პირველად მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალზე რამოდენიმე წლის წინ ვიყავი. მახსოვს პარკის შესასვლელში იყო დახლები განთავსებული და იმდენი ხალხი მოვიდა, რომ … ძალიან მაგარი იყო! ამჯერად კი WOW … კიდევ უფრო მაგარი გამოდგა! რამოდენიმე ათასი ადამიანი, გართობა, ხალისი, ბევრი გაღიმებული სახე და რაც მთავარია ბევრი ნაყინი. ძალიან კარგი იყო! მთაწმინდის პარკში ჩემი მისვლის მიზანი პირველი რიგში კომპანიების ნახვა იყო. მონაწილეთა რაოდენობამ ნამდვილად გამაკვირვა …
განაგრძე კითხვა »მეგრელი ბაბუ ახტა, დახტა და …
მეგრელი ბავშვი გააცდენს სკოლას. მეორე დღეს მასწავლებელი ეკითხება: -გუშინ რატომ არ იყავი სკოლაში? -ბაბუა მომიკვდა. -რითი? -ბინას ცეცხლი წაეკიდა. -რა, დაიწვა? -არა, ფანჯრიდან გადახტა. -დაიმტვრა? -არა, მეხანძრეებმა მოასწრეს ბრეზენტის გაშლა, მაგრამ ზედ რომ დახდა ავარდა და ინერციით ისევ უკან შევარდა. -და მერე დაიწვა? -არა, ისევ გადახტა. -და მერე დაიმტვრა ხო საცოდავი? -არა, ისევ ბრეზენტზე დახტა და ინერციით ისევ უკან შევარდა. …
განაგრძე კითხვა »ვიდეო: ჩვენი საამაყო ბიჭები ავღანეთში გერმანიის QRF შემადგენლობაში
გერმანიის ბუნდესვერის [შეიარაღებული ძალები] YouTube არხზე დადეს ვიდეო, სადაც ქართველ სამხედროებზე და ავღანეთში სწრაფი რეაგირების ძალებში [QRF] მათ სამსახურზეა საუბარი. საამაყო ფაქტია, რომ ვიდეოში ძალიან დადებითად ფასდება ქართველთა 130 კაციანი სადაზვერვო ქვეგანაყოფი, რომელმაც გერმანიაში გაიარა სწავლება, რის შემდეგაც გერმანიის ძალების შემადგენლობაში Camp Marmal-ში მსახურობენ. განსაკუთრებულად დადებითი აქცენტი კეთდება იმ სპეციალურ ტრენინგებზე, რომლებიც ჩვენმა ბიჭებმა გერმანიაში გაიარეს. ვიდეო გერმანულადაა, მაგრამ ჩვენი …
განაგრძე კითხვა »გილოცავთ! გუშინ საქართველომ შვიდკაცა რაგბში რუსეთი დაამარცხა 10:7
დღის შოკი – Shock of the Day – ასე იწყებს ევროპის სარაგბო კავშირი თავის ვებსაიტზე სტატიას, რომელშიც ქართველების შვიდკაცას გამარჯვებზე საუბრობს. გუშინ რეპეშაჟის ტურნირის პირველი დღე იყო და რაოდენ სიმბოლურიც არ უნდა იყოს რუსეთის შვიდკაცა დავამარცხეთ ანგარიშით 10:7. დიდი ბრძოლა ყოფილა. ვიდეო არ გვაქვს, სამაგიეროდ რამოდენიმე სურათით გაგახარებთ 🙂 მნიშვნელოვანია შემდეგი: 2016 წელს რაგბი ოლიმპიადაზე შვიდკაცას ფორმით ბრუნდება. ამ ოლიმპიადაზე …
განაგრძე კითხვა »იყიდე რუსული – დააფინანსე მავთულხლართი!
Stop Russia! პერიოდული აქციები საჭიროა! მაგრამ აი კიდევ რა არის საჭირო … რუსული წარმოების არ ვიყიდოთ არაფერი! რატომ? საქართველოს ოკუპაცია ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან. მიუხედავად საკუთარი მოსახლეობის სავალალო ყოფისა, რუსეთის მთავრობას ყოველთვის მოეძებნება საკმარისზე მეტი ფული საოკუპაციო საქმიანობის დასაფინანსებლად. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყაროა რუსული პროდუქციის გაყიდვა. ეს პროდუქცია საქართველოში იყიდება, შენს ქალაქში, შენს უბანში. ყოველ ჯერზე, როცა რუსულ …
განაგრძე კითხვა »გოგონა vs 5 მამაკაცი …
გოგონას გზაში შემოაღამდა და ერთ-ერთ სახლს მიადგა ღამის გასათევად. სახლში 5 მამაკაცი დახვდა. ერთ-ერთი ეუბნება: -შეგიძლია ღამე აქ გაათიო, ოღონდ ერთი პირობით … ჩვენ გამოცანას გეტყვით. თუ გამოიცნობ ხელს არ გახლებთ, ხოლო თუ ვერა, მაშინ ყველასთან მოგიწევს დაწოლა. გოგონა დათანხმდა. -პატარაა, წითელია, ხეს აბია. რა არის? მეორე დღეს მეზობელი შედის ოთახში და რას ხედავს … 4 კაცი ძირს აგდია არაქათგამოცლილი, …
განაგრძე კითხვა »გაგისინჯავთ GNP-ს მეგრული აჯიკა?
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო მთავარი: ეს მეგრული აჯიკა უგემრიელესია! და რაც მახსოვს GNP-ს პროდუქტი [რაც გამისინჯავს] ყველაფერი გემრიელია. კომპანიას აშკარად შეუძლია ხარისხიანი პროდუქტი დადოს დახლზე და რაც ყველაზე საინტერესოა დევს კიდეც, როგორც სერიოზულ ქსელებში, ასევე უბრალო მარკეტებშიც. ფასიც ნორმალური აქვს ხოლმე. ეს კონკრეტული მეგრული აჯიკა გუდვილში შევიძინე 85 თეთრად. რაც აშკარად გამიკვირდა არის შეფუთვა … კომპანიის Facebook გვერდზე და საიტზე წითელი …
განაგრძე კითხვა »გაიცანით BAUME – ქართული წარმოების წამალი
BAUME – ქართული წარმოების წამალი. მწარმოებელი – ავერსი, ფასი 10.2 ლარი. მახსოვს ბოლოს წამლის ინსტრუქცია რომ წავიკითხე მაშინ მივხვდი რას ნიშნავს როცა კითხულობ და თავში არაფერი შედის. არაა ეს ჩემი სფერო, ასე რომ წამლის დახასიათებაში ნამდვილად მოვიკოჭლებ. ვფიქრობ საკმარისია ვთქვა შემდეგი: BAUME ქართულია … აი კარგია თუ არა ეს არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ სახლში დაგვჭირდა და რისთვისაც ვიყიდეთ, …
განაგრძე კითხვა »სხვა ვინ რას გაგვიკეთებს … ილია ჭავჭავაძე
“რასაც თვითონ არ ვიმოქმედებთ, სხვისგან ბევრს ნურას ველოდებით” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907 საინტერესოა კონკრეტულად რა იგულისხმა ამ სიტყვების თქმისას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ეს აზრი მუდმივად იქნება ძალაში. თუ შენ არ გადადგი პირველი ნაბიჯი, სხვა რატომ შეიწუხებს თავს? თუ ჩვენ არ დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ ქართული პროდუქტების ყიდვაა აუცილებელი, უცხოელი მოიკლავს თავს? თუ ჩვენ არ შევქმენით ბიზნესის კეთებისათვის ხელსაყრელი გარემო, სხვა …
განაგრძე კითხვა »გურული და სვანი სუფრაზე … :)
გურული და სვანი ერთად სხედან სუფრასთან. სვანი აშკარად შარზეა, ხან რას ეუბნება გურულს და ხან რას, მაგრამ გურული ოსტატურად უძვრება და ჩხუბის საბაბს არ აძლევს. ბოლოს მიუბრუნდება სვანი და ეკითხება: -ნიკაპი რატომ გაქვს გაყოფილი? -დედაჩემი ჩემზე რომ იყო ფეხმძიმედ, მამაჩემი მაინც არ ასვენებდა, ნიკაპში მხვდებოდა და იმიტომ. -აბა მე რატომ არ მაქვს? -შენ ალბათ პირი გქონდა ღია. 🙂 🙂 🙂 …
განაგრძე კითხვა »