ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
იფქლის თეთრი პური

იფქლის თეთრი პური – გულით გამომცხვარი!

ზემოთ სურათს ახედეთ …

იფქლის თეთრი პური ჩემი ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარია და ეს პატივი მან თავისი ხარისხით დაიმსახურა!

ქართველები პურის მჭამელი ხალხი ვართ! პირდაპირი და გადატანითი გაგებითაც. იფქლი კი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია უკვე მრავალი წლის ისტორიით. რომ დავფიქრდი, ეს თეთრი პური ყველაზე ხშირად მოხმარებადია ჩემს ოჯახში ყველა იმ პროდუქტთან შედარებით, რომლებიც კი ოჯახში გვიყიდია და შემდეგ kar.ge-ზე გამიშუქებია.

ეს თეთრი პური დაახლოებით 540 გრამიანია და 90 თეთრი ღირს. იმ პურებს შორის, რომლებიც ჩემს სახლთან მარკეტში დახლზე დევს, ეს ყველაზე ძვირია მე მგონი, მაგრამ ხარისხში უნდა გადაიხადო კიდეც. შეფუთვა ძალიან მომწონს, ქაღალდის და ცელოფნის კომბინაციაა, პური შიგნით არ შეიხუთება. შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის თანახმად იფქლი დღეისათვის 31 სახეობის პურსა და 35 სახეობის ფუნთუშეულს აწარმოებს.

მომწონს ასევე ის, რომ ვებსაიტი აქვს ნორმალურ მდგომარეობაში და Facebook გვერდი აქვს საკმაოდ აქტიური. მოგეხსენებათ ეს ორი ქართული კომპანიების აქილევსის ქუსლია. „გარედან“ რომ შევხედოთ ბრენდი მშვენივრად გამოიყურება.

და ბოლოს მინდა გაგანდოთ პურის მოხმარების ჩემეული მეთოდი …

აი ეს ერთი 540 გრამიანი პური მე ერთს მეყოფა მინიმუმ 2 დღე. რა თქმა უნდა ცხელი ლავაში მეც მიყვარს და ულაპარაკოდ იფ … იფ … იფ … ბლომადაც მივირთმევ თუ ჩავუჯექი. დაჭრილი პური კი მირჩევნია ჯერ ოდნავ დაძველდეს, დახმეს და მერე მივირთვა [2 დღიანი დაძველებით]. გამაგრებული პური დასაღეჭადაც უფრო მსიამოვნებს და გემოსაც უფრო ვატან.

პურისმჭამელებო, გაგვიზიარეთ თქვენ როგორ ჭამთ პურს?