ბუღალტერი, ბავშვი და გოგრა

ბუღალტერი

ბუღალტერი თავის 4 წლის ბავშვს კონკიას ზღაპარს უკითხავს. ბავშვი ყურადღებით უსმენს. იმ ადგილის წაკითხვის შემდეგ, სადაც გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, მამას ეკითხება: -მამა, როცა გოგრა ოქროს კარეტად გადაიქცევა, ეს როგორ იქნება კლასიფიცირებული, როგორც შემოსავალი თუ როგორც ქონების ღირებულების გაზრდა?   PS ისე, რა პასუხი აქვს ამ შეკითხვას? მართლა ვკითხულობ …   ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

24-25 ნოემბერი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის კონფერენცია

თხილი

ინფორმაციის წყარო: REAP   24 ნოემბერს, ქ. ანაკლიაში, სასტუმრო “ოქროს საწმისში” და 25 ნოემბერს, ქ. ზუგდიდში, რესტორან “სამეფოში” საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის პირველი ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება. ასოციაცია დაფუძნდა 2013 წელს და დღეისათვის 700-ზე მეტ ფერმერს ითვლის. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებული ცოდნის ამაღლება, თხილის ხარისხის გაუმჯობესება და წარმოების გაზრდა. ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ …

განაგრძე კითხვა »

მიხო სკოლაში

მიხო სკოლაში

მიხო სკოლაში დაიბარეს თავისი შვილის გამო. მასწავლებელი: -იცით, თქვენმა შვილმა ბოზი მიწოდა … მიხო [შვილს მიუბრუნდა]: -არ გრცხვენია? მასწავლებელი გასწავლის, შენთვის წვალობს რომ კაცი გამოხვიდე, ზრუნავს … რა შენი საქმეა სამსახურის მერე რას აკეთებს? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე კახელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

იმერელს ეკითხებიან

იმერელი

იმერელს ეკითხებიან:   -წერეთელი უფრო მოგწონს თუ ჭავჭავაძე? -რა თქმა უნდა ჭავჭვაძე! -კახელი ხარ ალბათ. -არა, იმერელი. -მაშინ წერეთელს რატომ გირჩევნია ჭავჭავაძე? -ჭავჭავაძე მაინც ვაკეა, რა …   ** სურათზე იმერელი პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ქართული ღვინოების დიდი წარმატება ჰონგ-კონგში … მაგრამ ეს ნახეთ …

hongkong-ღვინო

ნებისმიერი ასეთი წარმატება დასაფასებელია! და სწორედ ამიტომ ვაჟღერებთ ამ ინფორმაციას kar.ge-ზე! ჰონგ-კონგის ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე – „HKTDC – Hong Kong International Wine and Spirits Fair 2015” – კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ ღვინომ „საფერავი 2011“ ორი უმაღლესი ჯილდო (გრანპრი ნომინაციაში „საუკეთესო რეგიონალური ღვინო აღმოსავლეთ ევროპაში“ და ოქროს მედალი) მოიპოვა. ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა ამავე კომპანიის ღვინო „მუკუზანი 2011“. ეს …

განაგრძე კითხვა »

ფოსტალიონი მკვდარი

მკვდარი გურული

მოკვდა გურული. გასვენებაში ოჯახის წევრები ტირიან. [ცოლი]: -მამაი მომიკითხე … [შვილი]: -ბებიე მომიკითხე … [ძმა]: სანდრო არ დაგავიწყდეს … [გასვენებაში მისული ნაცნობი]: -აი ბიძია მკვდარია თუ ფოსტალიონი? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ქალბატონი „ელოდება“ …

ქალიშვილი

45 წლის ქალბატონს ეკითხებიან: – ქალბატონო, რატომ არ ხართ ამ დრომდე გათხოვილი ? – იცით რაშია საქმე. მე ისეთ მამაკაცს ველი, რომელიც განსაკუთრებული იქნება. რომელსაც არა ჩემი სხეული, ჩემი ფული და კავშირები, არამედ ჩემი სული დააინტერესებს ! – ქალბატონო, თქვენ რა … ეშმაკს ელით? 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »

ღვინის ექსპორტის ციფრები გაინტერესებთ?

winexpo2015

საინტერესო მონაცემები აღმოვაჩინე ღვინის ეროვნული სააგენტოს საიტზე, რომელსაც წყაროს მითითებით და ფორმატის მცირეოდენი ცვლილებით [ადგილად საკითხავი რომ გამხდარიყო] აქვე გაწვდით: სააგენტოს მონაცემებით, 2015 წლის განვლილი 10 თვის განმავლობაში, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28,101,431 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც თანხობრივად 77,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 87%-იანი მატება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩინეთის ბაზარზე, სადაც საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 1,8 მლნ ბოთლზე მეტი ქართული …

განაგრძე კითხვა »

ლიტვაში, ვილნიუსში თბილისის სკვერი გაიხსნა

თბილისის სკვერი

ლიტვაში, ვილნიუსში, 4 ნოემბერს თბილისის სკვერი გაიხსნა … ამ საქმეში ცხადია საქართველოს საელჩოს ლომის წილი მიუძღვის … და პირადად ქალბატონ ელჩს – ხათუნა სალუქვაძეს … სხვაგვარად ასეთი რამ არ ხდება ხოლმე … დიდი მადლობა დავით ჩიკაშუას, რომელმაც მისივე ტელეფონიდან გადაღებული ეს ფოტოები ლიტვიდან მოგვაწოდა… kar.ge-ზე უფრო ქართულ გამარჯვებებზე, კომპანიებზე და ქართულ პროდუქტებზე ვწერთ ხოლმე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვეყნების მეგობრობას, ქალაქების …

განაგრძე კითხვა »