ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ნინო სალუქვაძე

გილოცავთ! ნინო სალუქვაძემ „რიო 2016“ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

იმ დროს როცა თბილისში პაპანაქება ზაფხულში ახალგაზრდული ოლიმპიური ციებცხელება დაიწყო სლოვენიიდან ძალიან სასიხარულო ამბავი მოვიდა, ოღონდ ცოტა სხვა „ფრონტიდან“ – ნინო სალუქვაძემ რეკორდული – მისთვის მე-8 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა, და მას უკვე 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის უფლება აქვს.

საოცარი ამბავია! ოფიციალურად ეს გახლავთ 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის პირველი ლიცენზია, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა მიიღეს. ნინო სალუქვაძემ 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლაში მოიპოვა ეს ლიცენზია.

მთელ საქართველოს და მთელი საქართველოს სახელით მივულოცავ ცოცხალ ლეგანდას – ნინო სალუქვაძეს რიო 2016 ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებას!

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი