მარკეტინგი? რა მარკეტინგი, რა საიტი, რის Facebook, რა ბრენდინგი … მარტივად, პლასტმასის ჭურჭელში მოთავსებული 2 ლიტრი ნაყინი კრისტალი, რომელსაც უმარტივესი ეტიკეტი აქვს დაკრული ზემოდან და შემადგენლობის შემცველი სტიკერი ქვემოდან … მაგრამ უგემრიელესიიიიიიიი ნაყინი კრისტალი… თან 6 ლარად … აშკარად ჯოკერია! ყველაფერს ჭრის … და ჩემს გულამდეც გაჭრა გზა … მწარმოებელია შპს კრისტალი. თბილისი, დოდაშვილის 24, ტელ.: 274 50 70 შემადგენლობა: …
განაგრძე კითხვა »რაჭველი და სვანი ჯიხვზე ნადირობენ :)
რაჭველი სვანს ესტუმრება და ჯიხვზე სანადიროდ კლდეებში წავლენ. უცებ რაჭველს ფეხი დაუცდა და გადავარდა. სვანი უყვირის ზემოდან: – როგორ ხარ, ხელი ხო არ მოიტეხე? – არა! – ფეხი ხო არ მოიტეხე? – არა! – აბა, რა მოიტეხე? – დამაცა, კაცო დავეცე! ** სურათზე რაჭველის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »სპეცოპერაცია 3 სასწაულით …
საქართველოს მიერ გამოუყენებელი საექსპორტო პოტენციალის ამ გამოქვეყნებული ანალიზის წაკითხვის შემდეგ ნიაზ დიასამიძის ჰანგების ფონზე ამ ტექსტს ვწერ და ჩემთვის ვფიქრობ … ქართული პროდუქტის ყიდვა კარგად დაგეგმილ სპეცოპერაციას ჰგავს, სადაც 3 სასწაული უნდა მოხდეს. პირველი მაშინ მოხდება, თუ მყიდველმა რაღაცის შეძენისას ქართული ვარიანტი საერთოდ გონებაში მაინც განიხილა; მეორე სასწაული მაშინ ხდება, თუ რაც მას უნდა ის პროდუქტი სავაჭრო ქსელში საერთოდ ნახა; …
განაგრძე კითხვა »რა ოდენობით ღვინის ექსპორტი მოხდა 2015 წლის პირველ 6 თვეში?
სპეციალურად არ ვაკოპირებ მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტიდან. აი ბმული და დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ სათანადო გვერდს. მე მხოლოდ ვიტყვი მთავარს: ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13,706,653 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 39,425,552 აშშ დოლარს შეადგენს. ყველაზე მეტი ბოთლი სად გავიდა? რა თქმა უნდა რუსეთში … 6,555,183 ბოთლი, თითქმის ნახევარი. ამ ციფრებს …
განაგრძე კითხვა »ბარსას ფანი და ოქროს თევზი … :)
ბარსას თავგადაკლულმა ფანმა ოქროს თევზი დაიჭირა. -გამიშვი და სამ სურვილს შეგისრულებ, – შესთავაზა თევზმა. ბარსას ფანს ბევრი არც უფიქრია ისე ჩაუთქვა სამი სურვილი: -პირველი: მინდა რომ ჩემი კლუბი გახდეს ლიგის ჩემპიონი ფეხბურთში. -მეორე: მინდა რომ მაურინიომ თქვას, რომ ჩემი კლუბი ყველა დროის საუკეთესო გუნდიაო. -მესამე: ამ გამარჯვებას მთელი ქვეყანა დიდი ზეიმით აღნიშნავდეს. უცებ ბარსას ფანი გაითიშება. აზრზე რომ მოვა ხედავს: …
განაგრძე კითხვა »დააფასეთ: ქართული წვენი და ჩურჩხელა მელბურნში იყიდება
kar.ge-ზე მიმდინარე კამპანიის – “დაიპყარი მსოფლიო“-ს ფარგლებში დღეს წარმოგიდგენთ სურათებს, რომელთა მოწოდებისათვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამემამულეს – რუსუდან ფროდიაშვილს. სურათები იდეალურად არ გამოიყურება, მაგრამ რაც მთავარია ნაღდია 🙂 ემიგრანტებო და მოგზაურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს …
განაგრძე კითხვა »ოჰ, ეს ფეხბურთი …
ორი ქუთაისელი შეთანხმდა რომელიც პირველი მოკვდება ცოცხალს სიზმარში გამოეცხადოს და უთხრას არსებობს თუ არა ფეხბურთი საიქიოში. მართლაც, გარდაიცვალა ერთი. მეორე ღამეს მეგობარს სიზმარში გამოეცხადა და ეუბნევა: -ორი ამბავი უნდა გითხრა, კაი და ცუდი -მიდი აბა, -ფეხბურთს აქანა ნამდვილად თამაშობენ. აგი კაი ამბავი -აბა, ცუდი რაღააა? -ხვალინდელ მატჩში სასტავში ჩაგწერე, არ დეიგვიანო იცოდე 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂
განაგრძე კითხვა »რატომ უნდა ვიყიდო საირმე?
რატომ უნდა ვიყიდო საირმე? საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით და ქვეყნის ყველა კუთხე ამ მხრივ გამორჩეულია. არ დაგიმალავთ და მინერალურ წყლების ნიუანსებში ამ მომენტში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ kar.ge -დან გამომდინარე მუდმივად ვიღებ ახალ ინფორმაციებს. ყველა კუთხის წყალს თავისი შემადგენლობა აქვს და არაერთხელააა დამტკიცებული, რომ ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. აი ამ გვერდზე ძალიან დეტალურადაა ჩამოყალიბებული რა მინერალების გამოა საირმე განსაკუთრებული. საირმეს ლეგენდა პირველადი წყაროები …
განაგრძე კითხვა »მეფემ ხევსურებს შეუთვალა, იმათ კი … :)
მეფემ ხევსურებს შეუთვალა მიცვალებული მღვდლის გარეშე არ დამარხოთო და რამოდენიმე მღვდელს გაგზავნის. 2 კვირაში ხევსურები ჩამოვლენ მეფესთან და ეტყვიან რომ მღვდლები კიდევ სჭირდებათ. მეფეს გაუკვირდებათ და ჰკითხავს: -ჩემი გამოგზავნილი მღვდლები სად წაიყვანეთო? -როგორც შენ გვიბრძანე მეფეო კაცი უმღვდლოდ არ დაგვიმარხავს და ყველა მკვდარს თითო თითო მღვდელი ჩავაყოლეთო. ** სურათზე ხევსურის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »ხევსურული საღამო, ფოტოები
რამოდენიმე დღის წინ დაანონსებული ხევსურული საღამო დღეს შედგა. ოჯახთან ერთად ვიყავი, ლუდიც მივირთვი, მცირე შესაწირიც ჩავაგდე ჩამოტარებული ყუთშიც და ვისიამოვნე კიდეც … სიტუაციით, განწყობით, გარემოთი … ამ ტიპის ღონისძიებებს ბევრი საუბარი არ შეშვენის, ამიტომ პირდაპირ სურათებს გთავაზობთ …
განაგრძე კითხვა »