ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მოსწავლეების საამაყო წარმატება

მოსწავლეების საამაყო წარმატება: 5 მედალი და სიგელები მათემატიკის მსოფლიო ოლიმპიადიდან

მათემატიკის და უცხო ენების სწავლება რომ TOP პრიორიტეტია მე მგონი ამას ახსნა არ სჭირდება! ძალიან საამაყო ფაქტი მოხდა. ამბობენ ბოლო 5 წლის განმავლობაში წელს ამ ბავშვებმა საუკეთესო შედეგები აჩვენესო …

მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები (6 მონაწილე) მათემატიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან IMO 2015 (ტაილანდი, ჩიანგ-მაი) 4 მედლითა და 1 სიგელით დაბრუნდნენ.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ზაურ მეშველიანი (კომაროვის სახელობის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) აღსანიშნავია, რომ იგი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა გასული წლის ოლიმპიადაზეც.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ალექსანდრე საათაშვილმა (თბილისის კომაროვის ფიზიკა–მათემატიკის N199 საჯარო სკოლა), გიორგი ხოსროშვილმა (თბილისის კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა) და გიორგი კლდიაშვილმა (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების და ნ.ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი – ქუთაისი). სიგელის მფლობელი გახდა – საბა ძმანაშვილი (ჩაღლარის საგანმანათლებო დაწებულებების დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი).