ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

მწარე სიმართლე: რას გვიმალავენ 150 ლარიანი და 3,447 მლრდ USD-იანი დაპირებების მიღმა?

150 ლარიანი დახმარების თემას რაც შეეხება:

  1. გუშინ აი აქ გამოჩნდა პირველად, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს უმუშევრად დარჩენილებს თვეში 150 ლარით დაეხმაროსო. ეს IMF-ის საიტია, რომელიც ყველა ქვეყანაში მთავრობების მიერ გაკეთებულ ქმედებებს ერთ ადგილას უყრის თავს ანალიტიკური მიზნებისთვის და მუდმივ რეჟიმში ახლდება. მართლა თუ გგონიათ, რომ იქ რამე ტექსტი (ძველი თუ ახალი) ჩვენი მთავრობის ნებართვის გარეშე მოხვდა, მაშინ “ბარაქალა თქვენს მიხვედრილიობას”…
  2. დარწმუნებული ვარ 150 ლარის თემას ან დღეს ან რამდენიმე დღეში უპირებდნენ გაცხადებას, მაგრამ იმდენად დიდი კრიტიკა წამოვიდა (და თან მგონია რომ პირბადის თემაში და აგარის თემაში იმდენი კრიტიკა მიიღეს, რომ ჭკუაც ისწავლეს), რომ დღეს თემა ფაქტიურად მოკლეს.
  3. ვერდიქტი: ბოლია ეს თემა და რეალურად არ იციან რა გააკეთონ. ცოტა თანხა იქნება, გაბრდღვნიან ჩემნაირები ამ თემას, ბევრის გამოყოფა კი არ შეუძლიათ.

3,447 მილიარდ დოლარიანი “დახმარების” შესახებ …

  1. 447 მილიონი არის IMF-ის “დახმარება”. თეთრი არ მოვა თქვენამდე. დაივიწყეთ. ეს ჯერ თავადაც არ იციან რაში დაიხარჯება, ვინაიდან მხოლოდ განაცხადია. თუ არადა, აბა მაჩვენეთ დოკუმენტი (პირბადის ლუგარის დოკუმენტის არ იყოს)
  2. ბიუჯეტისთვის 1,5 მილიარდ დოლარიანი დახმარება ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ალბათ (ალბათ) დაეხმარებიან რომ სახელმწიფო არ გაკოტრდეს. ბიუჯეტი 12 მილიარდი ლარია მიახლოებით. 4,5 მილიარდი ლარის ინექცია ნიშნავს, რომ ეკონომიკის 35%-იან ვარდნაზეა გათვლილი (წარმოგიდგებიათ). თუმცა აქაც არ არის გეგმა
  3. საფინანსო სექტორისთვის 1,5 მილიარდ USD “დახმარება” ნიშნავს, შემდეგს: მოსახლეობა მასიურად გამოიტანს დეპოზიტებს და საბანკო სისტემას დედა ეტირება, თუ ლიკვიდობა არ დაბალანსდა. გარკვეულწილად ამის დასაბალანსებლადაა ეს ფული და კიდევ ღმერთმა იცის რისთვის. გეგმა აქაც არაა.

ცუდადაა საქმე ეკონომიკის კუთხით!

ეპიდემიასთან ბრძოლაში გვიმართლებს, თუმცა luck is bitch და ეჭვი მაქვს სხვასთან გადაგორდება სულ მალე!

!