გაიცანით ინგლისში ქართველების ოჯახის მიერ დაფუძნებული “Caucasian Spice Box” – პირველი ქართული და კავკასიური „Street Food“ კომპანია ბრიტანეთში, რომელიც ბიზნესის გასაფართოვებლად საქართველოდან ექსპორტისათვის ეძებს შემდეგ ხარისხიან პროდუქციას: ჩურჩხელა, ტყემალი, ჩამიჩი, კაკლის მურაბა, სულგუნი, თაფლი, მოცვის მურაბა, ბოთლის ღვინო და ქვევრის ღვინო. ქ-ნი ქეთი მაღლაკელიძე, ადამიანი, რომელმაც საქმე მეუღლესთან ერთად ინგლისში წამოიწყო, რამოდენიმე დღის წინ შეგვეხმიანა. და რა იქნებოდა იმაზე კარგი, …
განაგრძე კითხვა »„იყიდე ქართული – დაეხმარე ბავშვებს“ – 30 დეკემბრის აქციის შედეგები
სულ ერთი საათი დარჩა 2016 წლის შემობრძანებამდე. წლის მისია მოვიხადე – გოზინაყი უკვე გავაკეთე, ამიტომ მეც თავისუფალი ვარ და გადავწყვიტე ერთ კეთილი საქმის შედეგი გამომეტანა სააშკარაოზე, რომელსაც სამმა ახალგაზრდამ გაუწია ხელმძღვანელობა. გუშინ ერთი ძალიან კარგი აქცია დავაანონსეთ – „იყიდე ქართული – დაეხმარე ბავშვებს“, რომელიც გუშინვე შედგა. აქციის ფარგლებში ახალგაზრდების გუნდი დიღმის გუდვილში მყიდველებისგან მათ მიერ ნაყიდ ქართულ პროდუქციას აგროვებდა ბავშვთა …
განაგრძე კითხვა »ბრწყინვალე ფინალური დღე – დღე #30, 30 დღიანი გამოწვევა
უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ჩვენს საერთო ინიციატივაში – 30 დღიან გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა და თუნდაც ერთი ქართული პროდუქტის სურათი განათავსა მოძრაობა kar.ge-ს Facebook გვერდზე. განსაკუთრებული მადლობა კი იმ ადამიანებს, ვინც ბოლომდე პირნათლად შეასრულა ყველა დღის ამოცანა. ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. ასევე უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომელთაც იდეა მომაწოდეს და ერთობლივად არა მარტო ქართული პროდუქტი ვიყიდე და 30 დღიანი …
განაგრძე კითხვა »TESC: ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვები სამ სავაჭრო ცენტრში
ხელნაკეთ სუვენირულ პროდუქციას საქართველოში ძალიან ბევრი ამზადებს. მაგრამ ცოტა მათგანი თუ ახერხებს საკუთარი ნამუშევრების წარმოჩენას, კიდევ უფრო ცოტა კი გაყიდვას. სუვენირებად საქართველოში ყოველთვის იყიდებოდა ხმლები, ღვინო, ეროვნული ქუდები, და ა.შ. მაგრამ ამ საქმის პოპულარისების სერიოზული კამპანია მე არ მახსენდება. ანდა ვის უნდა გაეკეთებინა? მცირე მეწარმეს ამის ცოდნა, უნარები და ფული არ აქვს … მხოლოდ ერთეულები თუ გაბრენდნენ ამ თემაში, ისიც …
განაგრძე კითხვა »ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა ქარვასლაში
ამ წინასაახალწლო პერიოდში თითოეული ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი „თავსატკივარი“ საჩუქრებია. გამოვიცანი? საჩუქრად ხელნაკეთი ნამუშევრის მიტანაზე გიფიქრიათ? ჰოდა სწორედ ამიტომ ამ დღეებში მიმდინარე ხელნაკეთი სუვენირული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას ვეწვიე გუშინ სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში, რომელიც 25 დეკემბერიდან დაწყებული საახალწლო ღონისძიებებს მასპინძლობს. ვესტუმრე, დავასურათე, ხელოვანი ხალხი გავიცანი და რამოდენიმე ფოტო თქვენთვის გადავიღე. დაათვალიერეთ ეს სილამაზე … და თუ რომელიმე ნამუშევრის შეძენა დაგაინტერესებთ, ქვემოთ Facebook კომენტარში …
განაგრძე კითხვა »აქცია „იყიდე ქართული – გახდი ქველმოქმედი“ დღეს, 15:00-დან დიღმის გუდვილში
ძალიან მაგარი აქციის შესახებ მინდა გითხრათ … ასე რომ, მოემზადეთ 🙂 გუშინ ჩემი Facebook მეგობარი თათია ქართველიშვილი შემეხმიანა და ერთი მეტად საინტერესო აქციის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ინოვაციური მეწარმოების სკოლის ინიციატივით ტარდება ორ თვიანი ტრენინგები 100 მსურველისთვის. შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მონაწილეები 3 კაციან ჯგუფებად დაყვეს და მისცეს 4 თემა, რომლიდანაც ერთ-ერთზე უნდა გაეკეთებინათ პროექტი. ამ …
განაგრძე კითხვა »ქირურგი პალატაში შემოვლაზე
ქირურგი პალატაში შემოვლაზე. უკან სანიტარი მიყვება ნაჯახით ხელში. ქირურგი სინჯავს პირველ ავადმყოფს და სანიტარს ეუბნება: – მარჯვენა ხელი! სანიტარი – ბრახ! – აჭრის მარჯვენა ხელს. ქირურგი სინჯავს მეორე ავადმყოფს. – მარცხენა ხელი! სანიტარი – ბრახ! მესამეს: – მარჯვენა ფეხი! – ბრახ! – ფეხი-მეთქი! – ბრახ! – მარჯვენა-მეთქი! – ბრახ!
განაგრძე კითხვა »სერველადი მითანასაგან – დღე #29, 30 დღიანი გამოწვევა
ეს დიდებული კალათა მითანას 26-27 სექტემბერს ჰქონდა წარმოდგენილი. იმდენად ეფექტური სურათია, რომ უარი ვერ ვუთხარი ამ გამოწვევის სტატიის მთავარი სურათის პოზიციაზე. ჩემი ნაყიდი და გადაღებული სურათი კი აქვეა, მოკრძალებულად, ქვემოთ … სერველადი არ მეგულება ხორციმჭამელი რომელსაც ძეხვი არ უყვარს. სერველადი ძეხვების მეფედ თუ არ ჩაითვლება, ძეხვეულის ოჯახში თავისი ადგილი ნამდვილად ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მაინც უჭირავს. მწარმოებელია მითანა, რომელიც ჩვენს მიერ …
განაგრძე კითხვა »აქლემების პროფილაქტიკა
ჭიჭიკია და ბიჭიკია უდაბნოში აქლემების პროფილაქტიკას გახსნიან. მოდის ერთ დღეს ბედუინი, მოაკვანჭილებს აქლემს და ჭიჭიკიას ეუბნება: -ეს ჩემი ქარავნის წინამძღოლი აქლემი იყო და რა დაემართა ვერ გავიგე. ეშველება რამე? -შემოაგდე იამაზე აბა? ჩავა ჭიჭიკია იამაში, დაქაჩავს *ვერებზე და აქლემი გავარდება ტყვიასავით. -აბა როგორ მოგწონს, ნახე რას იწევს? -კი, კარგად იწევს, მაგრამ იმას რა დაეწევა ახლა? -შემოდი იამაზე შენც… შეაყენებს ბედუინს …
განაგრძე კითხვა »რა იყიდებოდა ფერმერული ნაწარმის წინასაახალწლო ბაზრობაზე 26-27-ში?
მოძრაობა kar.ge ორივე ხელით, ვებსაიტით, Facebook გვერდით და ყველა თავისი რესურსით მხარს უჭერს ამ ტიპის ღონისძიებებს. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოში ბევრი გვაქვს ხარისხიანი პროდუქტი. თუ მყიდველებისათვის მიწოდებაც შესაბამისად მოხდება, იგი გაიყიდება და თან ისე, რომ სერიოზულ მოგვერდსაც კი გაუკეთებს იმპორტს. 26-27 სექტემბერს ბუკიას ბაღში გადასარევი ხალხის მიერ ორგანიზებული გადასარევი ღონისძიება შედგა. რეალურად ეს იყო ფერმერთა ბაზარი. ქვემოთ 36 სურათზე კარგადაა …
განაგრძე კითხვა »