ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

უღრმესი მადლობა Serv.ge-ს მოძრაობა kar.ge-სთვის გაკეთებული საჩუქრისათვის

ამ მოკლე სტატიით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ჰოსტინგ პროვაიდერს – Serv.ge-ს და მის CEO-ს – ბნ რეზო ნატროშვილს მოძრაობა kar.ge-სთვის გაკეთებული საახალწლო საჩუქრისათვის. ჩვენი ჰოსტინგის პაკეტი შეადგენდა 3 GB-ს, რომელიც გაგვეზარდა 5 GB-მდე.

მე წლებია Serv.ge-ზე მაქვს განთავსებული ყველა ჩემი ვებსაიტი, მათ შორის პირადი – tarielzivzivadze.ge-ც. მოძრაობა kar.ge-სთვის ჰოსტინგის მოძიების დროსაც არ მიფიქრია ამ თემაზე ბევრი. მიუხედავად ბევრი შეგონებისა, რომ ქართული სერვერები არასანდოა, ვირუსებითაა სავსე, ამერიკული ან რუსული [ეს არგუმენტი განსაკუთრებით „მკლავს“] ჯობია და ა.შ., მე ჰოსტინგი ყოველთვის საქართველოში მქონდა. ეხლაც ვარ და ვრჩები Serv.ge-ზე. არაერთხელ დამტკიცდა უკვე რომ Serv.ge-ს კლიენტს ყურადღება არასოდეს აკლია. თუმცა მეც ჩემი მხრივ ფრთხილი მომხმარებელი ვარ. მაგალითად, გეგმიურ რეზერვებს ყოველთვის ვაკეთებ.

იმ ფონზე როცა საქართველოში სრული სიმძლავრით მიმდინარეობს „ძღომაი საკვირველი“, Facebook-ში სრული ბედნიერება და იდილიაა, არის მცირე ჯგუფია ადამიანებისა, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავენ ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა სერვისების გამართულ მუშაობაზე. სწორედ ამ სფეროს მიეკუთვნება ჰოსტინგ სერვისი. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა Serv.ge-ს!