ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გასკდა მთავრობის აფიორა, ტყუილები და უჭკუობა: პირბადეების წარმოება შეწყვიტეს და ჩინეთში შეუკვეთეს

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ მაისის ბოლომდე ჩინეთიდან 1 900 000 ლარამდე ღირებულების 2 მილიონი პირბადე უნდა შეიძინოს. თან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პირიდან გავრცელდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ქართულ კომპანია შპს “ქართულ ტექსტილთან” 500 ათასი პირბადის 570 ათას ლარად შესყიდვასთან დაკავშირებით ხელშეკრულება 26 მარტს დადო, მოგვიანებით კი მოთხოვნილი ოდენობა შეამცირა და 500 ათასი პირბადის ნაცვლად 100 ათასი პირბადის 114 ათას ლარად შესყიდვა გადაწყვიტა.

ვიტირო თუ ვიცინო აღარ ვიცი …

  1. 400,000 პირბადე უკვე შევკერეთ და ქსელში გავუშვითო ეკონომიკის მინისტრი ამბობდა. ასევე ჟღერდებოდა, რომ 10+ მწარმოებელი კერავსო. გამოდის, რომ ოფიციალური პირები იტყუებოდნენ!
  2. აღმოჩნდა, რომ სულ სხვა შეუკვეთეს შპს “ქართულ ტექსტილს” და სულ სხვა გაიტანეს ბაზარზე (ის, რომელის სურათზეა გავიდაა ბაზარზე). კრიზისის პერიოდში ასეთი რამის გაკეთება არ ვიცი უკვე რა დონის აფიორაა.
  3. მაისში საქართველოში გვექნება გაგანია პანდემია თუ აღდგომის დღესასწაულები ხალხმრავლობით ჩატარდა და მაისის ბოლოს პირბადეები რა უჭკუობაა? ცოტა ტვინი არ უნდა გაანძრიოთ?
  4. შეკვეთა ჩინეთში მიდის, ფულიც. თუმცა რას ვიზამთ, ვერ ვკერავთ პირბადეებს საქართველოში!
  5. ვინც პირბადეებზე ჩემი წინა სტატიისთვის ჩაგვქოლა, ბოდიში მოიხადეთ!