რაჭველი იცინის

რაჭველი იცინის

რაჭველი და გურული ციხეში ამოყოფენ თავს. რამოდენიმე დღეში საკანში შესულ ზედამხედველს პატიმრები შესჩივლებენ: -გურული სხვა საკანში გადაიყვანეთ რა … -რატომ? -ანეგდოტებს ყვება და არ გვაძინებს. -ღამით ყვება? -არა, დღე ყვება, მაგრამ რაჭველი მთელი ღამე იცინის 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂     ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com

განაგრძე კითხვა »

ღმერთი მისცემს

ღმერთი მისცემს

ფულში ჩაქცეულ მილიონერ მეგრელს გაეპარება ერთადერთი ქალიშვილი მზე და მთვარე ზედ რომ ამოსდიოდა ისეთი და გაუთხოვდა. გადაირია მეგრელი. ატეხა განგაში. სად არ ეძია, მაგრამ ვერსად კვალს ვერ მიაგნო. მთელი დღის ძებნის შემდეგ საღამოს გაისმის ტელეფონზე ზარი, ურეკავს ქალიშვილი და ეუბნება: -მამა, არავის ბრალი არაა, მიყვარდა და ცოლად გავყევი. -სადა ხარ, დამელაპარაკე შვილო, გამაცანი ვინაა. ქალიშვილმა მამისგან პირობა აიღო, რომ სიძეს …

განაგრძე კითხვა »

ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

ავთანდილ ჭრიკიშვილი

კარგი ამბავი დილიდანვე 🙂 ავთანდილ ჭრიკიშვილი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ავთანდილი ფინალამდე სულ მოწინააღმდეგეების ფრიალ-ფრიალით მისულა. იქ ცოტა ბულგარელი გაძალიანებულა, მაგრამ მასთანაც ვაზარით მოიგო. ნახეთ ეს ბრძოლა და ისიამოვნეთ … წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაცია https://www.youtube.com/watch?v=OZ0adLk3bBU PS უნდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ძიუდოში ძალიან უნიათო კომენტატორები ჰყავთ.

განაგრძე კითხვა »

DELTA ფართოვდება და 170-მდე ვაკანსიას აცხადებს!

DELTA ფართოვდება და 170-მდე ვაკანსიებს აცხადებს!

ჩემო კარგებო, იხილეთ 2030-ის ვიდეო რეპორტაჟი, რომელიც ქართველი მამლუქების მორიგი ეშელონის საუდის არაბეთში გაცილებას ეხება. თუმცა არა მხოლოდ … მთავარი გზავნილებია: 1. DELTA-ს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია, განსაკუთრებით ცხელი თემებია MEDEVAC-ები და სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები; 2. DELTA ფართოვდება და ვაკანსიებს აცხადებს პროფესიონალ შემდუღებლებზე, ზეინკლებზე და ა.შ. 3. მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც მსგავსი პროდუქციის წარმოება შეუძლია. იამაყეთ! მართლა მეამაყება ასეთ ქართულ …

განაგრძე კითხვა »

რაფერ ხარ ძამა?

გურიაში სუფრასთან გაგონილი ნამდვილი ამბავი. -რაფერ ხარ ძამა? -ჯონჯოლივით!… -მაი რაფერ? -რაფერ ძამა და თუ ხარ სუფრაზე კაია და თუ არადა კაციშვილს არ გაახსენდები … 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 ** სურათზე პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/

განაგრძე კითხვა »

რატომ არის ბრენდის შექმნა მომგებიანი?

რატომ არის ბრენდის შექმნა მომგებიანი?

გქონდეს “საუკეთესო” პროდუქტი არ კმარა … თუ გინდა იგი გაყიდო, “საუკეთესო” მარკეტინგი გჭირდება … „საუკეთესო“ მარკეტინგი კი ბრენდინგით იწყება … თუ არ გაქვს ბრენდი, ვერც მარკეტინგს ააწყობ და მით უმეტეს ვერც გაყიდი თუნდაც ბაზარზე “საუკეთესო” პროდუქტი გქონდეთ. სწორედ ამიტომ ბრენდის შექმნაა ამ სტატიის თემა. როგორ ჩავკლათ საკუთარი ბიზნესი საკუთარი ხელით ჩანასახშივე? – სტატია, რომელიც ერთ ბიზ[მ]ესმენ თან შეხვედრის შემდეგ რამოდენიმე …

განაგრძე კითხვა »

ვისა აქვს ჩვენზე უკეთესი საჭმელ-სასმელი ევროპაში?

აჭარული ხაჭაპური

Yahoo-მ რაო? რაო და … შეაფასა, დააფასა და გადააფასა ევროპული სასმელ-საჭმელი და დაგვსვა მე-4 ადგილას 48 ევროპულ ქვეყანას შორის. ჩვენზე წინ კი მხოლოდ ესპანური, ფრანგული და იტალიური სამზარეულო დააყენა. ჰმ, როგორ გაბედა … ქართულ სამზარეულოში საკვებ – „შემოლაწუნება“-დ ხაჭაპურია ნახსენები, განსაკუთრებით კი აჭარული ხაჭაპური. ძალიან კი იწვალა ისე ამის ასაღწერად ავტორმა. ეტყობა დასახელება დაავიწყდა – „ნავის ფორმის საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც …

განაგრძე კითხვა »

აფერისტობა „ევროკავშირის“ მასშტაბით თუ …

თხილი

თხილის ექსპორტი 2014 წელს 184 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2015 წელს 176 მილიონ USD შეადგენდა. ეს დღევანდელი მთავრობის აშკარა მიღწევაა, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აქვთ წვლილი და უბრალო მოსახლეობასაც. ვის შეიძლება უნდოდეს ამ აწყობილი საქმის ჩაშლა? აფერისტობა „ევროკავშირის“ მასშტაბით თუ უბრალოდ დაუზუსტებელი ინფორმაცია? დღეს გავრცელდა ინფორმაცია თხილის ერთ-ერთი ექსპორტიორის შესაძლო „მაიმუნობის“ შესახებ. თითქოს ერთ-ერთმა მეწარმემ გერმანიაში გაგზავნილი თხილის პარტიაში საკმაოდ დიდი …

განაგრძე კითხვა »

სვანი და ოფიციანტი

სვანი და ოფიციანტი

სვანი შედის ბარში და ოფიციანტს ეკითხება. -რამე გაზიანი სასმელი მინდა -კოლა თუ პეპსი? -პეპსი -ჩვეულებრივი თუ დიეტური? -ჩვეულებრივი -ქილით თუ პეტის ბოთლში? -ბოთლში. -1 ლიტრიანი თუ 0.5? -უბრალოდ წყალი. -მინერალური თუ ჩვეულებრივი? -ჩვეულებრივი -ცივი თუ ოთახის ტემპერატურის? … -საქონელო! -ძროხა თუ ღორი? -გაეთრიე! -ეხლა თუ მერე? -მოგკლავ! -თოფით თუ ხანჯლით? -ხანჯლით! -თავში დამარტყამ თუ გულში? გადაურჩება ვითომ? ** სურათზე პერსონაჟის …

განაგრძე კითხვა »

აპლიკაცია Appollo – აუდიო ზღაპრები თქვენი ბავშვებისათვის

2 დღის წინ გავიგე ამ აპლიკაციის შესახებ. მაშინვე ჩამოვტვირთე და დავტესტე … უფრო სწორად პირველ რიგში ჩემს მე-6 კლასელ ქალიშვილს [მიზნობრივ აუდიტორიას] გადავეცი გასატესტად … აქო და აქო … მოეწონა დასურათება, გახმოვანების მაღალი დონე და კიდევ სიმარტივე. ეს რომ მოვისმინე მეც დავაყენე და დავრწმუნდი, რომ ბავშვი ნამდვილად ადექვატურად აფასებდა რეალობას. მართლა მაგარი აპლიკაცია ყოფილა. Appollo პირველი აპლიკაციაა, რომელიც თავს უყრის …

განაგრძე კითხვა »