სვანმა პირველად წაიყვანა ცოლ-შვილი ზღვაზე. ოჯახი აღტაცებულია, სიხარულს ვერ მალავს ვერცერთი. შვილი: დედაა! შეხედე, შეხედე რა ჩქარა გარბის კატერი! დედა: ისეთი გიჟი რომ მოგსდევდეს თხილამურებით შენ უფრო ჩქარა გაიქცეოდი! მამა: ამ იუმორის ორიგინალში მამა არაფერს ამბობს, მაგრამ ვატყობ შეიძლება რამე ორიგინალურის მოფიქრება თუ გამოჩნდება ვინმე მოქნილი გონების მკითხველი 🙂 ქვემოთ მიაწერე კომენტარში რას ათქმევინებდი მამას 🙂 ისეთი უნდა იყოს …
განაგრძე კითხვა »აღმოჩენა: Fotorator – ქართული ინოვაციური ფოტო ბეჭდვის კიოსკი
2 დღის წინ მეგობართან ერთად შეხვედრაზე მივდიოდი. გზაში მიყვებოდა … რაღაც საქმეზე მივედიო დღესო; ოფისი ძალიან მაგარი, რაღაც ინოვაციური პროგრამა არისო, მგონი საქართველოს ბანკის პროგრამის დაფინანსებითო, სტარტაპები ინოვაციურ რაღაცეებს ქმნიანო. ერთი ვნახე რაღაც ძალიან მაგარი ფოტოების გადასაღები დანადგარი იყოო … მე კი ჩავეძიე, მაგრამ სახელი არ ახსოვდა … გუშინ ღამით კი Facebook-ში აღმოვაჩინე ეს ძალიან მაგარი „რაღაც“ – ფოტორატორი / …
განაგრძე კითხვა »კამპა ბროწეული, მიირთვით ნექტარი!
ამ ტექსტის წერის მომენტში მე არ ვიცი მეორე ქართული კომპანია, რომელსაც 200 მილილიტრიან პაკეტებში აქვს ჩამოსხმული სხვადასხვა ხილის ნექტარი. კამპა ბროწეული რამოდენიმე დღის წინ გუდვილში შევიძინე 70 თეთრად. ცხადია იქვე დახლიდან ამაყად იჯგიმებოდნენ უცხო ტომის წარმომადგენელი წვენები, ნექტრები, წვენები, თუ რა ვიცი კიდევ რა, მეპრანჭენ, თვალიც ბევრჯერ ჩამიკრეს, მაგრამ … მაგრამ „არ გაუვიდათ“ … კამპას ამ სერიის 6 სხვადასხვა არომატის ნექტარი …
განაგრძე კითხვა »უნიკალური ბახმარო გაახლებული ბოთლით და პრემიუმ შეფუთვით
არ დაგიმალავთ და სასტიკად ვბრაზდები დახლზე იმპორტულ წყალს რომ ვხედავ … ე.ი. იყიდება კიდეც, ე.ი. ვიღაც ყანწპატრიოტი ყიდულობს კიდეც … ამიხსენით, წყლით მდიდარ ქვეყანაში იმპორტული წყალი მომხმარებელმა რატომ უნდა იყიდოს? ბახმარო – ამ წყლის დადებითი თვისებების შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ უკვე ვიცი [აი აქედან]. მეტიც, ვიცი მთავარი – ქართულია & კარგია! მით უმეტეს როცა ვხედავ როგორ ვითარდება კომპანია წყალი მარგებელის ხელში. ეს …
განაგრძე კითხვა »ცოლი, ქმარი და საყვარელი … … :)
კაცს საყვარელი იმავე კორპუსში ჰყავს, სადაც ცხოვრობს, ოღონდ სხვა სადარბაზოში. ერთხელაც საყვარელი აუტყდა გინდა თუ არა ჩემთან დარჩი ღამითო. -აბა როგორ? ჩვენ ხომ ერთ კორპუსში ვცხოვრობთ? -იცი რა ქენი? სახლში თქვი რომ მივლინებაში მიდიხარ 2 კვირით, ჩაჯექი ტაქსში, მოიყვანე ჩემს სადარბაზოსთან ამოდი და ეს 2 კვირა ერთად გავატაროთო. კაცსაც ჭკუაში დაუჯდა საყვარლის დარიგება, მივარდა სახლში, ჩაალაგა ჩემოდანი, გამოიძახა ტაქსი, ცოლს …
განაგრძე კითხვა »დააფასეთ: ქართული ღვინო ლიტვაში იყიდება (y)
ერთ დღესაც ვილნიუსში, ლიტვაში მაცხოვრებელი ერთი ჩვენებური კეთილი ადამიანი სუპერკეტების ქსელ Maxima-ს სტუმრობდა და ქართული ღვინო აღმოაჩინა. ახსოვდა რა მას kar.ge-ზე მიმდინარე კამპანია – დაიპყარი მსოფლიო, სურათი გადაუღო და … მოკლედ … ამ გრძელი მადლობის ადრესატია დავით ჩიკაშუა, რომელმაც ეს ფოტოდასტური გამოგვიგზავნა. უცხოეთში მაცხოვრებელო ან მოგზაურო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. ერთად დავიპყროთ მსოფლიო … საზღვარგარეთ გაყიდული …
განაგრძე კითხვა »ნაყინის ფესტივალი 2015 მთაწმინდის პარკში. 19 ივლისი, კვირა, 14:00
ნაყინი გიყვარს? ჰოდა მოდი ნაყინის ფესტივალზე … ორგანიზატორი – მთაწმინდის პარკი ყველაზე გრილ და მხიარულ დღეს გვპირდება! 1. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზარზე არსებული ნაყინის მწარმოებელი კომპანიები 2. ფესტივალში მონაწილე ნაყინის კომპანიები წარადგენენ თავის პროდუქციას. 3. გაიმართება შეჯიბრებები, სახალისო თამაშები და უამრავი სხვა გასართობი აქტივობები. სრული და განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ, Facebook Event-ის გვერდზე. kar.ge საქმისთვის მაინტერესებს რამდენი ქართული …
განაგრძე კითხვა »უკაცრავად და, ეს კრეკერი ერთდროულად მარილიანი და ტკბილი როგორაა?
სანდომის მარილიანი კრეკერი დღეს ჩამივარდა ხელთ. 1.2 ღირს ჩვეულებრივ მარკეტში ეს 200 გრამიანი პაკეტი [კარგი ფასია სხვათა შორის]. თან სამარხვოა. იმდენად აშკარად მომხვდა თვალში დაშვებული შეცდომა, რომ „რიგში არ ჩავსვი“, ეგრევე დავწერე ეს მიმოხილვა და დღესვე ვაქვეყნებ. მწარმოებელია შპს ვასაძის პური. ბრენდი – სანდომი. ვებსაიტი არ აქვს, Facebook გვერდი ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ არააქტიურია. ეხლა რაშია საქმე და რაშია იაღლიში … …
განაგრძე კითხვა »რობოტი, რომელიც ქურდებს იჭერს … :)
იაპონიაში გამოიგონეს ინოვაციური რობოტი, რომელიც ქურდებს ელვის სისწრაფით იჭერს. გადაწყვიტეს მისი შემოწმება და სხვადასხვა ქვეყნებში და ქალაქებში სამუშაოდ გაუშვეს. -ამერიკაში 5 წუთში 100 ქურდი დაიჭირა. -იტალიაში 5 წუთში 150 ქურდი დაიჭირა. -ქუთაისში 5 წუთში მოიპარეს და ჯართში ჩააბარეს 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂
განაგრძე კითხვა »როგორ იბადება ფუტკარი? საოცარი 64 წამიანი ვიდეო
ანანდ ვარნა, National Geographic-ის ფოტოგრაფია, რომელმაც 21 დღე დახარჯა ამ საოცრების გადასაღებად. ფუტკარი – სიცოცხლის დაბადება … ჭიიდან მწერამდე. ფუტკრის დაბადების ეს გასაოცარი ვიდეო TED-ზე 11 მაისს აჩვენეს. გამოსვლის თემა იყო ფუტკრის პოპულაციის შემცირების პრობლემა, რაც სერიოზულ საფრთხეს მოასწავებს ადამიანებისათვის.
განაგრძე კითხვა »