ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

რატომ “გაიჭედა“ მთავრობა ბიზნესების შემოწმებაში? იდეების კონკურსი დაიწყო

ქვემორე ტექსტი რამდენიმე დღის წინ დავწერე ჩემთვის, არსებული სიტუაციის გასაანალიზებლად. ამის საფუძველზე უკვე წარვადგინე პრობლემის მოგვარების გეგმაც მთავრობის მიერ გამოცხადებულ იდეების კონკურსში. ვაზიარებ მათთვის, ვისაც აინტერესებს.

მსოფლიო გამოწვევა:

  • დღეს მსოფლიოში ახალი მოთხოვნაა ბიზნესის წინაშე: საქონლისა და მომსახურების მიმართ უსაფრთხოების მოთხოვნებს ახალი განზომილება დაემატა – ინფექციური უსაფრთხოება
  • პანდემიის პიკში ბევრ ქვეყანაში დაიხურა ბიზნესები. როცა მათი გახსნის დრო მოვა, გახსნილმა ბიზნესმა ახალი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს – ინფექციური უსაფრთხოების მოთხოვნები
  • ყველა ტიპის ბიზნესი თავისი სპეციფიკის მიხედვით უნდა ადაპტირდეს ახალ მოთხოვნებზე. ეს მოთხოვნები ხისტად დადგენილი არ არის და პროცესში დაიხვეწება
  • პირველივე ჯერზე ძალიან ბევრი ბიზნესი ძალიან მოკლე დროში ერთი ხელის მოსმით უნდა შემოწმდეს, რაც უდიდესი გამოწვევაა ნებისმიერი მთავრობისთვის
  • ეს ცვლილება ერთჯერადი არ არის, ინფექციური კონტროლი მუდმივად საჭირო თემაა, რომელიც კორონავირუსის გადავლის შედეგაც დარჩება. ამიტომაც შემოწმება უნდა მუდმივად გაგრძელდეს შემდგომშიც,

საქართველო

  • მოქმედი ბიზნესები 3 აპრილიდან საჭიროებენ განსაკუთრებულ ნებართვებს იმისათვის, რომ განაგრძონ მუშაობა
  • შემუშავდა კითხვარი. ბიზნესები ავსებენ კითხვარს და უგზავნიან ეკონომიკის სამინისტროს. რეგისტრაციები 2 დღეში ავიდა 12,000-ზე. არის რიგები და პასუხებიც კი არ არის გაცემული ბევრისთვის
  • ეკონომიკის სამინისტრო მთელი რესურსის მობილიზებითაც კი (საკუთარი და ჯანდაცვის სამინისტროსი) დღეში 50 ბიზნესზე მეტის შემოწმებასაც ვერ ახერხებს და 17 აპრილამდე რეალურად 300-მდე ბიზნესი შემოწმდა მხოლოდ (მინისტრის განცხადება). ეს 2,5 % შეადგენს
  • სწორედ ამიტომ გამოცხადდა კონკურსი: საჭიროა სერიოზული გადაწყვეტა, რომელიც უნდა იყოს 100% დისტანციური და მოკლე დროში მოახდინოს ამოცანის გადაჭრა
  • სამედიცინო რეკომენდაციები დიდი ალბათობით შეიძლება შეიცვალოს რეალურ დროში. სისტემა უნდა იყოს მომენტალურად ადაპტირებადი (კითხვარი)
  • რეგიონებში კონტროლი თბილისიდან არის ძალიან ხარჯიანი, დროტევადი და უსაფრთხოების რისკების შემცველი
  • არ არსებობს შემდგომი მონიტორინგის სისტემა

საკადრო რესურსი: ბიზნესში

  • კითხვარების შევსებაში და შემოწმებებში სხვადასხვა ბიზნესში სხვადასხვა პოზიციის და კვალიფიკაციის ადამიანია ჩართული, რომელთაც ძალიან უჭირთ ამ კითხვარის შევსება
  • რისკი დიდია, რომ კითხვარები არასწორად იყოს შევსებული, რაც დამატებითი აჭიანურებს შემოწმებას

საკადრო რესურსი: შემმოწმებლები სამინისტროდან

  • დღეს შრომის მთელი ტვირთი არის მთავრობის სტრუქტურებზე და მისგან კოლოსალურ ადამიანურ რესურსს ითხოვს. სამინისტრო, შრომის ინსპექციის პერსონალი, პრაქტიკულად ზღვარზე მუშაობენ მთელი საქართველოს მასშტაბით
  • ბევრი სხვადასხვა ბიზნესია და ადამიანებს სჭირდებათ გადამზადება და თითოეული ბიზნესის ადგილობრივი სპეციფიკის ცოდნა, რომ ობიექტურად შეაფასონ კრიტიკული წერტილები
  • მოკლე დროში დამატებითი ხალხის გადამზადება ვერ მოხდება, რომც გადაამზადო, დროა საჭირო გამოცდილების დასაგროვებლად. დრო კი არ ითმენს. შემოწმებების პირველი ტალღა მაისში (პანდემიის პიკის ფონზე) იქნება უდიდესი და თუ სწრაფად არ დაკმაყოფილდა, მთელი ეკონომიკა თვეები იქნება გაჭედილი
  • დიდია “გადაბალახების” შანსი, ვინაიდან დიდი შანსია რომ ბევრი კადრი საქმეს ვერ გააკეთებს ეფექტურად
  • დიდია კორუფციის შანსი არასწორი ადამიანის არასწორ ადგილზე გაშვების შემთხვევაში
  • თითქმის შეუძლებელია შიგა კონტროლი. მაგალითად ერთის შევსებული კითხვარს და მის უკან რეალობას, მეორე ექსპერტი პრაქტიკულად ვერ ამოსმებს. დასკვნას ვინც დაწერს, პრაქტიკულად ერთპიროვნულად წყვეტს საქმეს
  • დავუშვათ კომპანიას შენიშვნა მიეცა და ხელახლაა გადასამოწმებელი. შემოწმების ხარჯი დიდია, თუ მისვლა დასჭირდა ადგილზე
  • რთულია შემმოწმებლების მიერ გამოცდილების გაზიარებაა, ვინაიდან ელექტრონული არ არის პროცესი. ამაზე მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა თავის გამოსვლაში
  • კომპანიის მხრიდან არ არის გასაჩივრების მექამიზმი გარდა პირადი კავშირებისა
  • შემმოწმებელი ადამიანების გადაადგილება საქართველოს მასშტაბით და ოფისების გამოყენება კომუნიკაციისათვის წარმოქმნის ინფიცირების რისკებს. რამე რომ მოხდეს, ჩათვალეთ კონტროლის მთელი განყოფილება შეიძლება გაჩერდეს და პროცესი ჩავარდეს

ხარჯები (დრო და ფული)

  • თითოეული შემოწმება ტარდება ადგილზე მისვლით. 2 ადამიანი მაინც უნდა მანქანით მივიდეს ადგილზე, შევსებული კითხვარის მიხედვით დაათვალიეროს (დავუშვათ) 5 კრიტიკული წერტილი და ამას სჭირდება დრო
  • უხეშად რომ ვთქვათ სიმძლავრეების მაქსიმალური ჩართვის ხარჯზეც კი ერთი ბიზნესის შემოწმებას 2 * 2 = 4 კაც/საათი მაინც სჭირდება (თუ დავუშვებთ, რომ ადგილზე 5 კრიტიკული წერტილია მხოლოდ). აღარ ვსაუბრობ back office-ზე, სადაც 2-ჯერ მეტი ადამიანი შეიძლება მუშაობდეს მონაცემთა ანალიზზე, ქოლ ცენტრში, მენეჯერული პერსონალი და ა.შ.
  • 12,000-მდე ბიზნესის არსებული მეთოდით შემოწმების სავარაუდო დრო საქართველოს მასშტაბით 240 სამუშაო დღეა, რაც არის 9 კალენდარულ თვეზე მეტი. ეს კატეგორიულად მიუღებელია
  • ელექტრონული & დისტანციური შემოწმების ელემენტი არ არსებობს საერთოდ

მონიტორინგის სისტემა

  • სისტემატური კონტოლისათვის არ გამოდგება ეს სისტემა. ყოველ ჯერზე შემოწმება დაჯდება იგივე, რაც არაეფექტიანია
  • არ არის ჯარიმის ელემენტი, რის გამოც ბიზნესს არაფერი აიძულებს, რომ დაიცვას წესრიგი და თუნდაც ნორმალურად შეავსონ კითხვარი. თავიდან ვერც იქნება, ვინაიდან ჯარიმა არ არის მიზანი
  • სისტემა ელექტრონულად უნდა კონტროლდებოდეს, ადამიანების ადგილზე მისვლის გარეშე

ერთი სიტყვით,

ცუდად რომ არის საქმე სწორად ამიტომ გამოაცხადა მთავრობამ იდეების კონკურსი. ნახეთ განცხადება, ნახეთ მინისტრის მიმართვა და მოიფიქრეთ რამე. მე უკვე მოვიფიქრე და შევთავაზე!