სულ 3,7 მილიონზე ოდნავ მეტი დავრჩით საქართველოში. საზღვარგარეთ რამდენი ვართ ქართველები? მადლობა IDFI-ს, რომ ასეთი ტიპის ინფორმაცია გამოითხოვა დიასპორის სამინისტროსგან და შემდეგ თავის ბლოგზე საჯარო გახადა. ეს 2015 წლის მონაცემებია. საერთო ჯამში გამოდის, რომ საზღვარგარეთ 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ამას ემატება ანგარიშში მოყვანილი 1 მილიონზე მეტი ისტორიული დიასპორა თურქეთში და 35,000-მდე ირანში. თუმცა მიკვირს ირანში, ფერეიდანში მაცხოვრებლები როგორაა …
განაგრძე კითხვა »აღმოაჩენა: ნაღდი კალმახი სოფელ ჩხაკოურადან
ჩოხატაურის რაიონში მდებარე ნაღდი ქართული სოფელი ჩხაკოურა, სუფთა გარემო, სუფთა ჰაერი, კამკამა და ჟანგბადით/მინერალებით მდიდარი მთის წყალი და მცირე კოოპერატივი „სამეგობრო-2014“, რომელშიც გაერთიანებული 5 ადამიანი იმდენს ახერხებს, რომ არა მხოლოდ თევზსაშენის ბიზნესი ააწყვეს, არამედ უფრო მეტად ამბიციური გეგმებით ჩხაკოურას ტურისტულ პროდუქტადაც ქცევას უპირებენ. აღმოაჩინეთ და გაიცანით კალმახი და საკალმახე კოოპერატივი. „სამეგობრო-2014“-ს დიდი იდეა კი პატარა საკალმახეების გაერთიანებით დაიწყო. პატარა ავზების გაერთიანებასთან …
განაგრძე კითხვა »გილოცავთ! ნიკა ბასილაშვილმა ჩელენჯერის კატეგორიის ტურნირი მოიგო
საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად “ჩელენჯერის” კატეგორიის ტურნირი მოიგო. ჰოლანდიის ქალაქ შვენინგენში გამართული ტურნირი (საპრიზო ფონდი 42 500) ნიკოლოზ ბასილაშვილის გამარჯვებით დასრულდა. ნიკოლოზმა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 122-ე ნომერი, რუსი ანდეი კუზნეცოვი 3 სეტში 6:7, 7:6, 6:3 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილს მოწინააღმდეგის დასამარცხებლად 2 საათი და 18 წუთი დასჭირდა. ნიკოლოზმა 5 ეისი ჩაწოდა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა. კუზნეცოვს …
განაგრძე კითხვა »იყიდეთ ნაღდი კახური საზამთრო!
აი ეს უგემრიელესი კახური საზამთრო რომ არ მეყიდა უბრალოდ არ შემეძლო მიუხედავად იმისა, რომ kar.ge-ზე ვცდილობ მხოლოდ სავაჭრო ქსელში წარმოდგენილი ბრენდირებული პროდუქცია დავდო. თან, ხედავთ როგორი “დაბრენდილია” 🙂 წელს კახეთში უჩვეულოდ კარგი საზამთროს მოსავალი მოსულა. უმაღლესი ხარისხის კახური საზამთარო ბაზარში 35 თეთრი ღირს. გარდა იმისა, რომ გემრიელია, გემრიელად ხრამუნობს ჭამის დროს, კანი თხელი აქვს და დიიიიდებია. ეს ძმობილი თითქმის 14 …
განაგრძე კითხვა »ჰაკერული შეტევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებსაიტზე
მახსოვს დაახლოებით 18 წლის წინ ქუთაისში ჩვენი ორგანიზაციის ახალი ოფისი რომ ავიღეთ, გულდასმით შევამოწმეთ ყველაფერი, კედლების სისქის ჩათვლით და ბოლო ეტაპად სიგნალიზაცია დავაყენეთ. მინებზე ალუმინის ფოლგის გაყოლებისას ჩემთვის ვფიქრობდი: „ვაი ჩვენს პატრონს თუ ამან არ იმუშავა“. იმ დროისთვის მნიშვნელოვანი ტექნიკა გვქონდა, ამიტომ სიგნალიზაციას არ ვენდობოდით და მეგობრები მორიგეობით ვრჩებოდით ღამღამობით. ეგ კიდევ შეიძლება, როცა offline ხარ, მაგრამ online რაღას იზამ? …
განაგრძე კითხვა »გილოცავთ! ნინო სალუქვაძემ „რიო 2016“ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა
იმ დროს როცა თბილისში პაპანაქება ზაფხულში ახალგაზრდული ოლიმპიური ციებცხელება დაიწყო სლოვენიიდან ძალიან სასიხარულო ამბავი მოვიდა, ოღონდ ცოტა სხვა „ფრონტიდან“ – ნინო სალუქვაძემ რეკორდული – მისთვის მე-8 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, და მას უკვე 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება აქვს. საოცარი ამბავია! ოფიციალურად ეს გახლავთ 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის პირველი ლიცენზია, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. ნინო სალუქვაძემ 25 მეტრზე …
განაგრძე კითხვა »აჭარელი მურმანა ჩხუბში … :)
აჭარელ მურმანას და გურულ კოლიას აჭარაში დამსვენებელ თბილისელებთან ჩხუბი მოუვიდათ. მურმანამ თბილისელს ყბაში ისე მაგრამ მოსდო, რომ ამან ყვირილი დაიწყო. -ვახ, ჩემი დედა მ****** – ყვირის თბილისელი. გაკვირვებული კოლია მურმანას ეკითხება: -რა დაარტყი ჭოვ იგეთი, რომ კაცი უკუღმა იგინება?! ** სურათზე აჭარელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »იფქლის თეთრი პური – გულით გამომცხვარი!
ზემოთ სურათს ახედეთ … იფქლის თეთრი პური ჩემი ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარია და ეს პატივი მან თავისი ხარისხით დაიმსახურა! ქართველები პურის მჭამელი ხალხი ვართ! პირდაპირი და გადატანითი გაგებითაც. იფქლი კი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია უკვე მრავალი წლის ისტორიით. რომ დავფიქრდი, ეს თეთრი პური ყველაზე ხშირად მოხმარებადია ჩემს ოჯახში ყველა იმ პროდუქტთან შედარებით, რომლებიც კი ოჯახში გვიყიდია და შემდეგ …
განაგრძე კითხვა »ცინცხალი არქეოლოგიური აღმოჩენები დმანისში
ასეა … თუ გინდა რამე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთო, რამე სხვა უნდა აკეთო და გზაში შეიძლება გამოჩხიკნო რამე … თხარო, თხარო და გამოთხარო. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ხშირად ვხედავ ამ ჭეშმარიტების დასტურს. ასე მოხდა ეხლაც, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე სამუშაოებისას შემთხვევით აღმოუჩენიათ ეს ნამოსახლარები და სამაროვნები. დავინტერესდი რას ნიშნავს „სამაროვნები“. თურმე სამაროვან ყოფილა სამარხი, სადაც ვინმე VIP-ს მარხავდნენ და შიგ ჩაატანდნენ …
განაგრძე კითხვა »მამაკაცი, ქალი და უნებლიე ჩახუტება … :))
ავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა. მამაკაცი ძალიან ეცადა რამეს მოჭიდებოდა და თავი შეეკავებინა, მაგრამ ამაოდ … და გვერდით მდგომ ქალს ჩაეხუტა. -მაპატიეთ, სპეციალურად არ მიქნია … ქალმა გაბრაზებით ახედა. -აი, ეს კი საწყენია …
განაგრძე კითხვა »