ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
delicato (ქეითერინგი)

Delicato, ქეითერინგი – დღე #24, 30 დღიანი გამოწვევა

ოფისების კვება, ლანჩი, coffee break, ფურშეტის ორგანიზება ან ქეითერინგ მომსახურება ადვილი საქმე არ არის. რაც არ უნდა გამოცდილი ორგანიზატორი იყოთ მაინც საჭიროა გვერდში მდგომი კომპანია, რომელსაც დაეყრდნობი და რომელიც საჭირო დროს საჭირო ადგილას მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდება და სადაც ხარისხი ფასზე მაღალია. სწორედ ერთი ასეთი კომპანია გვინდა დღეს წარმოგიდგინოთ.

Delicato

საკვების მიმართ მე პირადად სერიოზული მოთხოვნები მაქვს – იგი ჩემს 5-ვე გრძნობას უნდა აკმაყოფილებდეს: გემრიელი უნდა იყოს, შეხება და მირთმევა უნდა მსიამოვნებდეს, მირთმევისას სასიამოვნო ხმას უნდა გამოსცემდეს, სასიამოვნო არომატი უნდა ჰქონდეს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ვიზუალურად ეფექტური უნდა იყოს. ხოლო თუ მე-6 გრძნობასაც აკმაყოფილებს მაშინ ხომ საერთოდ … Delicato-ს კანაპეები სწორედაც რომ ასეთ „მკაცრ“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ!

Delicato უკვე 10 წელია ბაზარზე არსებობს და უამრავ პარტნიორ კომპანიას ემსახურება. გადაგიჭრით პრობლემას, რომელიც ყველა საქმიან ადამიანს აქვს – ოფისების კვება, ლანჩი, coffee break, ფურშეტების ორგანიზება, ქეითერინგი. სულ რამოდენიმე დღის წინ დასრულდა მოძრაობა kar.ge-სა და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრ ქარვასლას მიერ ორგანიზებული ქართული ხარისხიანი პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც Delicato თავისი პროდუქციით მონაწილეობდა. თქვენი თვალით ნახეთ ის სილამაზე, რაც იქ იყო წარმოდგენილი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გამოყენებული ნედლეულის უდიდესი ნაწილი ქართულია.

IMG_0742 IMG_7373 IMG_7374 IMG_7375 IMG_7376

ინებეთ ვებსაიტი, აქტიური Facebook გვერდი და ტელეფონის ნომრები: 242-33-42, 557-35-34-97

 

PS

საახალწლოდ Delicato-ში დახურული წვეულებებისათვის სივრცის დაჯავშნაც შეიძლება.