ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ქართული ხორცი

იცოდით, რომ ქართული ჯარი ქართული ხორცით უკვე იკვებება?

გახსოვთ ხომ თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მაგარი ინიციატივის შესახებ რომ გაცნობეთ ამ ერთი თვის წინათ? ძალიან გამიხარდა ეს ამბავი მაშინ. ხუმრობა საქმე ხომ არაა 6 მილიონი ლარის ხორცის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადო?! თუმცა საქმე ამით მხოლოდ იწყებოდა.

ამ დრომდე უკვე თავდაცვის სამინისტრომ ქართული ჯარის ქართული ხორცით მომარაგებაზე რამოდენიმე ტენდერი 15 მილიონ ლარზე მეტი ბიუჯეტით გამოაცხადა და როგორც ჩანს საქმე უკვე რეალურად დაიძრა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის 14 სამხედრო ბაზა 11 დეკემბრიდან ახალი ქართული ხორცით უკვე მარაგდება. სამინისტროს ოფიციალური რელიზი იხილეთ აქ.

ეს ძალიან სასარგებლო ინიციატივაა რომლითაც რამოდენიმე კურდღელს იჭერ:

– მეტი დასაქმებული საქართველოში;

– მეტი შემოსავალი ქართველ მეწარმეს;

– მეტი გადასახადი ბიუჯეტს;

– მეტი განვითარება ქვეყანას;

ამ ტენდერებით/შესყიდვებით თავდაცვის სამინისტრომ რეალური ნაბიჯი გადადგა ქართული წარმოების წასახალისებლად. დიახ, პროდუქტის ყიდვა ყველაზე მეტი წახალისებაა! თან როგორ, ტენდერში უპირატესობის მინიჭებით. ნეტა რომელი სამთავრობო უწყება იქნება შემდეგი ვინც ქართული ბიზნესის საკეთილდღეოდ ასეთ რეალურ ნაბიჯს გადადგამს?

ნახეთ ვიდეო, სადაც თავდაცვის მინისტრო ქართულ ხორცს სამხედროებთან ერთად აგემოვნებს