ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ელენე მარგიშვილი

27 დეკემბერი – Flea Market მთაწმინდის პარკში

Flea Market იცით რა არის?

ოოო …

პირველად ამ ღონისძიებაზე წელს ზაფხულში ვიყავი და ნამდვილად მოვიხიბლე იმით, რაც იქ ვნახე. ეს იყო ძალიან თავისუფალი თავყრილობა დედაენის ბაღში, სადაც მე ვნახე ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი და ძალიან ბევრი საინტერესო ხელნაკეთი ნივთი. მთავარი იდეა, როგორც მე მივხვდი არის შემდეგი: ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია იქ მიიტანო ნებისმიერი ნივთი და გაყიდო! დიახ, გაყიდო!

დღეს, 27 დეკემბერს, მორიგი Flea Market მთაწმინდის პარკში იმართება, რა თქმა უნდა საახალწლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ორიოდ კვირის წინ kar.ge-ზეც დავაანონსეთ. აი ის რამოდენიმე ფოტო, რომელიც გაგრძნობინებთ სულს, რომელიც Flea Market-ზე ტრიალებს ხოლმე.

 

fm1 (1) fm1 (2)

 

მთაწმინდის პარკში სულ ახლახან დაიწყო წინასაახალწლო ღონისძიებების გუგუნი. ამიტომ რამოდენიმე შეკითხვით მივმართეთ მთაწმინდის პარკის მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერს, ქ-ნ ელენე მარგიშვილს.

 

მოძრაობა kar.ge: მთაწმინდის პარკის საახალწლო ღონისძიებებში რომელი ქართული კომპანია როგორ ერთვება კონკრეტულად? [ჩვენ ხომ ქართული კომპანიების ჩართულობა გვაინტერესებს პირველ რიგში]

ელენე: მთაწმინდის პარკის საახალწლო ღონისძიებებს ბევრმა ქართულმა კომპანიამ და ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი. მათ გამოგვიყვეს საახალწლო პრიზები, რომლებიც ყოველდღიურად გათამაშდება სცენაზე ანიმაციის ჯგუფის მიერ. ასეთი მხარმადჭერები არიან: ახმეტელის თეატრი, საბავშვო ჟურნალი „ჭიამაია“, არია იოგა, მასტერ სპორტი, ლა ბელ მედიქალი, ტურისტული კომპანია გუდ თრეველი, კამპა, დანტეს ხელოვნების სკოლა, 7D კინოთეატრი, ბრენდერი, კოკლოზინას ბაქლავა, ჩიპსი ფრიქსი. ასევე ჩვენი სპონსორია ბარამბო და პეპსი.

მოძრაობა kar.ge: საახალწლო ღონისძიებებს შორის რომელია ყველაზე ქართული და რითია იგი გამორჩეულად „ქართული“?

ელენე: ჩვენს ღონისძიებებს შორის ყველაზე ქართულია ტრადიციული თოვლის ბაბუა თეთრი ნაბადით, რომელიც გამოგვიგზავნა თბილისის მერიამ 25 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით. ის ყოველდღე 12 საათიდან 6 საათამდე უფასოდ დაურიგებს საჩუქრებს ყველა  ბავშვს და მათთან ერთად უამრავ სამახსოვრო ფოტოს გააიღებს.

მოძრაობა kar.ge:რა გაქვთ ამ დღეებში უნიკალური ისეთი, რომელიც მხოლოდ თქვენთანაა?

ელენე: ჩვენ ვთვლით, რომ ახალი წელი და ზოგადად ჩვენი პარკი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვისაა, შესაბამისაც ღონისძიებებიც ისე დავგეგმეთ რომ სხვებისთვისაც საინტერესო გავხადოთ. 26 დეკემბერს პარკში გაიმართა ქუჩის მუსიკის დღე, სადაც მუსიკოსებმა მთავარ სცენაზე და მთაწმინდის პარკის შესასვლელში შეასრულეს სხვადასხვა ჟანრის სიმღერები. 27 დეკემბერს დაიგეგმა თბილისი ფლი მარკეტი, სადაც მრავალი მოხალისე გამოფენს და გაყიდის თავის ხელნაკეთ ან ვინტაჟურ ნივთს. ორივე ღონისძიება არატრადიციულია პარკისთვის, თუმცა 2016 წლიდან ვიმედოვნებთ რომ მსგავსი ღონისძიებები ტრადიციული გახდება. ხოლო რაც შეეხება საბავშვო ღონისძიებებს: ცეკვებს, სიმღერებს, საცირკო და თეატრალურ დადგმებს – 14 იანვრამდე გასტანს.

მოძრაობა kar.ge: ამ დღეებში თოვლის ბაბუა უფრო მეტი გეყოლებათ თუ სანტა? რამე შეჯიბრი ხომ არ გაქვთ მათ შორის დაგეგმილი? მაგალითად კამფეტების ჭამაში?

ელენე: თოვლის ბაბუა გვეყოლება მხოლოდ 10 დღით – 25 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით, ხოლო სანტა გვეყოლება ყოველდღე 25 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით. სამწუხაროდ ორივე ძალიან დაკავებულია ბავშვების სურვილების ახდენით, ამიტომ დრო არ დარჩათ შეჯიბრისთვის. თუმცა კარგი აზრია, მომავალში შევთავაზებთ და იქნებ გამოძებნონ ამისთვისაც დრო 🙂

გილოცავთ შობა-ახალ წელს და მთაწმიდის პარკში გეპატიჟებით ჯადოსნურ დღეებზე!

 

sb (1) sb (2)