ოოო … თუ ეს არ გაგისინჯავთ ჯერ, აუცილებლად გამოასწორეთ შეცდომა … 8,5 ლარი ღირს კილოგრამი ეს კაკალი ნამცხვარი. გარანტიას გაძლევთ ბავშვებს ვერ მოპირავთ … კაკალი ეს სახელი პირობითია, არც კი ვიცი ზუსტად რა ჰქვია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ რაც ეს ნამცხვარი პირველად გავსინჯეთ მთელმა ოჯახმა [ეს 26-27 სექტემბერის გამოფენა გაყიდვაზე მოხდა ქარვასლაში], იმის შემდეგ ჩვენს ოჯახში მეტად ხშირად გვსტუმრობს …
განაგრძე კითხვა »ალაზნის ველი, KTW – დღე #27, 30 დღიანი გამოწვევა
ღვინო მიყვარს! ოღონდ ბოთლის … ბოთლის ღვინოებს შორის კი წითელს და ნახევარტკბილს უფრო ვეძალები … სწორედ ასეთია კახური ტრადიციული მეღვინეობის მიერ წარმოებული ალაზნის ველი, რომელიც პირადად ჩემი 30 დღიანი გამოწვევის 27-ე დღის მშვენებაა! თქვენ რომელ ღვინოს უფრო ეძალებით? ქვევრის თუ ბოთლის? კონკრეტულად რომელს?
განაგრძე კითხვა »აირჩიე ქართული გუდვილში, ფოტოკოლაჟი
გუშინ, 26 დეკემბერს გუდვილში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ორგანიზaტორი – აირჩიე ქართული. საორგანიზატიო გუნდმა აშკარად გული და სული ჩადო საქმეში, რომელიც ძალიან პატრიოტულია და რომელიც ძალიან უყვართ. რა თქმა უნდა ვესტუმრე, ბევრი მეგობარი ვნახე, ახლებიც გავიცანი და ფოტოები გადავიღე, რომელთაც აქ გთავაზობთ. კარგი იქნება თუ დღეს, 27 დეკემბერს მოახერხებთ და გუდვილში მიხვალთ. თქვენი თვალით ნახავდით ყველაფერს. ხოლო თუ რამეს იყიდით, …
განაგრძე კითხვა »27 დეკემბერი – Flea Market მთაწმინდის პარკში
Flea Market იცით რა არის? ოოო … პირველად ამ ღონისძიებაზე წელს ზაფხულში ვიყავი და ნამდვილად მოვიხიბლე იმით, რაც იქ ვნახე. ეს იყო ძალიან თავისუფალი თავყრილობა დედაენის ბაღში, სადაც მე ვნახე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და ძალიან ბევრი საინტერესო ხელნაკეთი ნივთი. მთავარი იდეა, როგორც მე მივხვდი არის შემდეგი: ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია იქ მიიტანო ნებისმიერი ნივთი და გაყიდო! დიახ, გაყიდო! დღეს, 27 …
განაგრძე კითხვა »ექსტრა – ჭურჭლის სარეცხი საშუალება [ქართული]- დღე #26, 30 დღიანი გამოწვევა
ცოტა ვინმეს წარმოუდგენია ასეთი რამ, მაგრამ ფაქტია … საქართველოში სარეცხი და საპრიალებელი საშუალებებიც იწარმოება. ეს არის კომპანია – მედა ბრაითი, რომელიც არა მხოლოდ 18-20 დეკემბერის გამოფენა-გაყიდვაზე იყო წარმოდგენილი ქარვასლაში, არამედ ჩვენსა და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ორგანიზებულ პირველი გამოფენა-გაყიდვაშიც მონაწილეობდა, რომელიც 26-27 სექტემბერს ჩატარდა ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში. დღეს კომპანიის წარმოებული ერთ-ერთი პროდუქტი მინდა გაგაცნოთ. ექსტრა ექსტრა ჭურჭლის …
განაგრძე კითხვა »აირჩიე ქართული – გამოფენა-გაყიდვა გუდვილში 26-27 დეკემბერს [უკვე მეექვსედ]
წყარო. ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი მოთამაშეა კარგი ქართული საქმის პოპულარიზების საქმეში. „აირჩიე ქართული“ ის გამოფენა-გაყიდვაა, რომელიც ერთადერთი ტარდებოდა 2013-2014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა მე არცერთ მსგავს ღონისძიებას არ ვტოვებდი იქნებოდა ის გუდვილში, ექსპო-ჯორჯიაში თუ სხვაგან. შარშან დეკემბერში მხოლოდ აირჩიე ქართული აქტიურობდა, წელს კი უკვე რამოდენიმე ინიციატივაა ამ სფეროში. კარგია, რაც მეტი, მით უკეთესი! საქმე დიდია და გასაკეთებელი …
განაგრძე კითხვა »კარაქი „ნაგემი“ – დღე #25, 30 დღიანი გამოწვევა
დღეს ჩვენი ერთობლივი გამოწვევის 25-ე დღეა. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ მომენტამდე მოგვყვება. ამ საღამოს 22:00-ზე, იმ დროს როცა ჩვეულებრივ 30 დღიანი გამოწვევის სტატიას ვაქვეყნებ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ვიქნები, სადაც ქ-ნი ნინო ზაუტაშვილის მიერ ქართული პროდუქტების და ქართული წარმოების თემაზე გაკეთებული საათნახევრიანი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ვარ. ჰოდა ერთი კარგი საქმის გამო მეორე კარგი საქმე რომ არ დაზარალდეს ამ პოსტს …
განაგრძე კითხვა »ატეხილი ძროხა
კახელი ქალი გათხოვდა გურიაში. ერთ დილას ხედავს დედამთილს თოკით ძროხა მიჰყავს. -სად მიგყავს ძროხა ამ დილაადრიან? – ეკითხება რძალი. -ატეხილია და ფერმაში მიმყავს ბუღასთან -შორსაა? -ასე, 3 კილომეტრში. -მერე მაგის გულისთვის ასე შორს როგორ მიგყავს?! [არ ანებებს თავს რძალი] -შე ქალო, მაგის გულისთვის შენ 400 კილომეტრზე ჩამოხვედი და 3 კილომეტრია შორი? :))))))))))) ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/
განაგრძე კითხვა »ქართველი კაცის ხასიათი
“აი ქართველი კაცის ხასიათი. ან უსაფუძვლო იმედი, ან უკიდურესი სასოწარკვეთა” დავით სარაჯიშვილი, 1848-1911 ჩვენს მექსიერებაში შემონახულ ისტორიას თუ გავიხსენებთ მე მგონი უსაფუძვლო იმედების და უკიდურესი სასოწარკვეთის მაგალითების ბლომად გახსენება შეიძლება ბოლო 25 წლის განმავლობაში. როგორც ჩანს დავით სარაჯიშვილმა მშვენივრად იცოდა ქართველი კაცის ხასიათი.
განაგრძე კითხვა »Delicato, ქეითერინგი – დღე #24, 30 დღიანი გამოწვევა
ოფისების კვება, ლანჩი, coffee break, ფურშეტის ორგანიზება ან ქეითერინგ მომსახურება ადვილი საქმე არ არის. რაც არ უნდა გამოცდილი ორგანიზატორი იყოთ მაინც საჭიროა გვერდში მდგომი კომპანია, რომელსაც დაეყრდნობი და რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და სადაც ხარისხი ფასზე მაღალია. სწორედ ერთი ასეთი კომპანია გვინდა დღეს წარმოგიდგინოთ. Delicato საკვების მიმართ მე პირადად სერიოზული მოთხოვნები მაქვს – იგი ჩემს 5-ვე …
განაგრძე კითხვა »