პატივცემულო მეგობრებო, საერთოდ ვერიდებით ხოლმე ასეთი ტიპის სარეკლამო სტატიებს, მაგრამ ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანი გამონაკლისია. ჩვენი აუდიტორიისათვის დარწმუნებული ვარ საინტერესი იქნება. გაცნობებთ, რომ “კარიერის და რესურსების განვითარების ცენტრი (CRDC)” აცხადებს სამდღიან საერთაშორისო სასერთიფიკატო კურსს ISO 22000-სა და HACCP-ში. ტრენინგს გაუძღვება დოქტორი სამერ კუმარი – 20 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ექსპერტი ISO სტანდარტებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით. ტრენინგი ჩატარდება 20–22 მაისს. დამატებითი …
განაგრძე კითხვა »გაიცანით ჩაი მაისის კვირტი ჟონეთიდან
ჩაი მაისის კვირტი – ამ ჩაის არსებობის შესახებ პირველად 2015 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე გავიგე. მაშინ სამწუხაროდ ფული არ დამრჩა და ვერ ვიყიდე. სამაგიეროდ 23 აპრილს ვიყიდე „აირჩიე ქართული“-ს გამოფენა-გაყიდვაზე. ვიყიდე და ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ნამდვილად! მე ჩაის მინის სპეციალურ ქილებში ვყრი და ისე ვინახავ. მუდმივად ორი სხვადასხვა ჩაი მაქვს, საუკეთესო ხარისხის, რაც კი ბაზარზე არის. ჩვეულებრივ შემოქმედის და გურიელის …
განაგრძე კითხვა »ლონდონში ექსპორტის შანსი
მოძრაობა KAR.GE-ს დაგვიკავშირდა ჩვენი თანამემამულე ლონდონიდან, რომელმაც გახსნა ქართული პროდუქციის ბრენდული მაღაზია და სარეალიზაციოდ სჭირდება ქართული ხარისხიანი პროდუქცია. ასე რომ, თუ თქვენ: თქვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანა გაინტერესებთ ლონდონში; და შეგიძლიათ სათანადო საბუთების მოწესრიგება; დაგვიკავშირდით info@kar.ge და დაგაკავშირებთ საჭირო ადამიანს. საჭირო პროდუქციის ჩამონათვალი: ჯემები, მურაბები ტყემალი ჩურჩხელა მწნილები [ნივრის მათ შორის] ჯონჯოლი მჭადის ფქვილი წვენები გაყინული ნახევარფაბრიკატებიც კი პრაქტიკულად ყველაფერი, რაც …
განაგრძე კითხვა »ევროპის დღეები რიყეზე და ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
დღეს, 8 მაისს, რიყეზე ევროპის დღეები გაიმართა. რა თქმა უნდა იქ ვიყავი, დავესწარი, მეგობრები ვნახე, ახლები გავიცანი და … გადავწყვიტე აქ მოკლედ გამეზიარებინა შთაბეჭდილებები. 5 რამ დავინახე დღეს: ევროპა ასოცირდება კარგთან, დადებითთან, სასურველთან, მისაღებთან და ეს ყველაფერი ხალხს სიამოვნებს. ყოველ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების ნაწილს მაინც. ანუ ხალხი ბლომად იყო. თან ამინდმაც გაამართლა; ორგანიზება ნამდვილად მომეწონა. ევროპულ ქვეყნებს თავიანთი კარვები ჰქონდათ, …
განაგრძე კითხვა »KAR.GE კატალოგი რადიო JAKO-ში
ეს რადიო ინტერვიუ 22 მარტს გავიდა … 25 მარტს კი გავიდა სრული ინტერვიუ, რომელიც შეგიძიათ აქ ნახოთ. უღრმესი მადლობა ქ-ნ ანა ტყებუჩავას და რადიო JACO-ს მთელს საქმიან შემოქმედებით გუნდს მხარდაჭერისათვის. იმ პერიოდში 29 მარტის პრეზენტაციისთვის ვემზადებოდით. ანას მოწვევით KAR.GE კატალოგის შესახებ ვისაუბრეთ პირდაპირ ეთერში. https://soundcloud.com/jakofm/karge
განაგრძე კითხვა »სალომე ასათიანის ინტერVIEW რობერტ უეიდთან
ინტერVIEW – რადიო თავისუფლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტია, რომელსაც ქ-ნი სალომე ასათიანი პრაღიდან უძღვება. და რაც ეს გადაცემა დაიწყო, ბევრი პოლიტიკოსი მინახავს „კუთხეში დაყენებული“. შეკითხვები არის პირდაპირი და მათზე პასუხი არც ისე ადვილია. ეს ვიდეო kar.ge-ზე გამოვიტანე, ვინაიდან თემა არის ქვეყნის განვითარება, რაც ჩვენი თემაა. ოღონდ აქ უფრო სახელმწიფოს როლზეა საუბარი. მოდით ჩაუჯექით წყნარად და უყურეთ/მოუსმინეთ და მერე მოსაზრებები ღიად …
განაგრძე კითხვა »12 საინტერესო ფაქტი აშშ-ში მცირე ბიზნესის შესახებ
12 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდეთ აშშ-ში მცირე ბიზნესის შესახებ: აშშ-ს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცის განსაზღვრებით მცირე ბიზნესი ის ბიზნესია, რომელშიც 500-ზე ნაკლები დასაქმებული მუშაობს; სულ აშშ-ში 28 მილიონზე მეტი მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელი ორგანიზაციაა; მცირე ბიზნესების 70%-ზე მეტს ფლობს და მართავს ერთი ადამიანი, ანუ ის თვითდასაქმებულია; აქტიური მოსახლეობის 50%-ზე მეტი მცირე ბიზნესშია დასაქმებული. ეს 120 მილიონზე მეტი ადამიანია; მცირე ბიზნესმა 1995 …
განაგრძე კითხვა »ისწავლე ფოტოგრაფია – ვიდეოგაკვეთილების კრებულით
ძალიან კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ფოტოგრაფიის შესწავლა აინტერესებს. გამოვიდა 14 ვიდეოგაკვეთილისგან შემდგარი კრებული, რომელიც უკვე გაყიდვაშია. ამ კარგი საქმის მოთავეა “საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია”. პროდუქტის პრეზენტაცია 25 აპრილს შედგა. რა არის თავად პროდუქტი? 14 ვიდეოგაკვეთილისგან შედგენილი სასწავლო კურსი საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ის აუცილებელი ცოდნა, რაც ტექნიკურად გამართულ და ესთეტიკურად დახვეწილ, საინტერესო ფოტოკადრს სჭირდება. ეს ინფორმაცია მოცემულია მარტივ, ყველასთვის გასაგებ და პოპულარულ …
განაგრძე კითხვა »Seedstarstbilisi – სტარტაპების შეჯიბრის წინა-სააპლიკაციო რეგისტრაცია დაიწყო
Seedstarstbilisi* აცხადებს წინა-სააპლიკაციო რეგისტრაციას სტარტაპებისთვის, მეწარმეებისთვის, ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისათვის. საერთაშორისო შეჯიბრის ადგილობრივი ფინალი წელს პირველად ტარდება ქალაქ თბილისში. Seedstars World S.A. (დაფუძნებულია შვეიცარიაში) არის საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებას განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში. შესარჩევი პროცესი მოიცავს ორ ძირითად ეტაპს: ადგილობრივი ღონისძიებების შედეგად 10 ფინალისტის და შემდგომ გამარჯვებულების გამოვლენას მონაწილე 70+ ქვეყნაში; გამარჯვებული მონაწილეების წარმოდგენას …
განაგრძე კითხვა »მეგრელი პატრული
მეგრელი პატრული უფროსთან რეკავს: – ალ’ო, ბატონო პოლ’კოვნიკო, შემთხვევის ადგილზე ვართ. მკვლ’ელობის მცდელ’ობაა. ცოლ’მა ქმარს ზედიზედ ექვსჯერ ჩაარტყა თავში თუჯის ტაფა. – მოტივი დაადგინეთ? – ახალმოწმენდილ’ იატაკზე ტალ’ახიანი ფეხსაცმლით შესულა. – დამნაშავე უკვე დაკავებულია? – ჯერ არა. იატაკი ისევ სველ’ია და რა ვიცი … სიფრთხილ’ეს თავი არ სტკივა …
განაგრძე კითხვა »