ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ვარძია

ახალი აღმოჩენები ვარძიაში

ვიცით რა kar.ge აუდიტორიის ინტერესი ყველაფერი ქართულის მიმართ, ცხადია ამ ამბის შეტყობინების შანსს ხელიდან არ გავუშვებდით …

ვარძიაში ფართომასშტაბიან კვლევითი საქმიანობები გაახლდა და პირველივე შედეგები უკვე გასაოცარია. ახალი გვირაბების სისტემა, ახალი იარუსები, ახალი ქვაბულები, ახალი არტეფაქტები … მოკლედ, დიდი აღმოჩენების პერიოდია ვარძიაში. საქმიანობა კულტურის სამინისტროს თამადობით მიმდინარეობს.

ვარძიაში დაწყებული კომპლექსური კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები საფუძვლად დაედება ვარძიის მენეჯმენტ გეგმის მომზადებას და ძეგლის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სრულფასოვან წარდგენას. ცხადია ეს დამატებით გააქტიურებს ვარძიის მიმართულებით ტურისტების ნაკადს.

მოკლე ინფორმაცია ნახეთ ვიდეოში:

 

უფრო დეტალური ინფორმაცია აღმოჩენების შესახებ კი შეგიძლიათ იხილოთ Rustavi2-ის გვერდზე განთავსებულ ვიდეოში.