეთქებას” და მათ მიერ გზის გადაკეტვას აქვს მარტივი ახსნა:

1. მარნეულის მუნიციპალიტეტი 23 მარტიდან ჩაკეტილია კატანტინიდან გამომდინარე და 12 ბლოკპოსტის საშუალებით მიმდინარეობს ყველა შემსვლელ-გამომსვლელის მკაცრი კონტროლი

2. 6 აპრილიდან საქართველოში აგრარული ბაზრების დაკეტვა მარნეულელი ფერმერებისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, ვინაიდან მათი ნაწარმი ძირითადში სწორედ აგრარულ ბაზრებზე იყიდებოდა

3. სადისტრიბუციო მანქანებით კი გამოჰქონდა პროდუქცია, მაგრამ ბაზრების გაჩერებამ მოთხოვნა ძალიან დააგდო, ბევრმა ვერ გაყიდა ნაწარმი და დაგროვდა ეს ნაწარმი

4. აპრილის მეორე ნახევარში მოსავლის აღება ბევრ კულტურაზე დაიწყო. მოაწვა კიტრი, ტარხუნა, მწვანილი და ა.შ.. ამას გამოიწვია ჯერ გასაყიდად დაგროვილი პროდუქციის რაოდენობის ზრდა, შემდეგ ლპობა, ხალხმა გადაყრაც კი დაიწყო

ქვემო ქართლი …
მუდამ რომ მთავრობის მხარს იჭერენ არჩევნების დროს …
დღეს “აფეთქდა” …
წინ კი მაისია …
საქართველოს ყველა რეგიონში მოსავლიანობა მოიმატებს … ლაგოდეხი გაჟღერდა უკვე

გამოსავალი რა არის?

მოწესრიგებული აგრარული ბაზრების გახსნა მთელი საქართველოს მასშტაბით უსწრაფესად!