ფოტოკოლაჟი: ქობულეთი, 25-29 ივნისი, ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა

ქობულეთი-გამოფენა-გაყიდვა

ინფორმაცია მათთვის [მეწარმეებისათვის], ვინც ვერ მოხვდა ამ გამოფენა-გაყიდვაზე, საიმისოდ, რომ სამომავლოდ იცოდეთ რა გამოტოვეთ … ცნობისათვის: 2015 წლის 25-29 ივნისს ქობულეთში გაიმართა საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ორგანიზატორი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტი. კომპანიებისათვის მონაწილეობა უფასო იყო. ანონსი kar.ge-ზე გავაშუქეთ გამოფენამდე 3 კვირით ადრე.   100-ჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო და აჰა თქვენ ფოტოები …       წყარო: ქობულეთის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტის …

განაგრძე კითხვა »

აიწყვიტა …

ექსპორტ-იმპორტი

დღეს იშვიათი გამონაკლისის სახით [შუა კვირაში მოხდა და იმიტომ] საღამოს ბაზარში გავიარე საზამთროს საყიდლად. გამყიდველთან საუბარში ვარ და ამ დროს ერთი ქალბატონი მოგვიახლოვდა. მიმოიკითხა საზამთროს ავან-ჩავანი და ბოლოს მთავარი შეკითხვა დასვა: ხომ ქართულია? გაასწორა … იფ … ყოჩაღ! ეგრე უნდა მოვიქცეთ ყოველი შესყიდვისას! ყვარლის რაიონის ერთ-ერთი სოფლიდან ჩამოტანილი აღმოჩნდა. ეხლა კი ცუდი ამბები …  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით 2015 წლის …

განაგრძე კითხვა »

ბებოს ლავაში – სასარგებლო ქართული პროდუქტი

ბებოს ლავაში

ამ პროდუქტს დიდი ხანია ვუმიზნებდი და სათანადო მიზეზს ვეძებდი. გუშინ ეს მიზეზიც დადგა – შაურმა გავაკეთო … ჰო, შაურმა და დიახ, მე გავაკეთე. როგორი იყო … იფ, იფ, იფ … ჩაიკვნიტა ხალხმა თითები … ჩემებურად გავაკეთე რა … ბლომად გემრიელად შემწვარი ქათმის ხორცით, სალათით, ტყემლით, მჟავე წიწაკით, ყველა ინგრედიენტი ქართული გამოვიყენე რა თქმა უნდა. მთელი „ერი“ კი შეიკრა თხელი პურით, …

განაგრძე კითხვა »

ექსპერიმენტული სწავლება კახეთში … :)

ექსპერიმენტული სწავლება

კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ექსპერიმენტული სწავლება შემოირეს და რამდენიმე ახალი გაკვეთილი დაამატეს. ერთი თვის შემდეგ, თბილისიდან ჩავიდა კომისია. დაათვალიერეს სკოლა და დირექტორს ეკითხებიან: – რატომაა, რომ “საგზაო მოძრაობის წესები” და “სექსუალური აღზრდა” სხვადასხვა დღეებში გაქვთ? – მაა, ვირმა აღარ უნდა დაისვენოს, ჯო?!   ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/  

განაგრძე კითხვა »

საბერძნეთი ცუდ დღეშია. თუ გვინდა იგივე არ დაგვემართოს, მაშინ …

საბერძნეთი

საბერძნეთი ცუდ დღეშია … საბერძნეთში ბანკები დახურულია, ბანკომატიდან ერთ ბარათზე დღეში 60 ევროზე მეტის გამოტანა არ შეიძლება, საფონდო ბირჟა დახურულია … ეს ფინანსური კოლაპსია. ოფიციალურად ბანკების გახსნის თარიღი არ სახელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი მდგომარეობა 7 ივლისამდე გაგრძელდება. 5 ივლისს რეფერენდუმია საბერძნეთში. რაოდენ სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს შეკითხვა ასეთია: უნდა გადაიხადოს თუ არა საბერძნეთმა ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი …

განაგრძე კითხვა »

იამაყეთ! ნიუ-იორკში kula, ნაბეღლავი, ნატახტარი და ზედაზენი იყიდება

NY

kar.ge-ზე მიმდინარე კამპანიის – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულე – ხათუნა მურვანიძეს. ხათუნა New-York-ში ცხოვრობს და სწორედ იქ გადაღებულ ფოტოებს გაჩვენებთ ქვემოთ. ყველა ეს ბრენდი თქვენთვის კარგად ნაცნობია. მინდა მოკლედ ავხსნა რატომ მიხარია ასე უცხოურლ დახლზე ქართლი პროდუქტის აღმოჩენა … მიზეზი მარტივია: საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან …

განაგრძე კითხვა »

NEO – ქალის ფეხსაცმელი, წარმოებულია საქართველოში

მრავალი წელია საქართველოში ძალიან მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი იკერება. უკვე წლებია, რაც მაგალითად ჩემს ოჯახში ქუთაისში შეკერელ ფეხსაცმელებს ვიყენებთ ბავშვებისათვის და თამამად ვიტყვი, რომ ჩვენებმა მშვენივრად იციან ხარისხიანი პროდუქციის წარმოება. ეს მომხმარებელია ბრმა, უჭირს ნდობა და ფულის გადახდა ქართულ ხარისხიან ფეხსაცმელში. სამაგიეროდ აქტიურად იწერს სხვადასხვა საიტიდან ფეხსაცმელს, რომელსაც ან უკვე აქვს წუნი ჩამოსვლისთანავე ან მალევე ფუჭდება [ახია თქვენზე] … სიტუაცია იმდენად …

განაგრძე კითხვა »

მეტად „მიხვედრილი“ კაცი

მიხვედრილი კაცი

კაცი ექიმთან მივა და ეკითხება: -ექიმო, ჩემი 21 წლის ცოლი ფეხმძიმედაა. -მერე? -მერე? მე უნაყოფო ვარ. -ერთ ამბავს მოგიყვები. კაცი წავიდა სანადიროდ და თოფის მაგივრად შეცდომით ქოლგა წაიღო. დაინახა მოდის დათვი. გაშალა ქოლgა და ბახხ … დათვი მკვდარია. -შანსი არაა, სხვა ესროდა. -მეც ეგ ვიგულისხმე?!  

განაგრძე კითხვა »

არტ გენი 2015 პროგრამა

არტ გენი 2015 პროგრამა

მთელი დღე ვარკვიე არტ გენი 2015 პროგრამა  და აჰა, ინებეთ … ფესტივალი არტ გენი 2015 28 ივნისს დაიქოქა დავით კდიაშვილის სახლმუზეუმში, სოფელ სიმონეთში. 5 ივლისს გადაინაცვლებს სურამში, ბაინთხევის ტყეპარკში. 19 ივლისიდან კი გაგრძელდება ეთნოგრაფიული მუზეუმში თბილისში და დასრულდება 26 ივლისს. ბილეთები იყიდება biletebi.ge-ზე.   არტ გენი 2015 პროგრამა  თბილისში ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვა, ხალხური მედიცინა და ქართული …

განაგრძე კითხვა »

გილოცავთ! გუნდური ვერცხლი ბაქოდან ძიუდოში ჩვენია!

ვერცხლი

ბაქო 2015, პირველი ევროპული თამაშები, ძიუდო, ფინალი …   უხ როგორ მანერვიულეთ ბიჭებო … თუმცა ჩემმა მაგიდამ გაუძლო … რა ვქნათ ეხლა, ვერცხლი ვჭამოთ? არადა ხო ვიცი, რომ მეტიც შეიძლებოდა … კი, დაძაბული ბრძოლები ვიხილე, მაგრამ ფინალში მაინც დავთმეთ ფრანგებთან … თქვენი ყველა ბრძოლა ვნახე და აშკარად შევატყვე, რომ მთლად განწყობაზე ვერ იყავით … რაღაც დაგაკლდათ ფინალში … ფრანგები კი …

განაგრძე კითხვა »