ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
კახური საზამთრო

იყიდეთ ნაღდი კახური საზამთრო!

აი ეს უგემრიელესი კახური საზამთრო რომ არ მეყიდა უბრალოდ არ შემეძლო მიუხედავად იმისა, რომ kar.ge-ზე ვცდილობ მხოლოდ სავაჭრო ქსელში წარმოდგენილი ბრენდირებული პროდუქცია დავდო. თან, ხედავთ როგორი “დაბრენდილია” 🙂

წელს კახეთში უჩვეულოდ კარგი საზამთროს მოსავალი მოსულა. უმაღლესი ხარისხის კახური საზამთარო ბაზარში 35 თეთრი ღირს. გარდა იმისა, რომ გემრიელია, გემრიელად ხრამუნობს ჭამის დროს, კანი თხელი აქვს და დიიიიდებია. ეს ძმობილი თითქმის 14 კილონიანია. ყველაზე წონიანი პროდუქტია, რომელიც კი ჩემს გადასაღებ მაგიდაზე მოხვედრილა 🙂

თუმცა არის კიდევ ერთი ნიუანსი, რის გამოც ეს ნაღდი კახური საზამთრო ვიყიდე, რომელსაც ბევრ ადგილას ვერ შეხვდები. გამყიდველები არიან ახალგაზრდა ბიჭები. უფრო სწორად ნორმალურაზე ზედმეტად მოწესრიგებული ახალგაზრდები [ყველა გაგებით]. ეჭვი მაქვს ეს შემთხვევითი არ არის და მათი ხელი ამ პროდუქტის წარმოებაშიც ურევია, რაც ძალიან მახარებს.

მე პირადად ვფიქრობ, რომ ჩვენს რეალობაში ისეთ დროს ჩამორჩენილ სეგმენტში როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობაა, მხოლოდ მონდომებული ახალგაზრდების ახალი სისხლი თუ შეცვლის რამეს! ჩემს მიერ დახარჯული ფულით კი სწორედ ასეთ ბიზნესი წავახალისე დღეს!