ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ერთად მოვინდომოთ და ზაზა ფაჩულია ALL-STAR 2016-ში ითამაშებს!

ერთად მოვინდომოთ და ზაზა ფაჩულია ALL-STAR 2016-ში ითამაშებს!

მეამაყება ამ კამპანიაში მონაწილეობა …

უკვე გვაქვს კიდეც საქმე საამაყოდ …

ჩართვის დღიდან ამ ტექსტს – ‪#‎NBAVOTE Zaza Pachulia ყოველდღიურად ვწერ ჩემს Facebook პროფილზე … ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი. განსაკუთრებით გასახარი კი იყო გუშინ, შობა დღეს NBA Georgia – Facebook ჯგუფიდან იმის გაგება, რომ ძალისხმევამ შედეგი უკვე მოიტანა … 194.441 ხმით Zaza Pachulia მე-8 ადგილზეა. არადა ამ ათიოდე დღის წინათ ALL-STAR 2016 -ში თამაშის კანდიდატთა პირველი რეიტინგი როცა ვნახე ზაზა მოწინავეთა სიაში არ იყო. მხოლოდ 42,286 ხმის მიღება იყო საჭირო რომ ბოლო ვარსკვლავისთვის გადაესწრო.

ცნობისათვის, ALL-STAR 2016 – ეს არის წლის საკალათბურთო თამაში, უფრო სწორად ზეიმი, რომელშიც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ყველა ვარსკვლავი მონაწილეობს. ეს არის კალათბურთში ყველა მსოფლიო დონეზე აღიარებული მოთამაშეების „ჯახი“ რომელიც თებერვალში ტორონტოში გაიმართება. ამ თამაშში ქართველს დღემდე არასოდეს უთამაშია და სწორედ ეხლაა ამის ძალიან რეალური შანსი. ზაზა ფაჩულიას აქვს შანსი კარიერის TOP თამაში ითამაშოს და მთელი ქვეყანა, ოჯახი და საკუთარი თავი ასახელოს. ამ საქმეში კი თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კონკრეტული წვლილის შეტანა. ეს ხდება კიდეც. NBA Georgia კი ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

ზაზას ALL-STAR 2016-ში თამაში არაა მხოლოდ მისი თამაში. აი კიდევ რატომ იქნება სასარგებლო ეს მოვლენა:

  1. სიამაყის შეგრძნება, როცა ენერგია ჩადე და შედეგი მიიღე. ქართველს ამ დონის თამაშში არასოდეს უთამაშია. ეს არის საამაყო მოვლენა ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის და კონკრეტულად ქართული კალათბურთის ისტორიაში, რომელშიც თითოეულ გულშემატკივარს ექნება თავისი წვლილი შეტანილი.
  1. ეს იქნება საქართველოს სახელის კიდევ ერთი და თან მეტად ძლიერი გაჟღერება. მეტი სახელი = მეტი ცნობადობა = მეტი ტურისტი ქვეყანაში. ეს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესისთვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის არის ძალიან სასარგებლო.
  1. კალათბურთის კიდევ მეტად განვითარება ქვეყანაში. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ერთ-ერთი მათგანია, რომელიც გუნდურ სპორტის სახეობებში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობს. მისი ლიდერის – ზაზა ფაჩულიას ALL-STAR 2016-ში თამაში კი კიდევ მეტად ასწევს კალათბურთის იმიჯს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებში. ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო სპორტის სახეობის პოპულარიზებისათვის?

‪#‎NBAVOTE Zaza Pachulia – დაწერეთ ეს ტექსტი ყოველ დღე Facebook-ში ზაზა ფაჩულია ALL-STAR 2016 -ში ითამაშებს! 14 იანვარს მომდევნო შუალედური შედეგი გამოვლინდება. ხმის მიცემა 18 იანვრამდე გრძელდება.