ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ეს 2 სასწრაფო ცვლილებაა საჭირო ეკონომიკის საკითხებზე მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიაში

დღეს ბრძოლა ორ ფრონტზე წარმოებს!
ორივე ბრძოლაში გადამწყვეტია კომუნიკაცია!

დააკვირდით როგორ მუშაობს პანდემიის საკითხებზე კომუნიკაციის სისტემა

  1. კომუნიკაციის “ფრონტის ხაზზე” არიან საქმის პროფესიონალები: გამყრელიძე, იმნაძე, ცერცვაძე, ეზუგბაია, რატიანი და ა.შ.. სწორედ ისინი გვიხსნიან იმას, რისი პროფესიონალებიც თავად არიან და მთელი სათქმელის 95% ისინი ამბობენ
  2. ჩვენი ექიმები საზოგადოებას უკიდურეს წვრილმანებამდე ყველაფერს უხსნიან და ხშირ შემთხვევაში ვიზუალურ ელემენტებსაც შესანიშნავად იყენებენ (პალატების, ექიმების ვიდეო/ფოტო მასალები პრობლემის ვიზუალიზაციაში კარგად გამოიყენება და ა.შ.). ისინი პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარებსაც კი იხილავენ, რაც ხალხს გარკვეულ მოლოდინებსაც უჩენს. ცალსახად ითქმება რომ რაც ხდება დღეს, რიცხვებში აისახება 2 კვირაში
  3. როცა პროფესიონალი გიხსნის და ვიზუალურადაც ხედავ კიდეც პრობლემას რიცხვებში, ვიდეოებში და ფოტოებში, უფრო გებულობ საქმის ვითარებას. შედეგად საზოგადოება ინფორმირებულია და ადამიანების დაყოლიება შედარებით ადვილია რამე კონკრეტულ პრევენციულ ღონისძიებაზე (ჰიგიენა, #დარჩისახლში და ა.შ.)
  4. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექიმები არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსებიც ჩანან (გახარია, ტიკარაძე), მაგრამ მათზე სათქმელის მეტად მცირე ნაწილი მოდის და მათი მთავარი ამოცანა “ფრონტის ხაზის” მხარდაჭერაა
  5. ექიმებს – პროფესიონალებს ხალხის უმრავლესობა ენდობა! პოლიკოსებს არა! სწორედ მოსაუბრე ექიმი პროფესიონალების მიმართ ხალხის ნდობის გამო მუშაობს კომუნიკაციის ეს სისტემა! შედეგად, საფრთხე გააზრებულია, შიში მეტწილად დაძლეულია, მომავალი ასე თუ ისე პროგნოზირებადია, და შედეგიც სახეზეა!

ახლა დააკვირდით როგორ მუშაობს ეკონომიკის საკითხებზე კომუნიკაციის სისტემა

  1. კომუნიკაციის “ფრონტის ხაზზე” არიან მხოლოდ პოლიტიკოსები: პრემიერ მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი. მთელი სათქმელის 100% ესენი იძახიან. იშვიათ შემთხვევაში ჩნდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ის პროფესიონალია, მაგრამ პოლიტიკოსიც ფაქტობრივად.
  2. ვერცერთი ეს ადამიანი ვერ გვაძლევს რაიმე გეგმასაც კი. მაქსიმუმ საუბრობენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაზედაც იმ მომენტში არიან კონცენტრირებული. მარტის დასაწყისიდან დღემდე არც ანტი კრიზისული და არც პოსტკრიზირული გეგმა არ არის შემუშავებული. და ვერ გვეუბნებიან ვერანაირ გრძელვადიან პროგნოზს. მხოლოდ დღეს, ბრიფინგისას ითქვა, რომ გეგმებს წარმოადგენენ 24 აპრილს
  3. ცუდია, რომ “საიდუმლოდ” მუშაობენ კონკრეტულ ინიციატივებზე, რომელთა შესახებაც აჟღერებენ გვიან და ისეთ დროს, როცა “სუფრა უკვე გაშლილია” (ანუ ვერ ჩაერთვება ვერავინ სურვილიც რომ ჰქონდეს). იშვიათი გამონათება იყო ჰაკათონის გაკეთება ინოვაციურ იდეებთან დაკავშირებით. მსგავსი შემთხვეევაა როცაა უკვე გაიჭედნენ საწარმოების შემოწმების ნაწილში, მერე გამოაცხადეს იდეების მოზიდვის კონკურსი (პროცესშია)
  4. სერიოზული პრობლემა: ეკონომიკის თემები ადვილად გასაგები არაა. როცა პაციენტს რეანიმაციაში ხედავ და ყვირილის ხმა გესმის, უკვე ხვდები რომ პრობლემაა. მაგრამ ეკონომიკის “ყვირილი” არ ისმის თუ ლარის კურსის თამაშს არ ჩავთვლით (საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე – 22 მაისამდე ვერც იმ ტაბლოს ვნახავთ). ეკონომიკის პულსს ვგრძნობთ მხოლოდ მშიერი ადამიანებით, საშვმიუღებელი გაჭედილი ბიზნესით, ფერმერების ფამპალი პროდუქტების გორებით, გაჭედილი ეკონომიკით, რომლის ხმა დღეს გადაფარულია სამედიცინო თემებით. ეკონომიკის პრობლემების ვიზუალიზაცია ეფექტურად ვერ ხდება ხალხისთვის
  5. როცა პოლიტიკოსები გიხსნიან ეკონომიკის საკითხებს, რომლებიც რეალურად შედეგს მოიტანენ 2-3 თვეში, ადამიანების დიდი ნაწილი ისედაც ვერ ხვდება ამ საკითხებს და ვერ წარმოიდგენს რა იქნება 2 თვეში. შესაბამისაც ამ ადამიანების დაყოლიება რამე ქმედებაზე იქნება ურთულესი და მისგან ყოველთვის წამოვა პროტესტი
  6. ამ პოლიტიკოსებში ხალხი გადამრჩენელს ხედავს დღეს და ეს იმიჯი სამედიცინო ფრონტზე შედეგებითაა განპირობებული. თუმცა, სიყვარულიდან სიძულვილამდე მოკლე მანძილია და ივნისში ნათლად გამოჩნდება ამ მიდგომის უსუსურობა, როცა კრედიტების გადახდის ტვირთი დაწვება უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობის დიდ ნაწილს
  7. პოლიტიკოსებს ხალხი არ ენდობა, როგორც მინიმუმ გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც არ უნდა საერთაშორისო ორგნაიზაციების დასკვნები მოიშველიონ მათ! შედეგად, საფრთხე გააზრებული არ არის, შიში ფესვს იდგამს, არაპროგნოზმირებადი მომავლის გამო ეკონომიკის რისკები კოლოსალურია!

რა 2 სასწრაფო ცვლილებაა საჭირო ეკონომიკის საკითხებზე მთავრობის კომუნიკაციაში?

  1. მეტი ბიზნეს ლიდერის ჩართულობა. გუშინ ტრამპის ადმინისტრაციამ ეკონომიკური აღმავლობის გუნდი შექმნა, რომელშიც ძირითადში ტოპ ბიზნესის ლიდერები არიან წარმოდგენილი. ამ ტიპის ქმედებაა საჭირო საქართველოშიც და არა იმ ტიპის ფარსი ეკონომიკური გუნდის შექმნა, რომელიც წინა კვირაში მოხდა
  2. ყოველ კონკრეტულ ინიციატივას უნდა ჰყავდეს სპიკერი პროფესიონალი, რომელიც იმ თემას თავის თავზე აიღებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია! პირბადეების თემაზე უნდა ყოფილიყო ერთი მოსაუბრე, აპლიკაციის თემაზე მეორე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებზე მესამე და ა.შ. ამ დროს იმის იმიტაცია მაინცაა სახეზე, რომ საქმე პროფესიონალს აბარია საქმე და არა პოლიტიკოსს. მის მიმართ ნდობა იქნება გაცილებით მეტი და კომუნიკაციაც უკეთესი