ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნაყინის ფესტივლი 2015

დღეს ნაყინის ფესტივალზე მთაწმინდის პარკში იყავი?

პირველად მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალზე რამოდენიმე წლის წინ ვიყავი. მახსოვს პარკის შესასვლელში იყო დახლები განთავსებული და იმდენი ხალხი მოვიდა, რომ … ძალიან მაგარი იყო!

ამჯერად კი WOW … კიდევ უფრო მაგარი გამოდგა! რამოდენიმე ათასი ადამიანი, გართობა, ხალისი, ბევრი გაღიმებული სახე და რაც მთავარია ბევრი ნაყინი. ძალიან კარგი იყო!

მთაწმინდის პარკში ჩემი მისვლის მიზანი პირველი რიგში კომპანიების ნახვა იყო. მონაწილეთა რაოდენობამ ნამდვილად გამაკვირვა … მხოლოდ 7 ნაყინის მწრმოებელი კომპანია იყო წარმოდგენილი: თოლია, ლიდერი, Angelato, Luca Polare, Wendy’s, გურჯაანი და Рудь. მადლობა თითოეულ მათგანს, რომ პატივი სცეს თავიანთ მომხმარებელს და თითოეულმა თავისებურად წარმოადგინა თავი. როცა კომპანია გქვია და რაღაცას წარმოადგენ, ასეთ ფესტივალებში უნდა მიიღო მონაწილეობა, უნდა გაახარო შენი მომხმარებელი, რაც ადრე თუ გვიან დაგიფასდება.

ნახეთ თითოეული კომპანიის სტენდთან რა ამბავი იყო …

 

თოლია – კომპანიის უგემრიელესი ნაყინის ტორტის რიგში იმდენი ადამიანი დადგა, რომ სცენასთან პრაქტიკულად აღარავინ დარჩა 🙂

tolia (1)

tolia (2)

 

ლიდერი – კომპანიამ საჩუქრებით [კვადროციკლი და ველოსიპედი] და გართობით ბოლომდე მოხიბლა იქ მყოფი ახალგაზრდობა 🙂

lideri (1)

lideri (2)

 

Angelato – დახლთან იმოდენა რიგი იდგა, მომსახურე პერსონალი სულის მოთქმას ვერ ასწრებდა, მაგრამ გმირულად უმკლავდებოდა მომხმარებლის ნაკადებს 🙂

angelato (1)

angelato (2)

 

Luca Polare – ხალხმრავალი რიგით გამორჩეული სტენდი. კომპანია ნაყინის ყოველი ერთ ბურთულის მყიდველს მეორეს ჩუქნიდა 🙂

luca polare (1)

luca polare (2)

 

 

Wendy’s – ასევე სუპერ ნაყინი. ვინც გასინჯა, ძალიან ისიამოვნა 🙂

wendy's (1)

wendy's (2)

 

გურჯაანი – გემრიელი ნაყინი და საჩუქრები. აი რით მოხიბლა გურჯანმა მომხმარებელი 🙂

gurjaani (1)

gurjaani (2)

 

Рудь – უგემრიელესი უკრაინული ნაყინი აქ თუ დამხვდებოდა ვერც ვიფიქრებდი. ადგილზე ვინც იყო დამეთანხმება, რომ ამ სტენდთან მარტო ნაყინი არ იყო თემა 🙂

rud (1)

rud (2)

 

აქვე სხვა სურათებიც.

ნახეთ რა ხდებოდა და რა ხალხი იყო …

frosty fest (1)

frosty fest (2)

frosty fest (3)

frosty fest (4)

frosty fest (6)4

frosty fest (7)

frosty fest (8)

frosty fest (9)

frosty fest (10)

frosty fest (11)

frosty fest (12)

frosty fest (13)

 

 

თქვენ იქ იყავით?