ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

სიახლე

რატომ ვერ დაცლის CORONAპანიკა საქართველოს სუპერმარკეტების დახლებს?

ნახეთ ხომ ზოგიერთ დიდ ევროპულ და აზიურ ქალაქში პანიკური შესყიდვების შედეგად როგორ დაცარიელდა დახლები? ჩვენთან ეს არ მომხდარა. და არც მოხდება! აგიხსნით რატომაც: ამ ე.წ. “განვითარებული” ქვეყნების სავაჭრო ქსელები არიან უკიდურესად კონსოლიდირებულები (დიდებმა უკვე ჩაყლაპეს მცირეები), ოპტიმიზებულები (უკიდურეს ცენტამდე აქვთ შემცირებული ხარჯები) და დარგში კონკურენცია თითქმის არ აქვთ. მათი ეს “სიძლიერე” (დიახ, ზოგან სიძლიერედ ითვლება ეს მდგომარეობა), დღეს იქცა დიდ …

განაგრძე კითხვა »

2 რჩევა ეკონომიკაზე კორონავირუსის ? დამანგრეველი გავლენის შესამცირებლად: 1 მთავრობას, 1 მოსახლეობას

⚠️ საქართველოში ტურიზმის 3.5 მლრდ USD მოცულობის ინდუსტრიას 250,000-მდე დასაქმებულით საფრთხე ემუქრება!!! მზერა ჯერჯერობით მხოლოდ სასტუმრო სექტორისკენაა, რომელმაც კარგად იცის როგორ “დაიჩივლოს” და ვისთან. თუმცა ტურიზმის ინდუსტრიაში ბევრი სხვა მოთამაშეცაა … მძღოლიდან დაწყებული რომელმაც მანქანა ტურისტების მომსახურების მიზნით სესხით იყიდა, მეღვინით დამთავრებული რომელმაც ტურისტების მიღების მიზნით მარანი სესხით გააკეთა. იმათ რა ეშველებათ? საქართველოს ეკონომიკას რა ეშველება თუ იგი ვალუტის ამოდენა …

განაგრძე კითხვა »

როგორ დაანგრევს ქართველ გლეხს / ფერმერს ბელორუსული რძის პროდუქტების წარმოების საქართველოში გახსნა?

ნახეთ ხომ ბოლო ინფორმაციები (ეს, ეს, და ეს მაგალითად)? ფაქტი 1: ბელორუსულ რძის პროდუქტებს საქართველოში ბევრი ჰყავს დამფასებელი, რასაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბელორუსული მარკეტების ქსელების გახსნამაც შეუწყო ხელი. ხარისხს არაფერი დაეწუნება, არც ფასს (როგორც ამბობენ). ფაქტი 2: საქართველოში რძის წარმოება ცუდ დღეშია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მცირე მასშტაბების გამო თვითღირებულება ძალიან მაღალი გამოდის. ეგ კიდევ რა, წარმოების მოცულობები არ …

განაგრძე კითხვა »

IFFE 2019: ქართული დელეგაციის მონაწილეობის ანგარიში

2019 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით მოძრაობა KAR.GE და World-OKTA Tbilisi ორგანიზებით 10 მწარმოებლის ?? ქართული ნაწარმი ?? სამხრეთ კორეაში ჩატარებულ IFFE 2019 – International Fermented Food Expo -ზე იყო წარმოდგენილი. IFFE 2019 რიგით მე-17-ჯერ გაიმართა, ქართველები კი მასში უკვე მეოთხედ მონაწილეობდნენ. IFFE 2019-ში ჩვენს მონაწილეობას აქტიურად მხარი დაუჭირა საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში. პირადად ბნ. ელჩი – ოთარ ბერძენიშვილი …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: ვიწვევთ მწარმოებლებს კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო ექსპოზე – IFFE 2019-ზე

WORLD-OKTA და მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელობითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წელს უკვე მეოთხედ ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოზე. IFFE 2019 გაიმართება 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით (ნახეთ 2018, 2017 და 2016 წლებში IFFE-ში ჩვენი მონაწილეობის ანგარიშები). მწარმოებლებო, თუ გეამაყებათ თქვენი ნაწარმი, ზრუნავთ იმიჯზე, გაყიდვებზე და მომავალზე, IFFE 2019-ში მონაწილეობის შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ! თქვენზე არის …

განაგრძე კითხვა »

ანონსი: ოცნებობთ მოინახულოთ სამხრეთ კორეა? აჰა თქვენ უნიკალური შანსი …

WORLD-OKTA და მოძრაობა KAR.GE-ს ხელმძღვანელობითა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წელს უკვე მეოთხედ ქართული დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ფერმენტირებული საკვების საერთაშორისო ექსპოზე. IFFE 2019 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით ტარდება (ნახეთ 2018, 2017 და 2016 წლებში IFFE-ში ჩვენი მონაწილეობის ანგარიშები). ჩვენ (მინიმუმ ხუთი ადამიანი) გავფრინდებით 5 დღიანი ღონისძიების დაწყებამდე 2 დღით ადრე და გამოვფრინდებით ღონისძიების დასრულებიდან 2-3 დღის შემდეგ. ჯამში …

განაგრძე კითხვა »