ახალი წელი ქარვასლაში – ღონისძიებათა ანონსი

ახალი წელი ქარვასლაში - ღონისძიებათა ანონსი

ახალი წელი … განწყობა … ქეიფი … ხალისი … ამ ყველაფერს ბლომად გისურვებთ 2016 წელს! სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა წელს განსაკუთრებულად მოემზადა საიმისოდ, რომ ყოველ სტუმარს ადგილზე სადღესასწაულო განწყობა და გარემო დახვდეს. მზადება დეკემბერის დასაწყისიდან დაიწყო. ჯერ მოეწყო ულამაზესი დეკორაციები, შემდეგ სილამაზის ფესტივალი გაიმართა, შემდეგ ხარისხიანი ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. 25 დეკემბრიდან კი ქარვასლაში საახალწლო ღონისძიებების სეზონი ფართოდ იხსნება. განრიგი …

განაგრძე კითხვა »

ინტერვიუ

ინტერვიუ

ჟურნალისტები ინტერვიუს იღებენ მრავალშვილიანი დედისგან: -რამდენი შვილი გყავთ? -რვა. -რამდენი წლისები არიან? -13, 12, 11, 10, 9, 8, 7, 6 -ე.ი. 6 წლის წინ გადაწყვიტეთ, რომ საკმარისია? -ხო რა … ტელევიზორი ვიყიდეთ … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂

განაგრძე კითხვა »

ნ.ე.არტი, ხის სუვენირები – დღე #23, 30 დღიანი გამოწვევა

ნეარტი

როგორც კი გამოფენა-გაყიდვის წინა დღეებში სარეკლამო კამპანია მოვქოქეთ, სწორედ მაშინ დაიწყო მთავარი აურზაური. ბოლო 3 დღეში ისეთი ცვლილებები მოხდა, წარმოდგენითაც რომ ვერ წარმოვიდგენდით. ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილება იყო 17 დეკემბერს კომპანიის შემოერთება, რომელიც აი ასეთ მაგარ ხის სუვენირება ამზადებს. იმდენად სწრაფად მოხდა და გარკვეული გაგებით გვიანაც ყველაფერი, რომ დაბეჭდილ მასალებში ლოგოს ჩამატებაც კი უკვე გვიან იყო და … გაიცანით ნეარტი ნ.ე.არტი, …

განაგრძე კითხვა »

26-27 დეკემბერს ფერმერული ნაწარმის წინასაახალწლო ბაზრობა ბუკიას ბაღში

ფერმერული ნაწარმი

მოძრაობა kar.ge ორივე ხელით, ვებსაიტით, Facebook გვერდით, კონკრეტულად ჩემი იმ ფულით რომელსაც იქ ადგილზე ფერმერულ პროდუქტში დავხარჯავ და ყველა თავისი რესურსით მხარს უჭერს ამ კონკრეტულ ღონისძიებას. 26 და 27 დეკემბერს, 11:00 დან 18:00 საათამდე, პეკინის გამზირზე, ბუკიას ბაღში, მეტროსადგურის „ტექნიკური უნივერსიტეტი“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ აწყობს მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის წინასაახალწლო აქცია-ბაზრობას – …

განაგრძე კითხვა »

ქართული სიგარილა RAMONA – დღე #22, 30 დღიანი გამოწვევა

ქართული სიგარილა RAMONA

სიგარა პირველად 12 წლის წინ გავსინჯე. ეს ჩემი ძმის დამსახურებით მოხდა, რომელმაც ქორწილის წინა დღით მე და ჩემს მომავალ მეუღლეს თითო ძალიან მაგარი კუბური სიგარა ჩაგვახუტა. იმის შემდეგ პერიოდულად ვეწევი ხოლმე, პრიორიტეტულად სიგარას რა თქმა უნდა. და ჩემს გახარებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გავიგე, რომ თურმე საქართველოში შეიქმნა ახალი საწარმო, რომელიც სიგარას გამოუშვებს. ეგ კიდევ რა, ორმაგად გასახარი იყო ჩემთვის, …

განაგრძე კითხვა »

მანდილოსანი და გურული

მანდილოსანი და გურული

ახალგაზრდა მანდილოსანი ეკითხება ხანდაზმულ გურულ კაცს: -რამდენი წლის ბრძანდებით? -ოთხმოცის. -ნამდვილად არ მოგცემდით. -არც მინდა. 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 PS ნეტა რატო? ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

ღვინის მარანი მანაველი – დღე #21, 30 დღიანი გამოწვევა

ღვინის მარანი მანაველი

ქართულ სუფრაზე ცხადია თამადას მიჰყავს აღლუმი, მაგრამ კარგი ღვინო თუ ხელს არ უწყობს ქეიფი ვერ შედგება. ჩვენს წინასაახალწლო „სუფრაზე“ ქარვასლაში კი ღვინო ნამდვილად კარგი გვქონდა და იგი ღვინის მარანი მანაველის დამსახურებაა. ღვინის მარანი მანაველი ერთადერთი ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ქართულ საქმეში დადგა და თავისი პროდუქცია მომხმარებელს წარმოუდგინა. ღვინის მარანი მანაველი კომპანიას წარმოდგენილი ჰქონდა როგორც ჩამოსასხმელი ღვინო, ასევე ბოთლის, მათ შორის …

განაგრძე კითხვა »

ლიმონათი ხილიანი – დღე #20, 30 დღიანი გამოწვევა

ლიმონათი ხილიანი

უმაგრესი გამოფენა-გაყიდვა დავასრულეთ დღეს ქარვასლაში თუ თქვენ იქ იყავით, ე.ი. იცით რაც მოხდა … ხოლო თუ არ იყავით აჰა თქვენ პირველი დღის შეჯამება 55 სურათში, საიდანაც სიტუაციას ნამდვილად იგრძნობთ … დღეს კი, 30 დღიანი გამოწვევის 20-ე დღეს მინდა გამოფენა-გაყიდვის ერთ-ერთი ჰიტი მინდა წარმოგიდგინოთ – ლიმონათი ხილიანი ლიმონათი ხილიანი ქართული ბრენდი, რომელიც წელს გამოჩნდა ბაზარზე … ქართული ბრენდი, რომელმაც აგრესიულად შეავიწროვა …

განაგრძე კითხვა »

რადიო პოზიტივი და მოძრაობა kar.ge თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებენ

კვირას, 20 დეკემბერს, 15:00 გამოფენა გაყიდვის ფარგლებში გამართული დაჯილდოვების დროს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მოძრაობა kar.ge-სა და რადიო პოზიტივს შორის. ჩვენი ერთობლივი ინიციატივის პირველი და უმთავრესი მიზანი – რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს გავაგებინოთ თუ რა სასარგებლო საქმეს აკეთებენ ყოველ ჯერზე როცა ქართულ პროდუქციას ყიდულობენ. რას გავაკეთებთ? ყველაფერ კარგს და ქვეყნისთვის, ეგმაში გვაქვს კონკრეტული თანამშრომლობები და კონკრეტული ინიციატივები ქართული ბიზნესისათვის და საქართველოს …

განაგრძე კითხვა »

რადიო ეთერი, საზოგადოებრივი რადიო – 102,4

დიდი მადლობა ქ-ნ ბარბარე ბენაშვილს და საზოგადოებრივი რადიოს მთელ გუნდს, რომელმაც დრო დაგვითმო და ფერმერის საათში ქართული პროდუქციის პოპულარიზების თემაზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცა. ფერმერის საათი კვირაობით, 15:00 გადის საზოგადოებრივი რადიოს ეთერში, მაგრამ ვინაიდან 20 დეკემბერის 15:00 გამოფენა-გაყიდვის დაჯილდოვების ცერემონია გვქონდა დაგეგმილი და თან ძალიან გვინდოდა ამ შანსის გამოყენება, ჩავწერეთ 19 დეკემბერის საღამოს. სტუმრად გახლდით კომპანია DELICATO-ს მენეჯერი, ქ-ნი მადონა სურმანიძე …

განაგრძე კითხვა »