ახალი აღმოჩენები ვარძიაში

ვარძია

ვიცით რა kar.ge აუდიტორიის ინტერესი ყველაფერი ქართულის მიმართ, ცხადია ამ ამბის შეტყობინების შანსს ხელიდან არ გავუშვებდით … ვარძიაში ფართომასშტაბიან კვლევითი საქმიანობები გაახლდა და პირველივე შედეგები უკვე გასაოცარია. ახალი გვირაბების სისტემა, ახალი იარუსები, ახალი ქვაბულები, ახალი არტეფაქტები … მოკლედ, დიდი აღმოჩენების პერიოდია ვარძიაში. საქმიანობა კულტურის სამინისტროს თამადობით მიმდინარეობს. ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ გეგმის მომზადებას …

განაგრძე კითხვა »

მოუსვენარი ქუთაისელი …

ქუთაისელი

ქუთაისელი ჩალურჯებული თვალით მივიდა სამსახურში. -რა მოგივიდა კაცო? -ეკითხებიან -უძილობა მჭირს. -მერე? -ღამის 3 საათზე ვრეკავ ხოლმე ტელეფონზე და ვეკითხები – აბა თუ გამოიცნობ ვინ ვარ-მეთქი. -მერე? -წუხელ ერთმა ახვარმა გამოიცნო.  

განაგრძე კითხვა »

თუ სათავე მღვრიეა … ილია ჭავჭავაძე

მღვრიე სათავე, ილია ჭავჭავაძე

“თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა” ილია ჭავჭავაძე, 1837-1907   ჩვენს ირგვლივ თითქმის ყველა დაეთანხმება ამ სიბრძნეს, სიბრძნესაც არა, უბრალოდ მარტივ ჭეშმარიტებას. რომ ჰკითხო გრძელ ანოტაციებსაც მოისმენ ამ თემაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება რეალობა საპირისპიროა. ქართველი, თავისი ცხელი თავქარიანი ბუნებით არას დაგიდევს თანმიმდევრულობას, ცივ გონებაზე აზროვნებას, დაგეგმვას, სტრატეგიას და შედეგი – „წმინდა წყლის ძებნა“ მაშინ, როცა …

განაგრძე კითხვა »

მარშეს შებოლილი სკუმბრია გაგისინჯავს?

შებოლილი სკუმბრია

მე ძალიან მიყვარს შებოლილი პროდუქცია … მისი გემო ბავშვობიდან მახსოვს. ჯერ კიდევ სკოლიდან, როცა ქუთაისის მე-3 სკოლის ბუფეტში 10 კაპიკად პურის ნაჭერზე დადებული ძეხვის ნაჭერს ვყიდულობდი, ან ვერ ვყიდულობდი. მარშეს შებოლილი სკუმბრია ჩვენი გმირია დღეს. 13 ლარი ღირს კილოგრამი. პრაქტიკულად ყველგან შეიძლება შეგხვდეთ. მე უბნის მარკეტში ვიყიდე ჩემს საცხოვრებელთან ახლოს. უგემრიელესია! სიმართლე გითხრათ მაინცადამაინც არ მომწონს თავის წვენში როცაა, ეს …

განაგრძე კითხვა »

მიხოს ჩეჩნები აყაჩაღებენ … :)

ვირეშმაკი ბავშვი

მიხოს ჩეჩნები აყაჩაღებენ. მიხომ რუსული არ იცის, ჩეჩნებმა კიდევ ქართული. თარჯიმნად მიხოს 6 წლის შვილიშვილი ზალიკო დააყენეს. -სკაჟი ემუ, გძე ზოლოტა, პუსტ სკაჟეტ, ატო უბიომ. -რაიო? ეკითხება მიხო ზალიკოს. -ოქროს ითხოვენ და ფულს, თორემ მოგკლავთო. -ოღონდ არ მოგვკლან შვილო, ოქრო და ფული რა ჯანდაბად გვინდა?! უთხარ, რო სახლში იატაკი აჰყარონ და იქა მაქ. -ჩტო ონ გოვორიტ? ეკითხებიან ჩეჩნები ზალიკოს. -გოვორიტ …

განაგრძე კითხვა »

აღმოჩენილი Teliani Valley … ლიტვაში, ვილნიუსში, სავაჭრო ქსელში – Rimi

ეს ორი სურათი ერთმა ჩვენებურმა კაცმა 4 ბოთლი ქართული ღვინის – Teliani Valley შესყიდვამდე და შესყიდვის შემდეგ გადაიღო. საუბარია სუპერმარკეტების ქსელზე Rimi ვილნიუსში, რომლის დახლზეც დევს Teliani Valley. მადლობა დავით ჩიკაშუას ქართული საქმის კეთებისათვის. უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს …

განაგრძე კითხვა »

კამპა ალუბალი, მიირთვით ნექტარი!

კამპა ალუბალი

კამპა ბროწეული ხომ დავაგემოვნე 200 მილილიტრიან შეფუთვაში? ეხლა კამპას „პატარა“ 6 წევრიანი ოჯახის მეორე წევრი მოვიწვიო kar.ge-ზე. გაიცანით კამპა ალუბალი … უგემრიელესია და 70 თეთრი ღირს მხოლოდ; თან ქართულია. მისი ყიდვისას ამ ქვეყნის მოქალაქეს უხდით ხელფასს, ამ ქვეყანაში მომუშავე ბიზნესს ავითარებთ და ამ ქვეყნის გაძლიერებას უწყობთ ხელს. აბა სუფრაზე დიდი ყანწებით სადღეგრძელობის თქმა კი არ არის მარტო „ეროვნული“ საქმე? სადმე …

განაგრძე კითხვა »

საგანგაშო: 6 თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა, იანვარი-ივნისი 2015

ყანწი

მაინც ვწერ, მაინც ვაკეთებ სტატიას, და ვავრცელებ … იქნებ ვინმემ თვალი მოკრას … იქნებ ვინმემ შეისმინოს … იქნებ ვინმე ოდნავ გამოფხიზლდეს … 2015 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4,761,000,000 [4 მილიარდზე მეტი] აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1,082 მლნ. აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 3,680 …

განაგრძე კითხვა »

ქმარი, ცოლი და იბიარდი … :)

ქმარი, ცოლი და იბიარდი

SMS დიალოგი ქმარსა და ცოლს შორის. თემა? ე.წ. იბიარდი … ქმარი: ვსო, გეყო ყველაფრის მითითება რა როგორ უნდა გავაკეთო! ეხლა ძმაკაცებთან ერთად ბარში მივდივარ, დავლევ და შეილება ქალიც მოვხსნა, ამიტომ მოვალ გვიან და მთვრალი. და აბა თუ გამოიცნობ ვინ გამხდის ტუფლებს? ცოლი: პროზექტურის ექიმი!

განაგრძე კითხვა »

დააფასეთ: ნაბეღლავი და ნატახტარი გერმანიიდან გვესალმებიან

რამოდენიმე დღის წინ Facebook-ზე ძრომიალისას ამ სურათს მოვკარი თვალი. ასე დაიწყო ამ კონკრეტული სტატიის ისტორია. მადლობა მანანა ამბროლაძეს, რომელმაც ეს ფოტოც მოგვაწოდა + სხვა მრავალსაც დაგვპირდა გერმანიიდან. აღმოჩნდა, რომ ქართული პროდუქცია გერმანიაში ბევრ ქალაქში იყიდება, ძირითადად რუსულ მაღაზიებში. ეს კონკრეტული პროდუქცია ნაყიდია ქალაქ Friedrichshafen-ში, მაღაზიათა ქსელში MINI MAX. ნაბეღლავი 1,19 ევრო ღირს, ნახევარლიტრიანი ნატახტარი 0,89 ევრო, ლიტრიანი კი 1,19 ევრო. …

განაგრძე კითხვა »