ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
აირჩიე ქართული

აირჩიე ქართული – გამოფენა-გაყიდვა გუდვილში 26-27 დეკემბერს [უკვე მეექვსედ]

წყარო.

ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი მოთამაშეა კარგი ქართული საქმის პოპულარიზების საქმეში. „აირჩიე ქართული“ ის გამოფენა-გაყიდვაა, რომელიც ერთადერთი ტარდებოდა 2013-2014 წლებში. ეს ის პერიოდია, როცა მე არცერთ მსგავს ღონისძიებას არ ვტოვებდი იქნებოდა ის გუდვილში, ექსპო-ჯორჯიაში თუ სხვაგან. შარშან დეკემბერში მხოლოდ აირჩიე ქართული აქტიურობდა, წელს კი უკვე რამოდენიმე ინიციატივაა ამ სფეროში. კარგია, რაც მეტი, მით უკეთესი! საქმე დიდია და გასაკეთებელი ბევრია.

მოკლედ,

ხვალ და ზედ გუდვილში უნდა მივიდეთ …
აქ დაგვხვდება რეგიონებიდან ჩამოტანილი ნატურალური პროდუქცია, რომლებსაც ნაკლებად იცნობთ ქალაქში …
უნდა მივიდეთ და მორჩა …
ნახეთ რა იწარმოება რეგიონებში და თუ შესაძლებლობა გექნებათ იყიდეთ …

ცხადია თემა წინასაახალწლოა და ადგილზე სათანადო პროდუქციაც დაგვხვდება: თაფლი, ჩურჩხელა, გოზინაყი, მურაბები, ჯემები, საწებლები, სუნელები, ყველი, ხილი, ნატურალური წვენები, ღვინო, ჩირი და სხვა.