ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
use-it თბილისი

INDIGOGO კამპანია: USE-IT თბილისი – ალტერნატიული რუკა მოგზაურებისათვის

გსმენიათ USE-IT-ის შესახებ? კრეატიული და საინტერესო რუკები, რომლებიც ევროპის 43 ქალაქისთვისაა შექმნილი და მოგზაურობას მეტად საინტერესოს ხდის. მე პირადად აქამდე არ მსმენოდა, მაგრამ ვხვდები, რომ სასარგებლო რამ უნდა იყოს. სწორედ ამის თბილისური ვარიანტი კეთდება ამ მომენტში.

USE-IT თბილისი ტურისტებს საშუალებას მისცემს იგრძნონ თავი ისე, როგორც საკუთარ ქალაქში და დაინახონ თბილისი, ისე როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები ხედავენ. რუკა, რომლის შექმნაზეც ქართველი და ევროპელი მოხალისეები მუშაობენ, ტურისტებს საშუალებას მისცემს გაიგონ თბილისის ისტორიის, უნიკალური კულტურის, უსაზღვრო სტუმართმოყვარეობის, უგემრიელესი კერძებისა და საინტერესო ტრადიციების შესახებ. მოუთმენლად ველი რა გამოვა აქედან, ამიტომაც ახალგაზრდების წახალისების მიზნით დღეს 5$ ჩემი წვლილიც შევიტანე და 51-ე კონტრიბუტორიც გავხდი.

თავად ორგანიზატორები ასეთ კომენტარს აკეთებენ:

„დავიწყეთ ძალიან მაგარი პროექტი. ვაპირებთ შევქმნათ თბილისის ალტერნატიული რუკა მოგზაურებისთვის. 10 უცხოელი მოხალისეა ჩამოსული და ერთად ვმუშაობთ. დაგვრჩა მხოლოდ 1 თვე, მაგრამ ფული არ გვაქვს, მერიამ და ყველა ორგანიზაციამ უარი გვითხრა დაფინანსებაზე. დავიწყეთ ქრაუდფანდინგის კამპანია, მაგრამ აქაც ნელა მიდის საქმე. 1 დოლარიც რომ ჩარიცხოს ვინმემ ძალიან დაგვეხმარება, თუ არა და ეს ლინკი გაიზიარეთ და რამე საყვარელი ტექსტი მიაწერეთ. ძალიან ძალიან დაგვეხმარებით. დეტალური ინფორმაცია და ოდნავ კრეატიული ვიდეო შეგიძლიათ აქვე ნახოთ.

ფული საჭიროა USE-IT ის სისტემაში გასაწევრიანებლად, რაც 1000 ევროს შეადგენს. ასევე სხვადასხვა წვრილმანი ხარჯები პრომო მასალებისათვის და ინფორმაციის შეკრების საჭიროებებისათვის. თქვენც შეიტანეთ წვლილი ამ ქართულ საქმეში. კონტრიბუციისათვის გადადი ამ ბმულზე.