ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ეროვნული საქმე: 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ერთ რუკაზე

ეროვნული საქმე: 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ერთ რუკაზე

სრული ინფორმაცია აქაა, კულტურის სამინისტროს საიტზე … მე მხოლოდ მოკლე ინფორმაციას დავდებ …

საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებითა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით შეიქმნა და ინტერნეტში განთავსდა სამხრეთ კავკასიის ინტერაქტიული რუკა http://maps.nekeri.net, სადაც დატანილია აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის საზღვრებში არსებული 102 უმნიშვნელოვანესი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლის სრული დოკუმენტირებული სახე.

ყოველი ძეგლის აღწერა მოიცავს მრავალცენტრიან სფერულ პანორამულ ფოტო სახეს, მდიდარ, სათანადოდ სისტემატიზებულ ფოტოგალერეას (ზოგადი ხედების, დეტალების, ფრესკების, წარწერების, დეკორატიული მორთულობების ამსახველ ფოტომასალას), არქიტექტურულ ანაზომებს, ნახაზებსა და მოკლე საინფორმაციო ტექსტურ ნაწილს. ელექტრონულ ბაზაში ატვირთულია ძეგლების 760 სფერული პანორამული ფოტოსახე და 16 000-მდე ფერადი ფოტო კადრი.

 

ჩაუჯექით, გახსენით რუკა და ისიამოვნეთ …

ეროვნული საქმე: 102 ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი ერთ რუკაზე

 

მადლობა ვინც ყველას, ვინც ეს ეროვნული საქმე მოიფიქრა და შეასრულა!