ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კორონავირუსი საქართველოში 75,000-100.000-მდე ადამიანს შეიწირავს. კორონომიკა … უფრო მეტს?

? ? კორონავირუსის რეალური საფრთხე:

  • დღევანდელი (ბზობა) დღის ხალხმრავლობები კონკრეტულ შედეგს დადებენ 2 კვირის შემდეგ (აპრილის ბოლოს). ცხადია ვგულისხმობ ეპიდემიის აფეთქებას. მასშტაბი იქნება ძალიან სერიოზული
  • 19-20 აპრილის სააღმდგომო ხალხმრავლობები კი თავის სავალალო შედეგებს დადებენ მაისის დასაწყისში. ოფიციალურმა რიცხვებმა არ მოგატყუონ, აღრიცხვა/ტესტირება უბრალოდ ვერ დაეწევა ინფექციის გავრცელების ტემპს
  • მაისის პირველ რიცხვებში მოხდება ეპიდემიის აფეთქება, რაც პიკისკენ გაგვაქანებს მაისის შუა რიცხვებში და ამ დროს ეპიდემიის შეკავება უბრალოდ შეუძლებელი იქნება
  • ჰოსპიტალური სისტემა წაიქცევა მაისის ბოლოს. შედეგად გვექნება ქაოსი … რის შემდეგაც მთავრობა იძულებული იქნება ბერკეტები გაუშვას. რატომ? მოსახლეობა უბრალოდ აჯანყდება უშედეგო იზოლაციების გამო. მეორე ალტერნატივა უკვე დიქტატურაა უარესი შედეგებით.
  • ამის შემდეგ გინდათ სახლში დარჩით, გინდათ … აქვე სპეციალურად ჩავამატე ეს ტექსტი მათთვის, ვინც ვერ გაიგო: მე ვთვლი, რომ მოსახლეობის 100% დაინფიცირდება თუ ეს ისე მოხდა როგორც დავწერე!

შედეგი:

geostat.ge-ს მონაცემებით საქართველოში წელიწადში 46-47,000-მდე ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. მოსახლეობის საერთო რაოდენობა 3,7 მილიონია. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით (2% რომ ავიღოთ) მასიური ინფიცირების შემთხვევაში კორონავირუსი 74,000 ადამიანს შეიწირავს, რეალურად კი უფრო მეტს, ვინაიდან 800,000-მდე პენსიონერი გვყავს ქვეყანაში.

დამნაშავე ვინ არის?

პირველ რიგში რა თქმა უნდა მთავრობა, რომელიც თავისი უსუსურობით გამო ვერაფერს აკეთებს ეკლესიის წინააღმდეგ. და რა თქმა უნდა თავად ეკლესია, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია.

? ? კორონომიკის რეალური საფრთხე:

ტექსტს აქ არ დავწერ. მხოლოდ ქართული წარმოების სალფეთქზე რამდენიმე დღის წინ ჩემს მიერ დახატულ ინფოგრაფიკას დავწერ. ბევრისთვის ალბათ ეს არ იქნება მთლად გასაგები, მაგრამ რა ვუყოთ …

სამწუხარო ისაა, რომ ეკონომიკა ცოტას თუ ვინმეს ადარდებს ჯერჯერობით მთავრობაში და მოსახლეობაშიც, არადა 2020-ში 7-10 %-ით მაინც შემცირდება მინიმუმ.

მთავრობის უკვე გადადგმულ ნაბიჯებს შორისაა 13 მარტის 6 პუნქტიანი უსუსური გეგმა, კრიტიკის ქარცეცხლში ჩავარდნილი პირბადეების პროექტი, აგარის შაქრის აშკარად ოქტომბრის არჩევნებზე გათვლილი სამარცხვინო პროექტი, კომუნალური გადასახადების გადახდის პროექტი, ეკონომიკის საკითხებში მთავრობის კომუნიკაციაა არის 0, ორი მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმის იდეის ფრიალი რომლის უკანაც არანაირი გეგმა არ არის ამ მომენტამდე … და კიდევ იქნება … კიდევ კარგი, რომ ეროვნული ბანკის ქმედებებზე მაინც შემიძლია დადებითი ვთქვა (რეალურად ამოსდო ლარის გაუფასურებას ლაგამი).

მარტი / აპრილი / მაისი გავა და როცა “მორფის” მოქმედება გაივლის, ანუ სესხების გადახდა მოსახლეობას თავად მოუწევს, დაიწყება რეალური შიმშილის თამაშები!

ეს რამდენს შეიწირავს ჯერ ცნობილი არ არის …

მთავრობა, ამიტომ არის საჭირო, დროულად დადოთ რეალისტური ეკონომიკური გეგმა და შევუდგეთ რეალურ საქმეს და არა მოსახლეობის დაბოლებას!