ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართულესი

იცით რა არის ქართულესი?

საინტერესო პროექტს გადავაწყდი ამ რამოდენიმე დღის წინ …

ქართულესი ახალგაზრდების მიერ შექმნილი პერსონაჟია. ეს არის სუპერ გმირი, რომელიც ქართული პროდუქციის ყიდვის პოპულარიზებას ახდენს. ეწვიეთ ქართულესის Facebook გვერდს და იქ ბოლომდე ნათელი გახდება რასაც ეხება ყველაფერი.

საბავშვო გართობა იქით იყოს და დავიჭირე ამ ინიციატივაში მეტად საინტერესო ნიუანსი, რომელიც შეიძლება ფრიად ეფექტურად იქნეს გამოყენებული. ეს არის თავად პერსონაჟი, რომელთანაც შეიძლება გააიგივო ქართული პროდუქტების ყიდვა … ანუ იდეის ვიზუალიზაცია მოახდინო …  თუ კაპიტან ამერიკა ბოროტებს ებრძვის, ქართულესი იმპორტს ებრძვის? არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ იდეა ფრიად საინტერესოდ გამოიყურება… შეიძლება მისი დახვეწა … და სწორედ ამ კუთხით სამი აზრი გამოჩნდა:

  1. შეიძლება დიზაინერული თვალსაზრისით ქართულესი დაიხვეწოს, რომ იგი მართლა ჩამოგავდეს ქართული ფასეულობების მატარებელ გმირ პერსონაჟს;
  1. შეიძლება ქართულესის ლეგენდის დახვეწა, რომ მისგან მომავალი ქართული პროდქუტების ყიდვა გარკვეული ლეგენდას ეფუძნებოდა, რომელიც კარგად „გაყიდის“ თემას;
  1. ქართულესი თუ კონკრეტულ საქმეს მოჰკიდებს ხელს, ეს საქმე კარგად არის განსასაზღვრი. არ უნდა მიედ-მოედოს ჩვენი ბიჭი;

 

ერთ სიტყვით, მეტად საინტერესო ბრენდული პერსონაჟის შექმნა შეიძლება მე მგონი.

თქვენ რას იტყვით?